RSS Feed

ძვირფასო მამავ

გულში მივიღებ ტკივილს, წმინდა კაცისთვის რგებულს,

როცა  წაიღეს ჩემი ჯაჭვი, შვება მოვიდა,

მე ვერ შევძელი შეხიდება ამ მძიმე ტვირთში,

ვერც სანუგეშო სიტყვას ვუთვლი ასე შორიდან.

ძვირფასო მამავ, მომიტევეთ ჩემი ცოდვები,

ახლა, როდესაც თქვენს ტკივილს ვგძნობ, უფრო ცხადია,

რამხელა ტკივილს ვაყენებდით თურმე ერთმანეთს,

როგორ ვფანტავდით სიცოცხლეებს თითო წამიანს.

ნუგეშო სულის და სინათლის მომტანო ბნელში,

ცოდვილმა შვილმა როგორ პოვოს მართალი სიტყვა,

გაწამებულმა სასწაულით გიპოვეთ თითქოს,

თავად მზე ნეტავ რით გაგათბოთ, რა უნდა გითხრათ…

არა მაქვს მზერა შესაფერი, ვერც სათქმელს ვმართავ,

ვერც დასასაყრდენად შეგექმნებით, შავი მაქვს სული.

თავად იმდენი ცოდვა ვიდე საკუთარ თავზე,

სიტყვა გავბედო, უეჭველად ვიქნები ურცხვი…

ნუ დაივიწყებთ, ათასობით სულის ხართ მწყემსი

და ათასივეს მზერა თქვენსკენ მომართულია,

როგორც აქამდე, მაგალითად დაგვირჩით შეგთხოვთ,

ამ შვილებიდან ყველა თქვენი მოყვარულია…

ძვირფასო მამავ, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას,

მონაწილე ვარ იმ ტკივილის, გულით რომ დაგაქვთ,

ვიცი, გაუძლებთ ამ განსაცდელს, დიდი გაქვთ სული,

გზას აპოვნინებთ გადაჩენის ჩემგვარად მრავალს….

25.02.12

ნინია

Advertisements

11 responses »

  1. Gaixare Ninia,vuertdebi shens mowodebas!!!! Chven udzlieresi sulieri mwyemsi gvyavs!!! Mwams,rom is yvelafer amas,udidesi sulismieri simtkicit gadaitans da kvlav daubrundeba tavis samwyoss,rata suli miudzgvnas mat da pirnatlad wargvadginos uflis winashe!!!!
    Gmertma daglocot da gagadzlierot mama Luka chvenda saimedod!!!!!

    პასუხი
  2. კარგი გული გაქვს, ნინია!

    პასუხი
  3. getkoba meore suntqva gagexsna. kochag!!!

    პასუხი
  4. dzali kargia,dzalian–sitkvebi ar mkofnis,ar minda gadavacharbo,magram es ukve poeziis shedevria …..carmatebebs gisurveb¡

    პასუხი
  5. saqebar sityvebs tavs vegar vuyri ulamazesi leqsiaaaaaaaaaaa

    პასუხი
  6. kai gogo xar shen :*:*:*

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: