RSS Feed

ვახაროთ ყველას ცოცხალი ღმერთი

ცის სიხარული გავიზიაროთ

რასაც ვერ შექმნის ვერცერთი ხელი

გოლგოთისაკენ გზა ვიმზიანოთ

და ვინუგეშოთ ჩვენ სულის ხედი.

კარი გავაღოთ გულისა ღვთისთვის

ყველას ვახაროთ სიკეთის ძალით,

რომ სიყვარული მტრისთვის და ძმისთვის

ქრისტიანისთვის არ არის წამით.

რომ სიარული ეკლიან გზაზე

უფრო გვიმტკიცებს ნაბიჯებს ფეხის,

რომ სიხარული მეტი გვაქვს სხვაზე

ვინც ია-ვარდის ბილიკებს ეტრფის.

ვანუგეშოთ და ვახაროთ ყველას,

რომ ღმერთი არის, ცოცხალი მარად,

რომ ქრისტე ცეცხლში მეომრებს გვჭედავს

და წინ მიგვიძღვის ბრძოლაში თავად.

თავისუფლება ღმერთშია მხოლოდ

და რომ ის არის მიზეზი შვების,

რომ ის ითვლება საწყისად, ბოლოდ

და რომ დიდება მხოლოდ მას შვენის.

და ჩვენს თვალებსაც ცრემლი თუ დასდის

ეს სინანულის ცრემლია წმინდა

დრო რომ დაგვიდგა დაცემის,ვარდნის

კვლავ სიხარულით ღვთისკენ, რომ გვინდა.

ვახაროთ ყველას რაც ძვირფასია

რისთვისაც გვიღირს ტანჯვაც, წამებაც,

რომ ჩვენი რწმენა ხმალზე ბასრია

ბრძოლაში,რომ გვსურს გარდაცვალებაც.

და რომ დავტოვეთ ამსოფლად კვალი

წინაპრის სულებს ვახაროთ იქაც,

რომ მოვიხადეთ ჩვენ წმინდა ვალი

და სიხარულით მიგვიღებს მიწაც.

ვახაროთ ყველას ცოცხალი ღმერთი,

რომ ის აქ არის ჩვენს გულში მარად,

რომ სიმართლეა ის ერთადერთი,

რომ სიყვარული იგია თავად.

„უძღები შვილი“

ბარსელონა

17.02.2012.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: