RSS Feed

მე შენ….

                                                      მარიამს 
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
მიტოვებული ლექსების წვიმა,
შენთან გაზაფხულს მოაქვს იები,
აქ კი აპრილმაც მოიცვა ყინვა.
მე შენ მიყვარხარ და ლურჯი მთები,
ედელვაისი უშბას კალთებზე,
გამოგიგზავნი ცრემლს სტიქონებად,
რომ ჩემი სევდა უფსკრულს ავსებდეს.
შენ მენატრები და საქართველო,
დაკიდებული ტუჩებზე კოცნა,
გთხოვ, არასოდეს არ დამივიწყო,
თუ ტყვეობაში სიცოცხლე მორჩა.
ჩამოგიტანენ ჩემს სულს მერცხლები,
ჩავუსახლდები ტყემლის ყვავილებს,
შევეფარები იმერულ ოდებს,
ბუდეშეკიდულ ბებერ აივნებს.
მე შენ მოგტირი და საქართველოს,
ჰაერს ადესის სუნით დანაღმულს,
ანკარა ჭის წყალს, მწვანე კოინდარს,
და იავნანას სულში ჩაქარგულს. 
გთხოვ შემინახე თვალების ფსკერზე,
და ჩამიმარხე პატარა გულში,
ველურ ვარდების თეთრი კონები,
შენსკენ მომავალს მომქონდა უბით.
მე შენ მიყვარხად და საქართველო,
მიტოვებული ლექსების წვიმა,
ჩამოგიტანენ ჩემს სულს მერცხლები,
თუ სიკვდილამდე ჩემი გზა მივა.

ნინია 

31.03.2012

Advertisements

9 responses »

  1. …me shen mikvarkhar da saqartvelo….niniaa, didi madloba rom arsebob….miyvarkhar….<3…<3…<3…..

    პასუხი
  2. cemlebis gareshe ver wavikitxe madloba am mshvenieri da ulamazesi striqonebistvis gfaravdes mariam gvtismshoblis wminda kalta visi mosaxelecaa ,,sheni tvalebit momzirali’ rpatara mariami

    პასუხი
  3. ვულოცავ მუზას….. პოეტის ამ ლექსს!!

    მარიამი

    <3<3<3

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: