RSS Feed

“ღმერთის წყალობით სულყველაფერი კარგად იქნება”

დიდი ხანია ვგეგმავდით, ბარსელონის წმინდა ნინოს სახლობის ტაძარში შობის შხვედრას, როდესაც ჩვენ პირველად ჩავედით ბარსელონაში ძალიან თოვდა, სამი საათის სავალი გზა გაიწელა და შვიდი საათი მოვუნდით. ამ ხნის განვმალობაში ჩვენ არც ერთი წამით არ გვიფიქრია უკან დაბრუნებაზე, რადგან წინ უდიდესი სიხართული გველოდებოდა. იქ ხომ ყველა იმ მიზნით ვიქნებოდით რომ ჩვენი ქრისტეს შობა გვეხარა და ერთმანეთისათვის სიხართული გაგვეზიარებინა. იმედი გვქონდა, რომ უფალი შეგვეწეოდა და მშვიდობით ჩაგვიყვანდა ბარსელონამდე.
ჩვენთან საფრანგეთში, მამა ლუკას პირველი სტუმრობა მახსოვს. იგი მარტო არ ჩამობრძანებულა მას თან ახლდა მამა პიროსი. ჩვენთვის ეს ორმაგი სიხარული იყო.
ჩემმა პატარა ძმამ და ბიძაშვილმა ჟრიამულით მამაოები ასე მოიხსენიეს :” ღმერთები ჩამოვიდნენო, ღმერთები ჩამოვიდნენო !!! “, ბავშვები, მამაოების სითბოსა და სიყვარულს ღმერთთან აიგივებდნენ.
მამა ლუკა ხშირად ჩამოდის ჩვენთან, ყოველი მისი ჩამოსვლა ჩვენს ოჯახში დღესასწაულად ითვლება.ყოველ ქადაგებას გულისყურით ვუსმენთ. მის სიტყვებში ჩემი თავი ბევრჯერ შემიცნია და მიტირია. მისი ყოველი ქადაგება იმით სრულდება, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, რადგან ჩვენი ფესვები იქაა სადაც ფეხი და ენა ავიდგით, ჩვენი მახსოვრობაც სამშობლოდან იწყება.
ასე მგონია ქართველ ერს რომ სიყვარული გააჩნია თავის სამშობლოს მიმართ, ისეთი სიყვარული და მონატრება არცერთ ერს არ გააჩნია.
ჩვენ სადაც ეხლა ვიმყოფებით, ძალიან გავს საქართველოს. ჩვენ ამით გულს ვიმშვიდებთ და ყველაფერს საქართველოს ვუახლოვებთ. ეს ყველაფერი ნოსტალგიასთან გვაკავშირებს, რაოდენ ბედნიერი არ უნდა იყოს ქართველი სხვა ქვეყანაში, ის ბოლომდე მაინც ვერ გაიხარებს, რადგან ადამიანის სულიერი სიმშვიდე-ჰარმონია, სამშობლოს გარეშე შეუძლებელია და წარმოუდგენელი.
მთელი ჩემი პატარაობა აქ გავატარე, აქ გავიზარდე. ათი წელი ძალიან მალე გავიდა. ამ წლების განმალობაში მე და ჩემმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, უბინაობა, გაჭირვება – როგორც მატერიალური ასევე სულიერი…
ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ უსახლკაროდ, საავადმყოფოდან ახალი გამოწერილი, ჩემს მშობლებთან ერთად ღამე-მანქანაში გაგვითენებია. ჯერ კიდევ პატარას ძალიან ბევრი ტანჯვა მინახავს – რასაც არავის არ ვუსურვებ. მე ჩემი ბავშვობა სწორედ აქ დავკარგე, ამ ყველაფერს კი ახლა ვათვითცნობიერებ, მაგრამ დღეს-დღეობით არ ვნანობ რომ აქ ვარ, ამ სიშორით მე ჩემი სამშობლოს სიყვარული სულ სხვანაირად შევისწავლე. ჩემს ოჯახში ქართული პატრიოტიზმი უპირველესია, ჩემი მშობლები ყოველთვის “ქართულად” მზრდიდნენ და ასე იქნება მარად, უუნითი უუნისამდე! ამინ.

საფრანგეთი
მარიამ სეხნიაშვილი
2012წ

Advertisements

6 responses »

  1. რაღაც ძალიან, ძალიან კარგი მინდა გითხრა და შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ… ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთშიც კითხულობენ ივერიონს… კეთილი იყოს შენი ფეხი აქ… იმედია ჩვენს განუყოფელ ნაწილად იქცევი… ********************

    პასუხი
  2. Grma da Saintereso chanaxatia…

    didi sikvarulit Geno da Maia

    პასუხი
  3. Mari,dzalian kargia,ase gaagrdzele,sul cin da cin!!! Uzarmazari,lamazi da mosiyvarule guli gaqvs!!!
    Aki shemtxvevit ar xar rcheuli?!?!?!
    Sulmoutqmelad veli aset sasiamovno temebs shengan!!!
    Gmerts ebarebode!!!!

    პასუხი
  4. მარიამ, ალბათ უსიტყვოდ იცი ჩემი შეფასება…. მიხარია, რომ ეს თემა ატვირთამდე ცნობილი იყო ჩემთვის… წარმატებებს გისურვებ და გეხუტები ბევრს!!!

    მარიამი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: