RSS Feed

უსულოდ წავალ

მე როცა წავალ, სულ პატარა სევდას დავტოვებ.
ჩემს ცხოვრების გზას მოიგონებ, სწორ ხაზზე ნავალს.
მაგრამ იცოდე არასოდეს არ მიგატოვებ,
შენთან დავრჩები სამუდამოდ, უსულოდ წავალ.
ერთი გახსოვდეს, შენი პულსით ფეთქავს სამყარო,
ლექსის წერასაც მაგ თვალების სითბო მაძალებს,
როცა მოვკვდები ცრემლის წვიმა არ დამაყარო,
შენი ტირილი კარგად იცი, როგორ მაწამებს.
მაგრამ ჯერ ვცოცხლობ, უფლის ნებით ვრითმავ სტრიქონებს,
მასვე მადლობა ერთ უღელში შეგვყარა რადგან,
შენში მე ჩემი სხვა სამყარო გამოვიგონე,
მჩველად მიდგახარ, გამოღებულ სიკვდილის კართან…
…..და ყოველ დილით ჩამჩურჩულებ, “მე შენ მიყვარხარ!”

ლიპო  ლიპარტელიანი

21.02.12

ბარსელონა

Advertisements

3 responses »

  1. როგორ მომეწონა.. სულში ჩამწვდა… უძლიერესია.. გაიხარე ლიპო… კიდევ გაგვათამამე ასეთ მრავლისმეტყველი ლექსებით.. უფალმა გაგაძლიეროს.. (სოფია)

    პასუხი
  2. ase mxolod sisi grznobis adamianebi mgerian ,didi sikvarulit da sitboti gamtbari poetebi.magram uigbloni.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: