RSS Feed

დაუვიწყარი სამი დღე, რომელიც სიცოცხლეს აღემატება

ყველაფერი ასე დაიწყო. ერთ  დღეს მამა ლუკამ მრევლს გვამცნო, რომ იტალიაში, წმიდა ნიკოლოზის საფლავზე, წირვის ჩატარების ნებართვა გამოეთხოვა ქ. ბარში მოღვაწე  არქიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე).

თავის მრევლს მოგვიხმობდა სასწაულმოქმედის საფლავის მოსალოცად წინამძღვარი…მომდევნო კვირას ბილეთები დაჯავშნა და… ათასგვარი წინაღმდეგობები ზეწამოემართა  წმიდა ნაწილების მოსალოცად შემდგარ მრევლს.

“მე უთუოდ წავალ“!- თქვა მამა ლუკამ,- კვალში ჩავუდექით უმალ დანარჩენებიც. აქ მსწრაფლშემწე სასწაულმოქმედმაც არ დააყოვნა, უხილავი კვართი შემართა და ჩვენც მშვიდობიანად შევაბიჯეთ თვითმფრინავში.

საფრენ ბილიკთან, იტალიაში მომსახურე საქართველოს საელჩოს მიკროავტობუსითა და მსუბუქი მანქანებით გველოდნენ ფლორენციაში მომსახურე იღუმენი ანდრია (ლაცაბიძე) , მღვდელ-მონაზონი იოანე (ხელაია) და გიდი ეკატერინე კაჭარავა. თავდაპირველად Santa Maria Maggiare-ს ტაძარში მიგვიყვანეს. სამი მართლმადიდებელი მოძღვარი შეგვიძღვა მზის სხივებით ჩამოღვრილ ტაძარში. სამივე მონაზონი ერთი ტრაექტორიით მოძრაობდა.  ელვისსისწრაფით აღმოჩნდნენ თვალისმომჭრელ  და სულის დამატყვევებელად მანათობელ ოქროს აკვანთან, რომლის შუაგულშიც ბეთლემის ბაგის ნაწილები დაებრძანებინათ, სწორედ ის ფიცრები სადაც ღვთისმშობელმა ახლადშობილი ყრმა მიაწვინა. აკვანში მარტოხელა  მზის სხივი ჩაშვებულიყო და ფიცრების საოცარ ბრწყინვალებას ქარვისფრად შეეფერადებინა თვალსაწიერი. მუხლი მოვიყარეთ, დატყვევებულნი შევცქეროდით. ზოგს ლოცვის აღვლინება მოეხერხებინა ორიათასი წლის წინათ შობილი ქვეყნიერების მხსნელის თაყვანისსაცემად.

გიდის გამჭოლმა ხმამ შეგვახსენა , რომ გზა უნდა განგვეგრძო და ხელის გრძივი მოძრაობით გაგვიძღვა წინ მოზღვავებულ მნახველთა შორის. მზერა  კედლიდან თითქოსდა ამეტყველებულმა ხატმა მოგვწყვიტა. – “ ეს ლუკა მოციქულის მიერ დაწერილი პირველი სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატია “-გვიხსნიდა ქალბატონი ეკატერინე.-“ არ ვიცოდი ლუკა მოციქული ხატსაც თუ წერდა“ – ვიღაცის ნათქვამი მოწვდა ცნობიერებას…  სულიწმინდის მადლითაა შექმნილი გავიფიქრე, თვალს ვერ ვაცილებდი, ხატი “მეტყველებდა“!   თითქმის ძალის გამოყენება  ჭირდებოდა გიდს, რომ არ ჩამოვრჩენილიყავით, მხედრული ნაბიჯით დაგვატარებდა დროის სიმცირის გამო.  “წმიდა პრიქსიდას“ მივაშურეთ. ეკატერინე თხრობას განაგრძობდა:-  “Santa Prassede”, დიდებული ქალბატონი იყო, ქრისტიანების დევნისას თავის სახლში იფარავდა მათ, როდესაც შეიტყობდა ესა თუ ის ქრისტიანი აწამესო, იგი მივიდოდა იქ და წამებულის წმიდა ნაწილებს თავის სასახლეში მოაბრძანებდა. ქვედა სართულზე “Kriptash” სარკოფაგებში ორიათასსამას მოწამეთა ნაწილებია ჩასვენებული, მათ შორის წმიდა პრიქსიდასი. წარმოუდგენლად მიმაჩნდა ამდენი მოწამის ერთად მოლოცვა. ოდნავ შევეხე თითებით სარკოფაგს (ძვალთშესალაგს) და გავიფიქრე:

-“რა ბედნიერებაა ქრისტესათვის სიკვდილი“!  შემდგომ გვანახეს ძელი , რომელზეც მაცხოვარი იყო მიბმული გაროზგვისას. ძელი, რომელზეც აწამეს უფალი…  საუკუნეების მიღმიდან ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილე და მერმე მხილებული, სააშკარაოზე გამოტანილი მაცხოვრის ოფლით, ცრემლითა და სისხლით გაჟღენთილი ძელი… ყოველივე თვალწინ გაცოცხლდა, წამიერად გაიელვა გაროზგვის “სცენამ”  ენითაუწერელი ტკივილი დამეუფლა, ტიროდა მთელი ჩემი არსება.  ფოტოს გადაღებამ გამომტაცა ფიქრს. ფირზე აღიბეჭდა ეს წუთიც და წარსულს გააცოცხლებს დღეისამასიქით!

წმიდა პეტრე მოციქულის უბანში, ერთ რესტორანში მიგვიყვანეს, სადაც იტალიური სამზარეულოთი გაგვიმასპინძლდნენ. იმ წუთში კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ არ არსებობს მასზე უწინარესი ვიდრე  უფალი და მის სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანი. იჯდა ჩვენს წინ სამი მონაზონი, ჩვენ-მღელვარე და შთაბეჭდილებით “მოფრთხიალენი“ ისინი სიტყვაძუნწნი და მადლიერებით მომღიმარნი. მხოლოდ ერთი ფიქრი გვქონდა იმ დროს საერთო, ვგონებ: ვმადლობდით და ვადიდებდით უფალს ყველაფრისათვის!

შემდგომი მარშუტი ვატიკანი იყო! გზა მთავარანგელოზთა ციხისკენ, წმიდა პავლე და პეტრე მოციქულების ქანდაკებები შეგვიძღვება იმ უძველეს დროში, როდესაც ისინი იღვწოდნენ. პეტრე მოციქული- გასაღებით, ხოლო პავლე მოციქული-ხმლით ხელში. ხიდზე ანგელოზები დგანან ისეო ქრისტეს წამების იარაღით აღჭურვილნი:

I-ს- ტილო უჭირავს, რომლითაც სახე მოწმინდა ვერონიკამ;

II-ს- შოლტები;

III-ს-სამჭვალი;

IV-ს-კვართი კამათლებითურთ;

V-ს- ეკლის გვირგვინი;

VI-ს-ძელი;

VII-ს-ღრუბელი;

VIII-ს- შუბი;

S.P.Q.R. სენატი და ხალხი რომისა!

ბაზილიკა Pi San Pietro წმიდა პეტრე მოციქულის ტაძარი მის საფლავზეა აშენებული. გიდმა ყურადღება მიგვაქცევინა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, თუ რაოდენ მიწიერნი და მოკვდავნი ვართ ადამიანები,  რომ თვით რომის პაპებსაც კი, საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად, წმიდა პეტრეს ტაძრის გარე ფასადზე, ზედა მხარეს, ექვსი მეტრის სიმაღლის ასოებით აქვთ ქვაში გამოკვეთილი თავიანთი სახელები…

მცველები ფერად სამოსელში შემოსილი შვეიცარიელები არიან. არსებობს ვერსია, რომ მათ სიკვდილს გადაარჩინეს რომის პაპი და სწორედ ამიტომ მიენიჭათ მათ ვატიკანის დაცვის უფლება. ქანდაკებებივით უმოძრაოდ მყოფებს, ბადალი არ ყოლიათ დაცვაში.

“თქვენგან ხელმარცხნივ არის საკვამური, საიდანაც პაპის არჩევისას თეთრი კვამლი ამოდის“. – განაგრძობდა ეკატერინე.

ბრინჯაოს კარები ( ძველი ბაზილიკა)  იყო ცირკი, რომელიც გადაასწორეს და სანაცვლოდ მცირე ბაზილიკა ააგეს.

მიქელ ანჯელოს “დატირება“- გაიჟღერა ხმამ და… საოცრებას დავუწყე თვალიერება გულდასმით. “ ყველა ფოტო ტყუის ორიგინალთან“ – გავიფიქრე. მეტყველება დამეხშო. თითოეული კუნთი კრთოდა მაცხოვრის სხეულზე, ის ახლაც სუნთქავდა დედა ღვთისას კალთაზე მიწოლილი. შედევრი მიჩრდილავდა მზერას. სხვა განზომილებაში გარდავისახე…  “აქეთ მობრძანდით“- განაგრძობდა ჩვენი მასპინძელი-  “ეს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავია, ეს კი -წმიდა იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილების ლუსკუმა“.- მივეახლეთ, მოწიწებით ვემთხვიეთ უდიდესი წმიდა მამების ძვალთშესალაგებს…

“ ტრაპეზის ქვეშ პეტრე მოციქულის საფლავია, მარჯვნივ-გრიგოლ  დიოლოღოსის“…- განაგრძობდა ეკატერინე… თვალს უჭირდა ამდენი სიწმიდის და წმიდა ნაწილების აღქმა, მეხსიერებამდე მიტანა; გონებას კი-დამახსოვრება და ცნობიერებისათვის მიწოდება…

რაღაც ზებუნებრივი გვამოძრავებდა: საოცარი, არამიწიერი, ზეაღტაცებული… არ ვიცი საიდან მქონდა ეს ენერგია… დავფრინავდი, უფრო მეტის ნახვას და განცდას მოწადინებული. -“ ჩქარა“ -ვფიქრობდი – “მეტი მოვასწროთ“- აჩქარებით მიმავალთ  მხარდამხარ მივყვებოდი. დღესაც არ ვიცი რა ძალა დამაქროლებდა ასე, უფალი ხომ არა???

პანთეონში მივედით შემდგომ. წარმართული ტაძარი Marcuis Agrippa-მ (მარკუის აგრიპა) ააშენა, იმპერატორ აუგუსტოს სიძემ I საუკუნეში ჩვ. აღ-მდე (უფრო კონკრეტულად 27 წელს), შემდგომ რესტავრაცია გაუკეთდა იმპერატორ დომისიანეს დროს ( Domisianes და Traianes), ხოლო იმპერატორმა Adrianom (ადრიანო) თითქმის თავიდან ააშენა II საუკუნეში.  ეს პანთეონი იყო ყველა ღმერთების ტაძარი. მისი გუმბათი იდენტურია წმიდა პეტრეს ტაძრის გუმბათისა. VII საუკუნის დასაწისში იგი გადაკეთდა ქრისტიანულ ტაძრად, პაპის Bonifati ( ბონიფატი) VI საუკუნის დროს.  1870 წლიდან კი იტალიელი მეფეების განსასვენებელი გახდა. იქვეა დაკრძალული რაფაელიც!…

დიდი რაფაელის საფლავიც ვნახეთ და ფირზე აღვბეჭდეთ…  პირობა მივეცი საკუთარ თავს, რომ შემდგომში დიქტოფონით ჩავიწერდი ყოველს. ჩემი ფოტოგენური მეხსიერება განზე განმდგარიყო!… მოზღვავებული ემოციის ფონზე ინფორმაციის ზედმიწევნით დამახსოვრება აღარ ძალმიძდა. ქალბატონი დალის ნათქვამი გამახსენდა:- “ ჩემი გონება ისხლიტავდა“ …

მამებმა შეგვახსენეს, რომ ერთ საათში ჩვენი მატარებელი გადიოდა ბარის მიმართულებით და სადგურისაკენ უნდა დავძრულიყავით. გზად, ქალაქის ერთ -ერთ  პრესტიჟულ ხედს რომ ამშვენებს, “ Navona“- ს მოედანზე შევჩერდით. ულამაზესი ქანდაკებებით დახუნძლული ეს “ მდინარეების შადრევანი“ – ეკუთვნის  Gian Lorezo Bernin -ს  (გიან ლორენცო ბერნინი) , ხოლო ეკლესია – Pranzezco Borromin-ს (ფრანცესკო ბორომინი) ამ ორ დიდ მოქანდაკეს შორის იყო გამუდმებული შეჯიბრი ქალაქური ლეგენდის მიხედვით!…

სადგურზე მამები გამოგვეთხოვნენ და უზარმაზარი შთაბეჭდილებებით აღსავსენი მატარებელში ავედით. კუთვნილი ადგილებით შემოვიფარგლეთ და ვიდრე ნანახს გონების თვალს გადავავლებდი, გამცილებელმა ბილეთების შემოწმება დაიწყო. მამა ლუკა წამოდგა და ჩვენი ბილეთები წარუდგინა. ხმა ამოუღებლივ ვიჯექით ყველა. მოძღვარს ოდნავმა ღელვამ გადაურბინა სახეზე, მისი ერთ-ერთი სულიერი შვილი  ეს- ესაა ჩამოფრენილიყო რომში და ჩვენთან შეერთებას ლამობდა… მანქანით მოიჩქაროდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოგვისწრო. მატარებელმა სადგურს “ შეკივლა“ და დაიძრა… წინ ხუთი ვრცელი საათი გაზლაზნილიყო ჩვენსა და მოსალოც ქალაქს შორის.

წმიდა ნიკოლოზი ქრისტიანობიდან მესამე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა. ეს გახლდათ ქრისტიანობისათვის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი, ჟამი ქრისტიანობისა და კერპთთაყვანისმცემლობის გადამწყვეტი შებრძოლებისა.

წმიდა ნიკოლოზი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის ქ.პათრში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მისმა მშობლებმა თეოფანემ და ნონამ უფალს აღუთქვეს, თუ შვილი შეეძინებოდათ, მას შეწირავდნენ.  უფალმა მათ წმიდა ნიკოლოზი გამოუგზავნა. ჩვილმა პირველსავე დღეებში აჩვენა, რომ იგი უფლის განსაკუთრებული მსახურებისათის იყო განკუთვნილი. ნათლობის საიდუმლოების აღსრულების ჟამს, იგი დაუხმარებლად იდგა ემბაზში სამი საათი. “ ამ სამ საათიანი დგომით დიდებულმა ყრმამ წინასწარ გამოხატა თავისი მომავალი რწმენა ყოვლადწმიდა სამებაში, რომელსაც მთელი სიცოცხლე ერთგულად იცავდა“.  მან სიჭაბუკეშივე უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ღვთისმოსაობაში. იგი ყოველივე მიწიერს  მოწყვეტილი იყო და თავი ერთიანად ღვთის სამსახურისათის მიეძაღვნა. ქ. პათრის ეპისკოპოსი, წმიდა ნიკოლოზის ბიძა , თავადაც ნიკოლოზი, ხედავდა რა ძმისწულში ყველასგან გამორჩეულ ასკეტურ ცხოვრებასა და ღვთის მოშიშებას, იგი ხუცესად დაადგინა. წმიდა ნიკოლოზი უამრავ ქველოქმედებას ეწეოდა ჯერ დაფარულად,  შემდგომ კი ცხადად. მისი ლოცვა უფალთან მსწრაფლშესმენილი იყო.

ღვთისთვის სათნოყოფილი მალე მირონ ლუკიის არქიეპისკოპოსად დაადგინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია წმიდა ნიკოლოზის აღმსარებლობა დიოკლეტიანეს დევნილობისას, მისი თავგანწირული ზრუნვა სამწყსოზე; მისი მოშურნეობა მართლმადიდებლობის განმტკიცებასა და მწვალებლობათა აღმოფხვრაში. მისი მოშურნეობა არიოზის ერესის აღმოფხვრის საქმეში, მისი მონაწილეობა პირველ მსოფლიო კრებაზე. ( ნიკეაში – სამოცდახუთ წელს, რომელზეც სამასთვრამეტი ეპისკოპოსი  შეიკრიბა). იგი გამუდმებით ახდენდა სასწაულებს და ეხმარებოდა ხალხს. სასწაულებრივად იხსნა ქ. მირონი შიმშილისაგან; უდანაშაულო ადამიანებს იხსნიდა სიკვდილისაგან, მგზავრებს ეწეოდა; “ გზა აბნეულებს“  უფალთან მიუძღოდა; მშიერსა და უპოვარს  უწყალობებდა და ბრწყინავდა იგი თავისი სათნო ცხოვრებით მირონ -ლუკიაში,  ვითარცა განთიადის ვარსკვლავი შორის ღრუბელთა. ქრისტეს ეკლესიისათვის იგი იყო მზე გაბრწყინებული, რომელიც მას ამშვენებდა, ვითარცა შროშანი წყაროსთვალთან დანერგული, მისთვის იყო კეთილსურნელების მფრქვეველი მირონი…

მღვდელმთავარმა წმიდა ნიკლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და  მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში.

6 დეკემბერს მირონ-ლუკიის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს ღვთის დიდებული სათნომყოფელი.

ათას ოთხმოცდაშვიდ წელს ქ.ბარში მომსახურე ბერს ” ძილსა შინა”  გამოეცხადა წმიდა ნიკოლოზი და უბრძანა მას, რათა  “ქ. მირონიდან მისი ნაწილები იმ ქალაქში აღმოეყვანათ, რამეთუ უფლისათვის არ იყო სათნო, რომ იგი იმ უდაბნოში დარჩენილიყო“ .

ცხრა მაისს წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილები დროებითქ.ბარში, ბენედიქტელთა მონასტერში დაასვენეს ( იმავე ღამეს ორმოცდაშვიდი ადამიანი განკურნა სასწაულმოქმედმა წმიდანმა) შემდეგ კი, წმიდა ნიკოლოზის სახელზე აიგო ეკლესია, მისი წმიდა სხეული ძვირფასი თვლებით მორთულ ვერცხლის ლუსკუმაში ჩაასვენეს და წმიდა ნიკოლოზის ბრძანებით ტრაპეზის ქვეშ დადგეს ქვედა ეკლესიაში (1089 წ) , ხოლო ზედა სართულის ეკლესია მოგვიანებით, 1197 წელს , იკურთხა, სადაც ძველი ლუსკუმა დაასვენეს დიდი მღვდელთმთავრის მცირე ნაწილით, რომელიც მისი სხეულიდან აიღეს. იგი დღესაც აღავლენს უამრავ სასწაულებს და მასთან რწმენით მიახლოვებულს სიყვარულით უღებს გულის კარებს! ზოგიერთი ადგილობრივი დღეში სამჯერ სტუმრობს მას… აქვე შეხვდებით მუხლმოდრეკილ, აცრემლებულ ქართველებსაც…

აი ასეთი დიდი სასწაულმოქმედის ნაწილების მოსალოცად მივდიოდით რწმენითა და იმედით აღსავსენი… მატარებელი ქალაქ ბარის რკინიგზის სადგურში შევიდა და გაჩერდა. ბაქანზე ჩამოვედით და დამხვედრს დავუწყეთ თვალებით ძებნა… მალე არქიმანდრიტი მოსე გამოჩნდა, მარტო იყო, მხარზე ჩანთა ქონდა გადაკიდებული. ” აქედან ათი-თხუთმეტი წუთის სავალია, ფეხით, სასტუმრომდე” – გვითხრა და წინ გაგვიძღვა. თბილისის ძველ უბნებს წააგავდა მკრთლად განათებული ქალაქი, “ სოლოლაკი და ვორონცოვი“ წარმომიდგა თვალწინ, იტალიური ეზოებით, შესასვლელ კარებზე გამჭვირვალე ფარდა ჩამოფარებული… გულში სასიამოვნო სითბო ვიგრძენი- მონატრება!… სასტუმრო ლამაზ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდა ჩვენს ცნობიერებაში. ოცი წუთი მოგვცეს მოსაწესრიგებლად, მერე “ ხმათა უმრავლესობით მოპოვებულ“ რესტორანში უნდა წავსულიყავით სავახშმოდ… ნახევარ საათში სასტუმროს “ ვესტიბულში“ მოვიყარეთ თავი და ტაატით გავუყევით თითქოსდა ნაცნობ ქუჩებს. განთქმული იტალიური “პიცა“ და “ ტირამისუ“ მივირთვით და დასასვენებლად დავბრუნდით, “ ძალა უნდა მოგვეკრიბა“ მეორე დილისთვის… უდიდესი მოვლენა იყო ჩვენთის, იტალიის ქალაქ ბარში, წმიდა ნიკოლოზის საფლავზე წირვას აღავლენდა ორი არქიმანდრიტი… ღამე უსასრულოდ გაიზლაზნა, მიუხედავად დაღლილობისა, თვალი არ მომიხუჭავს. ძლივს გათენდა…

დილის ცხრა საათზე შევიკრიბეთ წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელიც ორი სართულისგან შედგებოდა. ქვედა სართულზე იყო წმიდა ნიკოლოზის საფლავი, გისოსებით გარშემორტყმული, ტრაპეზის ქვეშ. სასწალებრივი ნათელი იდგა ტაძარში… თითქოს დრო გაჩერებულიყო ჩემთვის… ჩვენი მრევლის გარდა, იქ მცხოვრები ქართველებიც მოსულიყვნენ, იტალიელებიც და ტურისტებიც. ეს უკანასკნელნი გაოცებით შეცქეროდნენ ორ მღვდელმსახურს… და ისმოდა არქიმანდრიტ ლუკას სულიდან ამომავალი ხმა „ დიდება შენდა, ღმერთო“!- გალობით ყვებოდა იგივეს არქიმანდრიტი მოსე… მე ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ ჩვენი მასპინძელი, დიდი მღვდელთმთავარი წმიდა ნიკოლოზი ღიმილით გვადევნებდა თვალ-ყურს, სიყვარულით ადევნებდა მათ ნათქვამ- ნაგალობებს და გვლოცავდა- ამინ!!!

ზიარების დრო მოახლოვდა.გისოსები, რომელიც წმიდა ნიკოლოზის ტრაპეზს ქონდა შემოვლებული გაგვიღეს.დაჩოქილები ველოდით ევქარისტული კანონის აღსრულებას… სულიდან ამომავალმა სიმძიმემ და სიხარულმა ცრემლებად პოვა გზა ჩემს ღაწვებზე.თავის შეკავება არც მიცდია.ატირებული მივეახლე ქრისტეს სისხლს და ხორცს… მამა მოსეს სტიქაროსანმა შოკოლადიანი პასკები და სიტკბოება მოგვაგება ახალ ნაზიარებლებს.წირვის დასასრულს საშუალება მოგვეცა წმიდანის საფლავთან მიახლების და თაყვანისცემის… სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ სტუმარ-მასპინძელმა სასწაულმოქმედის საფლავთან… დღესასწაული გვედგა ბარსელონიდან ჩასულ ემიგრანტებს…

წირვის დასრულების შემდეგ, ტაძრის შესასვლელში მდებარე საეკლესიო მაღაზიას მივაშურეთ და წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული სამახსოვრო სუვენირები შევიძინეთ.

ტაძრის შესასვლელში იდგა ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთელის მიერ შესრულბული წმიდა ნიკოლოზის ბრინჯაოს ძეგლი.სიამაყით აღვივსენით  ჩვენი თანამემამულის ხელოვნების ნიმუშის ხილვით.

მამა მოსემ იტალიური სამზარეულოს გასაცნობად ერთ-ერთ მისთვის მიღებულ ადგილას მიგვიყვანა, სადაც მათთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა კერძი დავაგურმანეთ.შემდეგ ქალაქის ქუჩებს მოვეფინეთ და ვათვალიერებდით საქართველოს მსგავს უბნებს, სახლებს, ძველ და ახალ ბარს. რამოდენიმე კაცი, ჩვენი ჯგუფიდან, წმიდა ნიკოლოზის საფლავზე დავბრუნდით კვლავ და დაუჯდომელიც წავიკითხეთ… იქვე, ჩვენსავით დაჩოქილნი კითხულობდნენ ლოცვანს სხვა ეროვნების მართლმადიდებელი ქრისტიანები..

საღამოს შვიდ საათზე ერთმანეთს შევხვდით კათედრალთან, სადაც დასვენებული იყო მოწამე ქალწულ-კოლუმბას უხრწნელი სხეული…საოცრად შთამბეჭდავი იყო, თითქოს ეძინა, არადა ქრისტესშობიდან მე-III საუკუნის შემდგომ, დრო-ჟამს ვერ შეეცვალა მშვენიერი წამებული.

იქიდან სასტუმროში დავბრუნდით.დილით ექვს საათზე მიკროავტობუსით უნდა წავსულიყავით იტალიის ქ. “ბრინდის”-ში, წმიდა თეოდორე ტირონის წმიდა ნაწილების მოსალოცად.წირვა უნდა აღევლინა ორ არქიმანდრიტს მისივე სახელობის ტაძარში.

გამთენიისას, ცივ და ქარიან ამინდში, მოგვიხდა ქ. ბარიდან გამგზავრება, გულდაწყვეტილნი ვემშვიდობებოდით წმიდა ნიკოლოზის ადგილსამყოფელს.ქ. ბრინდისამდე სამი-ოთხი საათის გზა გვქონდა გასავლელი.მიკროავტობუსს წინ მამა მოსეს  მანქანა მიუძღოდა.

მსურს რამოდენიმე წინადადება მოგითხროთ,თუ ვინ იყო წმინდა თეოდორე ტირონი.

პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა.იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა მხედარი იყო, („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს)  რომ უსჯულო მეფეებმა მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით ყვლა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოთხოვეს ცრუ ღმერთებისათვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. პოლკის სარდალმა- ბრინკამ, წმინდანს რამოდენიმე დღე მისცა მოსაფიქებლად.მან კი „ღმერთების დედის“-სიბილას ტაძარი გადაწვა. გამხეცებულმა მსაჯულმა თეოდორე საპყრობილეში ჩააგდებინა, რათა შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ. მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა:-  „გამხნევდი თეოდორე მე შენთან ვარ,  ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“!- თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო, რომელსაც ანგელოზთა დასის გალობაც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე დაინახეს თეთრებში შემოსილ ჭაბუკთა სიმრავლე , რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. კარი რომ გააღეს, თეოდორეს გარდა, სენაკში არავინ იყო. წარმართებმა მალე ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს მოწამე, შემდეგ უზარმაზარი კოცონი დაანთეს და ცეცხლში შეუშვეს. მან პირჯვარი გადაისახა და სულიწმინდის მადლით გაძლიერებულმა, ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთის მოსავმა ქალმა, ევსებიამ, სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და  თავის სახლში დაკრძალა.  შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს.წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ, უშჯულო მეფემ , იულიანე განდგომილმა ( 361-363) გადაწყვიტა ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდ მარხვის პირველი კვირის ყოველ დღეს, ბაზარში გასაყიდი სანოვაგისათვის, ნაკერპავი სისხლი, ესხურებინა. თეოდორე ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოსს ევდოქსის და უბრძანა, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და მხოლოდ კოლიო თაფლთან ერთად, მოხარშული ხორბალი ეჭამათ. ამ მოვლენების აღსანიშნავად ეკლესია, ყოველწლიურად დიდი მარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.
თეოდორე ტირონის სახელობის საკათედრო ტაძარი ზღვის სანაპიროდან ასი მეტრის მანძილზე მდებარეობს. დიდი , ლამაზი ტაძარი იყო. იანვრის ბოლო დღეები იდგა- ქრისტეშობის შემდგომი პერიოდი. ბეთლემში მაცხოვრის შობის ამსახველი ფიგურებით ქონდათ “დამშვენებული“ ეკლესია , მოგვები რომ ესტუმრნენ ახლადშობილ ქვეყნიერების მხსნელს თაყვანისსაცემად.
ერთ-ერთი კათოლიკე მღვდელი მოგვიახლოვდა, თბილად მოგვესალმა და გამათბობელი ჩაგვირთო. წირვამ საოცარად ამაღელვებლად ჩაიარა… ზიარების შემდგომ , წმიდა ნაწილებთან მოვიყარეთ მუხლი და სასოებით ვეამბორეთ ლუსკუმაში დაბრძანებულ ღვთისსათნოყოფილს… მამები მის შესახებ გვიამბობდნენ… შემდგომ რამდენიმე სამახსოვრო ფოტოთი შემოვიფარგლეთ და ტაძარი დავტოვეთ…
თავქვე დავეშვით, სანაპიროზე… ცივი ქარი შმაგად დაატარებდა ტალღებს ზღვაზე და დუჟმორეულს ანარცხებდა ნაპირს… იქვე მდებარე სანაყინეს ვესტუმრეთ, ნაქები იტალიური ნაყინის გასასინჯად. ცხელი ყავა და ჩაიც მივირთვით. გათოშილებს ნაყინზე უფრო მეტად მოგვესალბუნა… მგზავრობა განვაგრძეთ… რომამდე ექვსი საათის სავალი გზა გვქონდა გასავლელი. გული გვწყდებოდა.. საოცარი მოგზაურბა, დაუვიწყარი განცდებით აღსავსე სამი დღე იწურებოდა და ეს წუთები ისტორიას ჩაეკერებოდა…
მიკროავტობუსში სასიამოვნო სიურპრიზი გველოდა… ხუთ თებერვალს მამა ლუკას ბერად აღკვეციდან ათი წელი უსრულდებოდა, აქედან ხუთი წელი ჩვენთან ქონდა გატარებული- ბარსელნის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში…
მედავითნე ირინე (ირმა) სიხარულიძემ გადამღები მოიმარჯვა და სათითაოდ ჩამოგვართვა ინტერვიუ სპონტანური კითხვებით: უფალთან, ეკლესიასთან, მამა ლუკასთან მიმართებაში… ზოგიერთი ნახევრად მიძინებული მდგომარეობიდან სასწრაფოდ ერკვეოდა და ცდილობდა როგორმე მოეყარა თავი სათქმელისათვის, რათა გადმოეცათ, თუ რას განიცდიდნენ  სულიერი მწყემსის მიმართ… მრავალი რჩებოდა უთქმელი, “ ღელვას უდებდნენ ნიადაგად“. იდეა ექსტაზში შედიოდა, გახურდა, აზვირთდა და ისედაც სამი დღის განცდილმა ემოციამ ცრემლად იდინა ღაწვებზე… შემაჯამებელი სიტყვა წინამძღვარმა თქვა , დაგვლოცა და უფალთან ერთობა გვისურვა!…

“ თოვლი, ნახეთ როგორ თოვს!!!“ -წამოიძახა ვიღაცამ და ფანჯარას მივაპყარით თვალი. სწორედ ისე ბარდნიდა, როგორც საქართველოში იცის… მანქანა გავაჩერეთ, ნაჩქარევად ჩავირბინეთ სამი საფეხური და ფოტო გადავიღეთ:-

“ მხოლოდ წააგავს საქართველოს თოვლს“ – გავიფიქრე , “ ამას მოკიდება არ აქვს“… უკვალოდ ქრებოდნენ ძირს დაცემული ფანტელები. გზა განვაგრძეთ … მცირე ხნის შემდეგ ქ. რომში ჩავედით. მძღოლმა Giampio-ს აეროპორტში მიგვიყვანა. გაფრენამდე 2 საათი რჩებოდა… მოსაცდელში მდებარე კაფეს მივაკითხეთ. მოძღვარი გვიხმობდა:-

“ ჩემი ბავშვები ჩემთან“! -მეყსეულად მივეჭერით, წრე შემოვარტყით. ნანახის “რეზიუმე“ დაიწყო,თან ჩვენი მეხსიერების გადამოწმებას ახდენდა თანმიმდევრობით. აღმოჩნდა რომ მხოლოდ მისი გონება არ “ ისხლიტავდა“ , როგორც მოსალოდნელი იყო!
ზრაპრული წუთების რექვიემი კალთას იკრებდა, მკაცრ რეალობაში დასაბრუნებელი ნახტომის გასაკეთებლად ემზადებოდა. რას არ გავიღებდი, ეს სამი დღე უსასრულობად , რომ გარდასახულიყო!!! ( ალბათ, თითოეული ჩვენთაგანი ასე ფიქრობდა) ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა მამა ლუკა… წამით სიხარულმა გადაურბინა სახეზე… რამდენიმე წუთში ჩვენი ყოფილი მედავითნე გამოჩნდა- დერეფნის თავიდან ერთიანად გაბადრული, ჩქარი ნაბიჯით მომავალი… მოძღვარმა გულში ჩაიკრა, მოიკითხა და ბარსელონაში დაბრუნება სთხოვა. ფოტინე დუმდა… ( ჩანს პასუხს ორჭოფობდა) ემოციებმა იმძლავრეს და ცრემლა დაიტირა წარსული დღენი…
ჩაჯდომა გამოცხადდა… იტალიაში მომსახურე მამებმა დარეკეს, გზა მშვიდობისა გვისურვეს!…
ჯვარი გადასახა თვითმფრინავს აფრენამდე წინამძღვარმა. მყარმა რწმენამ დაისადგურა ჩემში… წუთიც და ჰაერს ვკვეთდით ზეაჭრილნი!
ეკიპაჟმა მშვიდობიანად მოახდინა დაჯდომა. ბარსელონაში ღამის თორმეტი საათი ხდებოდა. დამხვედრნი შემოგვეგებნენ… ერთბაშად შთაბეჭდილების “მოვარდნილმა ნიაღვარმა ამოხეთქა კვლავ“… წრე შეიკრა, მიუხედავად ქანცგაწყვეტისა, შინ წასვლას არავინ ლამობდა, მოძღვარს მივკედლებოდით.

-“ გაზაფხულზე იერუსალიმში წავიდეთ, წმიდა მიწის მოსალოცად“ -ბრძანა წინამძღვარმა და გაგვიღიმა…
გამოვემშვიდობეთ,დაგვლოცა: “ ტკბილი ძილი და კეთილი ანგელოზები გვისურვა“ და შინ წამოვედით…

იერუსალიმზე ვფიქრობდი, გამუდმებით.როგორ შემეცვალა “ფიქრსაწიერი“… ვინ იცის, რას “აიკვიატებდა ჩემი დაცემული ბუნება“ მამა ლუკა რომ არა…
მეექვსე წელია, რაც წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლის ცხოვრებით ცხოვრობს წინამძღვარი, ჩვენი სიხარულითა და მწმუხარებით, ჩვენი ტკივილითა და სევდით. ჩამოსვლისთანავე ბიბლიის შესწავლა დაგვაწყებინა, დაწვრილებითი განმარტებით, ოდნავ მოგვიანებით კატეხიზმოსა და ლიტურგიკის. უფალი გაგვაცნო და წარგვადგინა მასთან, ჭეშმარიტი გზა გვაჩვენა და შეგვაყენა, “ ხელჩაჭიდებულს დაგვატარებს დღესაც თითოეულს“… აქ წამოჭრილი ყოველი სულიერი და ყოფითი პრობლემების პირდაპირი თუ ირიბი მომგვარებელია, ზეციურ მამასავით ცხადლივ თუ დაფარულად შემწე და დამხმარე. დროის ნებისმიერ ინტერვალში მზად არის გვემსახუროს, შეგვეწიოს, სული მოგვიძღვნას, რათა შეამციროს დაშორიშორება უფალსა და ჩვენს შორის…
დიდება და მადლობა უფალს, ასეთი სულიერი მწყემსის მოვლინებისათვის!!!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გადღეგრძელოთ ჩვენდა საიმედოდ მამა ლუკა!!!

ბარსელონა

ლანა შიუკაშვილი

2012წ.

Advertisements

19 responses »

  1. sitkvebi ar mkopnis…ulamazesad agvixcere is 3dge rac iq ganicadet.,..iseti shegrdzneba mkonda mec iq vikavi da tkventan ertad viziarebdi kovelives…gmertma gimravlot eseti dgeebi da sul cin da cin gatarot…imedia mec shevuertdebi tkvens jgups da mec gavixareb tkventan ertad…madloba upals…:*:*

    პასუხი
  2. Chemo kargo megobaro,chemi suli sulmoutkmelad shtantkavda kvela ak daceril sitkvas,dgemde ver vacnobiereb tu me ert-ert codvils mergo metki am sicmindeebis molocva,am shtambechdavma cerilma kvlav shemicra suli da goneba,amistvis madloba upals,ugirsi girsi rom gamxada.
    Didi madloba chemo Lana am lamazi da mshvenieri cerilistvis, shen ertxel kidev momalocine is cminda adgilebi da amistvis gmadlob shenc,cere sanam kalami gichris…

    Sheni ketilis msurvelebi koveltvis…

    პასუხი
  3. madloba,rom mec ganmacdevine is sixaruli,rac tqven italiashi ganicadet! da uplis madlit kidev mravali aseti siwmindeebii ganaxott

    პასუხი
  4. მართლაც დაუვიწარი იყო ჩვენი „რომაული არდადეგები“, ყველაზე ხანგრძლივი სამი დღე –საუცხოო განცდებით და შთაბეჭლილებებით და ყველაზე ხანმოკლე–დროის სიმცირის გამო…მაგრამ უფლის წყალობით და წმინდა ნიკოლოზის შეწევნით, ძალიან ბევრი სიწმინდეები მოვილოცეთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ის, რომ წმინდა ნიკოლოზის და წმინდა თეოდორე ტირონელის ტაძრებში წირვა ქართულ ენაზე იქნა შესრულებული მამა ლუკას და მამა მოსეს მიერ და ჩვენ საშუალება მოგვეცა ამ დიდი წმინდანების წმინდა სამარხებთან მიგვეღო წმინდა ზიარება…მადლობა უფალს, მადლობა წმინდანებს ამ დიდი წყალობისთვის, მადლობა მამა ლუკას, იტალიაში მოღვაწე ქართველ მამაოებს– გაწეული მასპინძლობისათვის, მადლობა ჩვენი ექსპედიციის ყველა წევრს–ერთსლოვნებისათვის და მადლობა ქალბატონო ლანა–იმ დიდი სიხარულის და განცდების ასე დეტალურად და გრძნობით გახსენებისათვის…დიდი სურვილი მაქვს ჩვენი სამრევლოს ყველა წევრთან ერთად მოგველოცა მრავალი წმინდა ადგილები უცხოეთში და საქართვოშიც…უფალი გვფარავდეს!

    პასუხი
  5. ძალიან ვისიამოვნე ლანა… მეგონა მეც ვიყავი რომში… ძალიან ლამაზად წერ და აღწერ მოვლენებს… მოვიხიბლე))

    პასუხი
  6. Dzalian didi madloba,chemo kargebo,aseti tbili da lamazi sityvebisatvis!
    Usazgvrod madlieri var Uflisa da mama Lukasi, egzom diadi wyalobis momadlebisa gamo,rac zemot xsenebul sam dgeshi ganmacdevines da aw manatobel shuqurad abrwyinebs chems cnobierebas!!!
    Mabednierebs imis agqma,rom mokle droshi, win wmida miwaze molcva da fexis dadgma melodeba, winamdzgvris dapirebisamebr,momdevno “viziti” Ierusalimshia !!!!

    პასუხი
  7. mogesalmebit chemo sayvarelo megobrebo didi monatrebit. rogorc zemot agnishnes lana mec uertdebi da vetanxmebi, imas ro igrdznoba is didi gancda rac am sam dgeshi ganicadet, madloba imistvis, rom chvenc gagviziare shtabechdileba da didsulovneba am wminda adgilebisa, kidev ertxel gvarwmunebs yvelas rom upali yovel dge chventan aris.. me imeds vitoveb, rom aucileblat movaxerxeb shemdeg vizitze wasvlas (gamotoveba ubralod arsheidzleba) 🙂 da sheuertdebi chven modzgvartan mama lukastan da tqventan ertad im wminda adgilebis molocvas romelic suls dadzinebis da modunebis sashvalebas aradzlevs da ufro metic apxizlebs da brdzolis velze gasasvlelad migidzveba win gadzlierebuli rwmenit, es didi wyaloba da aseti madliani adgilebic xo adamianis gadzlierebas, gamopxizlebas uwyobs xels. rac sheexeba am temas samwuxaro ikneboda am dauviwyari dgeebis sxvagvarad mosmena..:) didi madloba lanas.

    პასუხი
  8. მრავალჯერ წაკითხული და არაერთხელ “ცრემლით დასველებული სული“… ეს ის გარემოებაა, როდესაც ამ თემის წაკითხვას ვუბრუნდები.
    ამბობენ: “თუ წიგნს, ერთი წაკითხვის შემდეგ ისევ მიუბრუნდი, მაშინ ჩავთვალოთ, რომ წიგნმა თავისი გასაკეთებელი გააკეთაო“. ალბათ არ ვაჭარბებ და ვიტყვი, რომ ამ თემამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე… სული მიკრთთის, როდესაც ვკითხულობ, იმ დაუვიწყარ ემოციებს,მადლს და უფლის წყალობას, რომელიც ჩვენი ეკლესიის მრევლს ხვდა წილად.

    ეს ყველაფერი კი ძალიან კარგად გადმოცა ლანამ, მადლობა მას, ასეთი ამაღელვებელი ნამუშევრისთვის!

    სიყვარულით, მარიამი

    პასუხი
  9. მარიამ გოგინაშვილი

    პირველ რიგში მინდა მათ მივულოცო, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება იმისა, რომ წმიდა ნიკოლოზის და წმიდა თეოდორე ტირონის ტაძრებში ეზიარა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს…..რაც შეეხება თემას, არაჩვეულებრივია…
    მე პირადად აღფრთოვანებული დავრჩი ყოველივეს წაკითხვის შემდეგ… მართლაც, რომ დაუვიწყარი სამი დღეა, რომელიც მთელს სიცოცხლეს აღემატება… ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი მადლით შემოსილი დღეები! 🙂 🙂

    პასუხი
  10. Laniko namdvilad sityvebi ar myopnis, shesanishnavad gadmogveci sheni shtabejdilebebi da grdznobebi, namdvilad rom udidesi madlia eseti wminda adgilebis molocva, shegewios mati madli, imedia mec momecema imis wyaloba rom odesme ertad shevdzlot eseti wminda adgilebis molocva.. gmertma gagadzlierot.
    Dzalian miyvarxar chemo kargo!! ♥♥♥

    პასუხი
  11. chemo lana, chemo dzvirpaso, sulit xorcamde shemdzra shenma cerilma, ise vtiri, rogorc bavshvi, usashvelod amaki da bednieri var, rom tkven chemi sulieri debi da dzmebi am didi bednierebis girsi gagxadat upalma, me esec mkopnis,es sixaruli, rac tkven ganicadet, es gvtis sachukari, visurvebdi rom kvela martlmadidebels sheegrdznos, ganecados, tumca me piradad, sheni ckalobit es shevdzeli, nacilobriv ra tkma unda, shemogevle, upalma daglocos da gagamravlos chemo kargo.

    პასუხი
  12. “auxdeneli ocnebebi” martlac rom ar arsebobs,da upro metic… uplis gzaze maval shvilebs,iseti bedniereba ecvevat xolme moulodnelad,ocnebasac rom ver bedaven masze.saocari grdznobebit gadmogvecit tqveni emociebi,rac amdeni cminda adgilis molocvit ganicadet da didi imedit shemoset chemi “imedis matarebeli”,romlitac modzgvartan ertad yvela ertad cavalt italiashi.
    didi madloba lana imistvis rom ase axlodan gvanaxe tqveni 3 dgiani bedniereba,romlis madlic mteli cxovreba gagyvebat:*gmerti shegeciot yvela ketil saqmeshi.aset agceril ambavs,mxolod sakutari tvalit nanaxi tu ajobebs:) imedi mec maqvs…..

    პასუხი
  13. დროის სიმცირის მიუხედავად წავიკითხე და კომენტარისკენ მიმიწევს გული, თითქოს თანამედროვე ქართველი პილიგრიმების ამბავს ვეცნობოდი. ბარმა განსაკუთრებით იმოქმედა, როგორც ქრისტესმიერ საყვარელი ძმა ელდარ ბუბულაშვილი სწერს, ქ. ბარში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ წმ. ნიკოლოზის ტაძრის აღდგენა თავიდან რუსებს დაევალათ, მაგრამ ღვთის მადლმა ეს საქმე საქართველოს ეკლესიას მიანდო. მირონ ლუკიის ეპისკოპოსის ერთერთი წმინდა ნაწილი, წვივი თუ არ ვცდები, ამჟამად ჩვენი ეკლესიის სიწმიდეთა შორისაა. იმ დიდ მადლში სადაც ტრიალებ, დიდი სინათლე იკითხება და ჩანს კიდეც ნაწერში. მადლობა საქართველოს საელჩოს იტალიაში, რომელმაც იზრუნა და მხარი დაგვიჭირა ამ კეთილ საქმეში. მადლობა მშფოთვარე ბავშვებს, ზიარების შემდეგ პასკითა და შოკოლადით, ასევე პიცითა და ტირამისუთი, უშფოთველი და ერთი ტრაექტორიით მოძრავი სამი მონაზონის გვერდით. უფალი მოგივლენთ თავის ანგელოსებს, რათა დაგიცვათ სიიწროისა და წინააღმდეგობათაგან. გისურვებთ წარმატებებს, იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე, მოიხსენიეთ თქვენს ლოცვებში მონა ღვთისა დავითი, რათა ვიცხოვრო ისე, რომ არ დამჭირდეს უკვდავების ექვსმეტრიანი საშუალება.:)

    პასუხი
  14. Davit,genacvale,dzalian gamaxara shenma komentarma…
    Rarig gazdevs shens sulidan amomaval sityvebs meufe Abraamis “scavlebani”…,xolo kalams,didi Grigol Robaqidzis geni da nichi!!!!
    Maxarebs, rom mogecona…
    Rac sheexeba ukvdavebis exvs metrian sashualebas,- es ar gemuqreba….gana sheni shemoqmedeba mraval enaze ar aris ukve natargmanebi??? Danarcheni girsebebis chamotvlisgan aq tavs shevikaveb…
    Miyvarxar da meamayebi dzalum!!!!

    პასუხი
  15. ლანა შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარებოდა მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის ნიჭი, რომელიც ამ თხრობას უძღვის წინ. დიდი საქმე გაგიკეთებიათ, რომ ღვთის შეწევნით მოილოცეთ ეს წმინდა ადგილები. კარგია, რომ შეძელი ასე დეტალურად გადმოგეცა ყოველი ჟამი ამ მომლოცველობისა. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ვინც დღემდე მოგვიტანა ეკლესიის ისტორია, საღვთო სწავლება, თავის დროზე შენნაირი უბრალო და ღვთისმოყვარე ადამიანები იყვნენ. კარგი იქნება თუ ამ ტრადიციას, ვგულისხმობ დასავლეთ ევროპის ეპარქიის, ან თუნდაც თქვენი სამრევლოს მატიანეს შექმნით, რადგანაც ესეც ხომ ისტორიაა და მორწმუნე ერის ცხოვრების გარკვეული მონაკვეთის აღწერაა, რაც ვფიქრობ ძალზედ მნიშვნელოვანია.
    ლანა გისურვებ სულიერ წარმატებებს და შენს საოცარ მოძღვართან ერთად ყველაფერ იმას, რაც თქვენთვის უფალმა ინებოს!

    პასუხი
  16. Davit dzirfaso,gamaxara shenma komentarma…Tqveni “rangis”,tan sashinlad moucleli pirovnebis mier aseti magali shefaseba,chemtvis friad sapasuxismgeblo da amagelvebelia!!!
    Rac sheexeba samrevlos matianes,igi samrevlos sheqmnis dgidan arsebobs,chvenma winamdzgvarma chamosvlistanave daiwyo “Samrevlos Matiane-“s chawera,romlis xilvac male gaxdeba xelmisawvdomi dainteresebul pirtatvis,chveni saitis meshveobit!!!
    Shen sworad shenishne Davit,mama Luka martlac gamorcheuli sulieri mwyemsia,romelic dge da gam igwvis,rata shegvacnobinos” gzani Uflisani”,mis siyvaruls gvaziaros da pirnatlad wargvadginos mama Gmertis winashe!!!
    Aw ukve”Uflis nakvaleb bilikebs chagvayena kvalshi”!!!
    Chemi sulieri dgeebis aglumi “amirbarobs”,tqvenac gisurvebdit igive gangecadot!!!

    პასუხი
  17. chemi takis da ninikos dediko ulamazesi adamiani rogorc garegnulad aseve sulit! me bednieri var rom gagicanit da tqveni saxit chevizine axali megobari romlisganac ukve mjera da mcams uamrav rames viscavli! didi madloba tqven aseti saintereso da shinaarsiani monatxrobistvis ! znelia es yovelive caikitxo da ar igrzno ar ganicado… aq gadmocemulia tqveni damokidebuleba rcmenastan ,tqveni sulieri sizliere da cxovrebiseuli gza , gza cheshmaritebisa
    pativiscema sarcmunoebisa da survili upaltan siaxlovis! gmerto neta yvelas sheezlos ese cxovreba … me tqven gacilebit adre gagicanit mashin roca takom camakitxa tqveni cerili mistvis dacerili .. es iseti amagelvebeli iyo maxsovs mashin tavi ver shevikave da vitire … tqven girseuli mshobeli da deda xart! me vamayob tqvennairi qalbatonit ! dae gmertma gvimravlos tqvennairebi! shegeciot cminda nikolozis zala da madli ! amin

    პასუხი
  18. chemo dzvirfaso lana,sheni tema ukve meored gadavikitxe da albat kidev bevrjer gamichndeba survili misi stakitxvisa.temac iseti emociuri da shtabechdilebebit agsavsea rogorc sheni pirovneba.gmadlob chemo lana,aseti dadebiti emociisatvis.gmertma gagadzlieros!barbare abashidze

    პასუხი
  19. gaixare lana…chveni samrevlos jamtagmcerelo…uamravjer cavikitxe da zlivs davrcmundi,rom mec erterti piligrimi var am arachveulebrivi mogzaurobisa…tkvenma arachveulebrivma monatxrobma damarcmuna mis realurobashi da damanaxa tu rarig ganze gamdgariko chemi gonebac…madloba ufals kvelafrisatvis…madloba chvens mier molocvil kvela cmindans…da udidesi madloba chvens ”mckems ketils” mama lukas im bednieri dgeebistvis…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: