RSS Feed

სიცივე

სულში შემეყინა მთელი ეპიზოდი ,

იქნებ არასოდეს აღარ განმეორდეს

მე კი, გულის ფეთქვას ისევ ვზეიმობდი

თუმცა ამ ცივ გრძნობას ისიც არ მიახლებს,

და ამ მკაცრი ზამთრის, შიშველ ხეებს ვანდობ

ყველა გრძნობის თბილად, თოვლში შეფარებას,

რაც კი ითქვა უკვე, ისევ ახლად ვამბობ

ფიქრით სავსეს, ვხვდები გრძნობა მეპარება…

უხვად დათოვლილი სიტყვაც უკვე ითქვა,

ქარში გახვეული მწარე რეალობის,

ვგრძნობ რომ, გულში ჩუმად მთვარე შემპარვია

მე კი, მიმალულად ამას ვზეიმობდი

დრომაც გადატეხა მსგავსი წარსული და

ახლა მხოლოდ აწყმყოს სურვილს შეუპყრია,

მომავლისთვის ვგონებ, თავის თავსაც დათმობს

თუ კი, სინამდვილეს ფიქრიც შეურია…

ისევ ვიწყებ ახლად, სული გაყინულა

სითბოს მოლოდინში მარტო დასეირნობს,

მე კი, ამ სიცივემ სიტყვა განმიახლა

ეს გული კი ისევ თავთან მუსაიფობს…

მარიამ კობერიძე

2011წ

Advertisements

2 responses »

  1. Dzalian kargia,Mariam..Gvtis cyalobas da uzarmazar carmatebebs gisurveb!!!!!!

    პასუხი
  2. გაიხარე ლანა, თქვენთან ერთად ღვთის წყალობაც და წარმატებებიც…

    სიყვარულით, მარიამი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: