RSS Feed

სული სიკვდილის პირას

ახლაც ვხვდები , რომ მიდის, მიდის წყნარად… ნელ-ნელა , მაგრამ მაინც მიდის. დიახ სულზე მაქვს საუბარი, დღეს უკვე მერამდენედ მიკვდება აღარ მახსოვს და ეს ყველაფერი ამასოფლის ცოდვებისა თუ დაბრკოლებების გამო. სული წმინდა რამაა სუფთა, სპეტაკი და ნაზი… იცით? მასაც ისე უნდა მოფრთხილება და მზრუნველობა, როგორც თოთო ბავშვს, აი წარმოიდგინეთ ახალშობილს  დედის მზრუნველობა და სითბო რომ მოაკლდეს, რა დაემართება? დიახ, ასეა სულიც… ფიზიკური სიბინძურე სულს არ ეხება არ სვრის, არ ყრვნის და ასე შემდეგ, მაგრამ სულიერი ტალახი, რომელიც ცოდვებში ბუდობს საშინელი დაავადებაა მისთვის.

ზუსტადაც , რომ დაავადება. ბოლომდე უკურნებელი თუმცა განკურნებადი. ყველაფერი ხომ შედარებითია ამ ქვეყანაზე? დღეს მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებას ვუსმენდი, ალბათ ყველას მოგისმენიათ მისი ქადაგებები. ის ამბობდა: რომ სულის მდგომარეობა, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას არ განეკუთვნება, შეიძლება იყო ქალწული ხორცით, მაგრამ სული წაბილწული და გარყვნილი გქონდეს, ათასგვარი ამაოებით და სატანჯველებით. ასე  რომ, უფალი იმ სულიერის სისპეტაკეს ცნობს.

სრულიად სხვადასხვა მცნებაა სულიერი სითეთრე და ხორციელი სიშავე… “მრევლში ერთი აღმსარებელი მყავს ,  რომელიც გათხოვდა შვილი ყავს და ისევ ისეთი სპეტაკი სული აქვს რაც ბავშობისას ქონდაო, ისევ ისეთ აღსარებებს აბარებს რასაც ბავშობაშიო”(მამა თეოდორე გიგნაძე) და რას ნიშნავს ეს? იმას, რომ მან ის სიწრფელე, სინაზე და სისუფთავე შეინარჩუნა, რაც ყველას სულს თავიდანვე მოყვება. უფრო მეტიც, მეტად შეძლო გაფრთხილება და არა წაბილწვა და გარყვნა იმ პირობებში და ატმოსფეროში, რასაც ოხაჯი და ოჯახური მოვალეობანი ქვია.

აი, ეს არის ნამდვილი მეომარი და მებრძოლი ქრისტესი. ის ვინც იბრძვის მისთვის სხეულის ყველანაირ მდგომარეობასა თუ ასპექტში. ასე მგონია ჩემს სულს, სხეულის სრული ამპუტირება უნდა გავუკეთო, რათა განიწმინდოს და მიიღოს ის პირვანდელი სახე, როდესაც იშვა ჩემში მისი სრული სისავსით  თუ სისუფთავით, როგორც ასეთი ტანისსამოსზე გაჩენილ ლაქას ათასგვარი საშვალებებით მოაშორებ. ხოლო სულზე გაჩენილ ლაქებს, მხოლოდ უფლის სიყვარულით, რწმენითა და მისი მცნებების მიდევნებით მოიკვეთ.

ბარსელონა

მარიამ კობერიძე

2012წ

Advertisements

8 responses »

  1. dzalian magari mariam dzaliann ar vici radagiceroo kochag da maladec seni koveltvis mjera rom unijieresi adamiani xar kochag mari

    პასუხი
  2. “მასაც ისე უნდა მოფრთხილება და მზრუნველობა, როგორც თოთო ბავშვს..” მართალია მარიამ მართალი.. ჩემი ნიჭიერი გოგო ! ძალიან მომეწონა! ძალიან! ❤

    პასუხი
  3. Sayvarelooo,es ra kargi tema dagiweria,magram dzlier gadacharbebulad mimachnia shentvis am sityvata misadageba: “Ase mgonia,chems suls sxeulis sruli amputireba unda gavuketo,rata ganiwmindos da miigos is pirvandeli saxe,rodesac ishva chemshi misi sruli sisavsit da sisuftavit”
    vgoneb es shen ar gemuqreba(amputireba:) )…
    Tvitkritika kargia da kidev is,rom arasdros ar unda viyot kmayofili migweulit!!!
    “MARADIS SAKUTAR TAVZE MAGLA”!!!
    Ra bednierebaa ara, gagachndes sulieri sispetake…neta mat,vinac mag ganzomilebas miagwia!!!
    Sulze gachenili laqebis “wamali” ki utuod gvargebs,tuki movindomebt da gadawyvetilebas mivigebt,mere Ufali utuod shegveweva!!!( modzgvari mimeorebs xolme amas,rodesac rwmenashi”movikochleb”)

    პასუხი
  4. კარგი იქნება თუ არ დასჭირდება , გაიხარე შენ ლანა, მაგრამ როგორც სახარებაშია “სჯობს მოიკვეთო სხეულის ის ნაწილი რომელიც გაცდუნებს და ისე შეხვიდე სასუფეველში”…
    ყველას წარმატებას ვუსურვებ სულის განწმენდასა და განსპეტაკებაში!!
    ასევე იმ ლაქების მოშორებაში, რომლის ერთადერთი წამალი უფალია!
    არჩილ, ანა გაიხარეთ!! “ვიყვარებოდეთ ურთიერთარს რათა ერთობით აღვიარებდეთ”

    მარიამი

    პასუხი
  5. David Vanishvili

    Dzalian- dzalian kargia. Koveltvis unda vetsadot gavasuptapot chveni sulebi, rom bavshvebivit vitsinodet da gvixarodes.

    Didi madloba.

    პასუხი
  6. დიახ, მართლაც ასეა…
    ბავშვები ხომ ცოდვის უნახავნი, წრფელი სიყვარულით არიან უფალთან!

    მარიამი

    პასუხი
  7. ასე მგონია ჩემს სულს, სხეულის სრული ამპუტირება უნდა გავუკეთო

    mariam dzalian kargi adamiani xar da sulic aseve sufta gekneba darwmunebuli var:* ar dagchirdeba ampultacia:))) kargi naweria,yochag!! mokitxva saqartvelodan!!!

    პასუხი
  8. უფალმა გაგახაროს შენ ნინო და ვისურვებდი არა მარტო მე, არამედ არავის არ დასჭირვებოდა სხეულის სრული ამპუტაცია….

    ძალიან გამახარეე…. საქართველომ შენი სახით, რომ გადმოგვცა მოკითხვა!!

    მარიამი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: