RSS Feed

ჩემს თავს

როგორ დამღალა ყოფნამ უძღებად
გულში ჩასახლდა ქურდი და მრუში
ყველაფრით დავტკბი დროის უკლებად
ცოდვის წუმპე დგას თვალში და ყურში.

გარშემო მხოლოდ ბნელი მარტყია
ჩემს თავს დახტიან დემონთა ხროვა
ამ ჭრელ სამოსზე ლორწოდ მაცხია
რაც დამანთხია ეშმაკმა გროვად.

ეს რად ვიქეცი სადა ვარ ახლა
საზრდელად ვნატრობ ლაფსა და მიწას
თითქოს და ღამის კოშმარი ახდა
და ჯოჯოხეთის დროება მიდგას.

როგორ დავკარგე სამოსი წმინდ

როგორ დამაჭჯნო უწყლობამ მიკვირს

როცა გარშემო ქუხდა და წვიმდა

იმედს კი ისევ ლოთობა მიცლის.

რამ დამიბნელა თვალი და გული
ან რას ვეძებდი უკეთესს ქვეყნად
ის სიყვარული რაც მქონდა სრული
რატომ ვაქციე ტანჯვად და ცრემლად .

ვინ დამაბრუნებს წიაღში მამის
ვინ დაინახოს ეს ჩემი გლოვა
ლეშად ვიქეცი ცოცხალი ლამის
უნდა ვაწვდინო მამის გულს თხოვნა.

იქნებ მიმიღოს, იქნებ დამინდოს
იქნებ გაიგოს შემცდარი შვილის
ვთხოვ სინანული რომ არ დამიგმოს
კვლავაც შემინდოს, შემცოდეს შვიდგზის.

ბარსელონა
12.02.2012
“უძღები შვილი”

Advertisements

5 responses »

  1. dzalian momwons tqveni leqsebi, tqveni ucnoboba ki mat upro sainteresos xdis… tqvens nashromebs saprangetshic vkitxulobt, imedia ar shewyvett weras da kidev bevrs saintereso leqsebs da temebs shemogvtavazebt. gmadlobt.

    პასუხი
  2. Shesanishnavia,ulamazesi leqsia!!! Gmertma gagaxarot!!!!

    პასუხი
  3. ვინ დამაბრუნებს წიაღში მამის
    ვინ დაინახოს ეს ჩემი გლოვა
    ლეშად ვიქეცი ცოცხალი ლამის
    უნდა ვაწვდინო მამის გულს თხოვნა.

    იქნებ მიმიღოს, იქნებ დამინდოს
    იქნებ გაიგოს შემცდარი შვილის
    ვთხოვ სინანული რომ არ დამიგმოს
    კვლავაც შემინდოს, შემცოდეს შვიდგზის…..

    dzalain magari sityvebiaa chemi tavi davinaxe am leqsshi : ((((( “უძღები შვილი” << gagadzlieros upalmaa

    პასუხი
  4. imdenad kargebi imdenad lamazi da cminda sulis adamianebi xart, rom titqmis ugirsad vtvli tavs imisatvisac ki komentari dagitovot, ,,udzgebi shvili” ki echvic ki ar mepareba, imdenad axlosaa upaltan da imdenad dzlieri, imdenad tavmdabali, sastiki sakutari tavis mimart, rom mis cinashe qeds movixridi da muxlebze dachoqili vetyodi madloba rom tkven arsebobt, da magalits gvadzlevt, chven ampartavnebs amayebs da codvis shvilebs , vagiarot pirvel rigshi chveni tavis cinashe , rom codvilebi vart da ar vimartlot tavi , viscavlot bodishis moxda da vapatio. gmadlobt rom gamochndit da dagvenaxet. am blogze chven shegvidzlia mteli nagrovebi dardi , cremli da tkivili amovyarot vijdet tkventan ertad tundac ramodenime cuti da vitirot , me piradad rasac vaketeb sul vtiri, imitom rom titoeuli lexsi titoeuli imdenad gulidan amosuli, imdenad yvelastvis nacnobi dardi da tkivilia, ar sheidzleba gulgrili darches vinme tkventan yopnis mere, gtxovt dagvexmaret yvelas mogvecit sulieri sazrdoo, chven es dzalian gvchirdeba. agvatiret , ise rogorc xatebis cinashe gvitiria martod darchenilebs muxlze dachoqilebs. gmadlobt am yvelafristvis

    პასუხი
  5. Sulshi imxela tkivili da sinanuli vigrceni,titkos koveli sitkvis cakitkvisas vigac mrozgavda,es chvemi dgevandeli kopaa,gadmoxvecili samotxidan (samshoblodan) jojoxetshi,upalma gisminos rom chvenc ikneb mivacvdinot monanulis xma chveni mamis usazgvrod mokvarul guls,rata saxlshi dabrunebis survilit chvenc xelgashlilma migvigos…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: