RSS Feed

რომ აღარ დადგეს ,,ხვალ,,

უკანასკნელი აღსარებისას  მოძღვარმა დამარიგა, როგორ უნდა მოვმზადებულვიყავი პირველი ზიარებისთვის და გული ჩამწყდა. გაგიკვირდებათ და  მაშინ, როცა მართლმადიდებლები ზიარებას, როგორც ხსნას ისე მიესწრაფვიან, მე შიშისგან გავიყინე.  ერთერთმა მრევლმა მითხრა, რომ სანამ ზიარებას არ მივიღებდი მამა ლუკა ჩემი სულიერი მოძრვარი არ იყო, მეორესთან საუბრისას კი გავიგე, რომ   როცა მოძღვარი გაზიარებს ის შენს ცოდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ შემეშინდა ამხელა პასუხისმგებლობის აღების საკუთარ თავზე. არ ვიცი, რამდენად სწორად მივხვდი, მაგრამ თუ მოძღვარი მაზიარებს, ის ხდება შუამავალი უფალსა და ჩემს შორის, ანუ ერთგვარ თავდებში მიდგება და თუ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადრე დაშვვებულ შეცდომებს, ის ჩემი ცოდვის მონაწილე ხდება, თუ რაღაც ამდაგვარი. მოკლედ, ჩემთვის ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაული იქნებოდა და თავისთავად უზარმაზარი ტვირთიც.

ცოდვა გამხელილი ჯობსო, ჩვენში ამბობენ და როცა პირველად შევხვდი მამა ლუკას, სულ არ მიფიქრია სულიერი ცხოვრების დაწყებაზე, წირვებზე, აღსარებაზე და ასე შემდეგ. მითუმეტეს, არც მიტევებაზე და ზიარებაზე მიოცნებია.  თვითონ გამოვუტანე საკუთარ თავს განაჩენი და არც გასაჩივრებას დავუქვემდებარე)). არც მაშინ გამივლია გონებაში ზიარება, როცა პირველი აღსარება გავანდე მოძღვარს.  ეს უფრო საკუთარი თავის დასამდაბლებლად გავაკეთე. მინდოდა უფლისთვის მეჩვენებია, რომ ჩემი შეცდომების აღიარება შემეძლო და კარგად ვაცნობიერებდი, როგორი იყო ჩემი ჯვარი. მეორე აღსარებაზე ვიტრინაში დადგმული შიშველი ფიტულივით მივედი. დაცლილი და უსახური… სწორედ აქედან დაიწყო საშინელი ბრძოლები, რაზეც ოდესმე გიამბობთ. მესამე აღსარება კი იმიტომ ჩავაბარე, რომ წინა დღით მოძღვრის თვალებში მოლოდინი დავინახე და იმედის გაცრუება არ მინდოდა. ამის მერე შვებაც ვიგრძენი და ახალი ქარიშხლის მოახლოების მოლოდინითაც გავიჟღინთე.

მეორე მიზეზი, რის გამოც არ მინდოდა ზიარება საკუთარი თავის ღირსად არ ცნობა იყო. ,,მომიტევენ თანანადებნი ჩემნი, ვითარცა მე მივუტევებ თანამდებთა მათ ჩემთა,, …. არადა, მე პატიება არ მიდნოდა და რა უფლებით უნდა მიმეღო უფლის ხორცი და სისხლი, მისი უსაზღვრო სიყვარულის და ჩემი ცოდვების მოტევების ნიშნად… არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც სიბრაზე და მრისხანება  მკერდში ჩადგმული მოტორივით ამოძრავებს და აიძულებს, რომ წინ იარონ.  ტკივილი აძლევთ ძალას და ბრძოლის ჟინს. ასე მეც, გარკვეულ ეტაპზე მხოლოს ტკივილი დამჩა და სწორედ ეს ვაქციე მამოძრავებელ ენერგიად და იმის მოტივადაც კი, რომ სწორად მეცხოვრა. სწორედ ამიტომ, როცა აღსარებაზე მიდგა საქმე დავფიქრდი, რა შემრჩებოდა მე, თუ გავუშვებდი ჩემგან ამ გრძნობას. რით უნდა შემევსო ცარიელი საგულე???

რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა, რომ სამუშაოს გამო ეკლესიში ვერ წავიდოდი აღდგომას, თავისთავად ზიარებასაც ვერ მივიღებდი და თავზარი დამეცა. მთელს ტანზე ცხელმა და ცივმა ტალღამ გადამირბინა. მივხვდი, რომ ძალიან მჭირდებოდა შვება და სულიერი თავისუფლება. …რომ სიმშვიდის და სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყებისთვის მზად ვიყავი მიმეტევებია და აუცილებელიც კია, რომ ცარიელი გულით გადავდგა პირველი ნაბიჯები, თუნდაც ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდეს, საით… მთავარია, ვიცი რომ უფლისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება იყოს მცდარი… როცა გავაცნობიერე, რომ ზიარება მინდოდა, უკვე ვიგრძენი მზაობა სულიერი მოძღვრის წინაშე პასუხისმგებლობის აღებისთვისაც. დამრჩა მიტევების აუცილებლობა…

დღეს ბოლოსდაბოლოს მოვახერხე, რომ გამელღო ყინული საკუთარ გულში და რომ იცოდეთ, როგორ სითბოდ დავიღვარე… სასიამოვნო შეგრძნება იყო, თითქმის დავიწყებული და მონატრებული. კარგია, როცა თავისუფლად სუნთქავ და ადამიანები გიყვარს… საღამოს შინისკენ მომავალმა დავინახე, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი ავტოკატასტროფას ბეწვზე გადაურჩა. პირველი ელდის განელების შემდეგ გამახსენდა მამა ლუკას სიტყვები, როცა დავპირდი, რომ მარხვას სამსახურის გამოცვლის შედეგ დავიცავდი: ,,იქამდე რომ მოკვდე?,, მაშინ ეს ხუმრობად გავატარე, დღეს კი მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან ცუდი იქნებოდა, პატიების გარეშე რომ მოვმკვდარვიყავი… ცუდი ჩემთვის და მათთვისაც, ვისაც ეცოდინებოდა, რომ იმქვეყნად მათზე გაბრაზებული წავედი. რამხელა ლოდს ჩავუდებდი გულში ოდესღაც ძვირფას ადამიანებს…. რაც ყველაზე ცუდია, ეს იქნებოდა შეცდომა, რომელსაც ვეღარავინ გამოასწორებდა…

მიხაროდა, რომ ჩემი მეგობარი გადარჩა და ისიც, რომ მე პირველი ნაბიჯები გადადგმული მქონდა იმისკენ, რომ მოულოდნელი გარდაცვალების შემთხვევაში უკან შავი ნაკვალევის ნაცვლად ლამაზ მოგონებებს დავტოვებ… წინ კი რა იქნება, მხოლოდ უფლის ნებაა… იმის ილუზია არ მაქვს, რომ ზიარების შემდეგ შარავანდედით ვივლი, არც იმის, რომ ადამიანურ ცოდვებს განვეშორები და განსაცდელიც აღარ მოვა… უბრალოდ მიხარია, რომ მზად ვარ პატიებისთვის, რომ ოდესმე მეც მეპატიება… რომ დღეს ჩემი მეგობარი ჩემს წინ არ დაუიღუპა, რომ არც მე არ მოვმკვდარვარ უზიარებელი… მიხარია, რომ ვიცი, მინდა სიმშვიდე და მზად ვარ წინ ვიარო…

უკვე დილის ოთხი დაიწყო და მე ამდენი სიხარული არ მაძინებს))) ხვალ წირვაა… ტაძარში მამა ლუკა და მეგობრები მეგულებიან და ესეც დიდი მიზეზია ბედნიერებისთვის)))

მადლობა უფალს, რომ მარგუნა ბედნიერება… ადამიანად ყოფლის ბედნიერება და სევდა… )))

დილა მშივიდობისა თბილისო… ღამე ნებისა ბარსელონა)

ნინია

Advertisements

3 responses »

  1. Dzalian wrfeli,sulismieri da natelia sheni monatxrobi… Iseti gancda dameufla,me rom gamoviare,didi xnis win,mashin,rodesac axlad misuli viyavi tadzrad!!!
    Ulamazesi da udidesi grdznobaa grdznobata shoris-SHENDOBA!!!
    Ra bednieri xar tu ki es shegidzlia,tanac ise rom gulshi xinjad ar dagrches warsuli wyena!!!! Vfiqrob,rom es mxolod didi siyvarulis matarebel adamianebs dzaludzt da shen mat ricxvs miekutvnebi!

    პასუხი
  2. titqos hems gancdebs ganwyobasda sulier mdgomareobas agwer rasac agsarebis win tu mozgvartan gasaubrebis win ganvicdi zalian znelia sheni tavi daarwmuno imasi rom sen xar im siwminis girsi rasac shen ziarebis dros igeb widilia shenshi da shestxov ufals patiebas
    da madlobas swirav im madlistvis romelic gadmogecema am bednie wutebshi senma monatxrobma es yoelive wamierad isev ganmacdevinada ufro grmad damafiqra gmerts vtxov mogces zala rwmena siyvaruli motmineba …… rata misi madli ar mogklebodes

    პასუხი
    • არის მომენტები, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანების სიყვარული გაძლევს ძალას, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო და წინ იარო… უფალმა არ მოგვიშალოს ასეთი ადამიანების თავი… მაშნ ბრძოლას ყოველთვის ექნება აზრი… მითუმეტეს, საკუთარი თავის და ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლას… მადლობა კომენტარისთვის… არ შემიძლია, არ გითხრა, რომ მიყვარხარ… )

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: