განსაცდელები, სხვათა ფონზე

ზუსტად ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ვიგრძენი თავი დამნაშავედ,  როდესაც უფალს ჩემი განსაცდელების გამო ვსაყვედურობდი. პირდაპირ არ გაიგოთ საყვედური, უბრალოდ ამას ჩემს მიერ დასმული კითხვა “რატომ”-ით გამოვხატავდი და  ისე მოურიდებლად, რომ ადრე მოსმენილი ქადაგებებისა თუ წაკითხულის ფონზე, ვერც კი ვხვდებოდი, რომ ამით მეტ განსაცდელს ვიქადდი, მაგრამ ვინ თუ არა უფალი, რომელიც  თავისი შვილების მიმართ  განუსაზღვრელი სიყვარულის გრძნობით არის აღსავსე, კიდევ ერთხელ მრავალთაგან შემაცნობინა, თვალწინ ღიად ყოველგვარი შელამაზების გარეშე დამანახა სხვათა გასაჭირი, განსაცდელები თუ მდგომარეობა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი , არ ვარ ერთადერთი,  ვისაც განსაცდელი დასტყდომია თავს და არც ყველაზე უსუსური და საბრალო, რადგან არსებობენ ჩემზე მეტად გაჭირვებულნი, რომელნიც ღვთის იმედით, რწემნითა და სიყვარულით უძლებენ ცხოვრების ყველა სიავეს, თუ ამ შემთხვევაში სულის ხსნასაც კი.

ერთი კვირის მანძილზე იმდენად შემეცოდა ჩემი თავი, რამის სხვებსაც მოვთხოვე ჩემდამი  მეტი თანაგრძნობა გამოეჩინათ და  ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ განცდებში… გუშინდელ დღემდე. გუშინ კი ისეთი ფაქტის წინაშე დავდექი, რომ არ შემეძლო იმ ფაქტის წინ, ჩემი გაჭირვება დამეყენებინა, მივხვდი იმას, რომ ჩემი ცხოვრების ჯვარი გაცილებით პატარა და მსუბუქია თუნდაც ერთი, ჩემზე გაცილებით მცირე წლოვანების  “ქუჩის შვილისა” და ასე შემდეგ… გუშინ თვალახელილმა, დღეს თვალების მოდუნებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემს წინ მაგალითების სია  გადამეშალა…

მე ვარ ადამიანი, გარშემომყოფების სიყვარულით გათამამებული, ვცხოვრობ სხვასავით ნორმალურად და ჩემსავით კარგად, არ მიპყრობს ფიქრი  ყოველდღიურად საკვების მოპოვებაზე, ღამით არ მაწუხებს კოშმარები, არ ვნატრობ სითბოსა და ერთ ულუფა ცხელ წვნიანს, რადგან არც სიცივე მაწუხებს და არც ცხელ წვნიანზე ფიქრი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დაუმსახურებლად მაქვს. ყველაფერი ამის შემდეგ , ჩემი შეხედულებით დიდი უმადური ვინმე ვყოფილვარ, რადგან არსებობენ მილიონობით ბავშვები, რომლებიც ამ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთს, ან ორს ნატრულობენ, მაგრამ არ აქვთ…

ჩემთვის გაუგებარია რას გრძნობენ ისინი, მე მხოლოდ მაწუხებს ჩემი ,,კაპრიზების,, შეუსრულებლობა და მხოლოდ ამის გამო ვსაყვედურობ უფალს…

არ ვიცი, ვინ როგორ გაიგებს ჩემს პოზიციას და ვიმედოვნებ, რომ ბევრისთვის გაუგებარიც კი იყოს…

ბარსელონა

მარიამ კობერიძე

2012წ

ერთი კომენტარი »

  1. dzalian magaria marii maladec exla ukve tamamad sheidzleba itqvas rom dzalian dzlieri xar me mjera sheniii

    პასუხი
  2. გაიხარე არჩილ, არ ვიცი რა გითხრა თუ შენ, ჩემში სიძლიერეს ხედავ, მაშინ ვმადლობ უფალს, რომ ჩემს თავზე ძლიერი და სხვებზე სუსტი აღმოვჩნდი… რადგან ვგონებ, ჯერ კიდევ ბევრი მიკლია სიძლიერემდე!!!

    მარიამი

    პასუხი
  3. Dzalian kargia,genacvale… mit ufro,rom ase kritikulad uyureb sakutar”mes”-es ki ukve bevrs nishnavs!!! Arada iseti kargi da sayvareli xar!!!
    Gmertma mogces:”Maradis sakutar tavze magla”-myofoba!!!

    პასუხი
  4. გაიხარეე ლანა, უფალმა გისმინოს!!

    სიყვარულით
    მარიამი

    პასუხი

დატოვე კომენტარი