RSS Feed

მიხმეთ

სიყმის ზმანება, წმინდა ლაგურკა
გთხოვ, დაიფარე სული ცოდვილ შენი მხევალის,
ერთი მაქვს გული შემუსვრილი, ერთი გონება
და სიყვარული მონაძღვნელი მხოლოდ შენდამი.
ზღაპარო ჩემო, ნისლებიდან გადმოტანილო,
დიადო მთებო, შემახსენეთ ვისი მაქვს სისხლი,
გულის ფიცარზე აღმებეჭდეთ, თუ გნებავთ შანთით
მოგონებებო, მატიანევ მშობელიურ მიწის.
ნუ მიმატოვებთ, მომიგონეთ ძვირფასო დედა,
ღია თვალებით შეინახეთ ჩემი ნაკვთები,
ჩემს სახელზედაც მიაკარით ერთი სანთელი
ხავსიან კედელს მონატრებულ სვანურ ტაძრების.
გთხოვ დამიძახე, მიხმე შენთან წმინდა ლაგურკა,
საკმევლის სურნელს რომ გამოვყვე მზერა დახშული,
ისე ვიცხოვრო, ბოლო გზაზე ზარით გამომყვნენ,
სული ჩამიდგი უდრეკელი, მტრების საშური.
ნანატრო მთებო, შემომხვიეთ ნისლი მკლავებად,
თქვენ სიყვარულის ბორკილებით მოვირთავ მაჯებს,
გულო, სხვა მიწის ტყვეობაში ცრემლად დაღვრილო,
დაბრუნებამდე საგულეში არასდროს ჩადგე….
ნინია

Advertisements

6 responses »

  1. dzalian lamazi leqsiaa maladec niniaaa vamakob aset nijier xalxs rom vicnob gaagrdzele mase da upro aqtiuradacc

    პასუხი
  2. ai aseti patrioti qartvelebi toveben samshoblos da gadias sazgvargaret imitom rom matda da chvenda samwuxarodac ver axdenen tavianti tavebis realizebas samshobloshi. dzalian lamazi leqsia da rac mtavaria gulidan amosuli. velodebi uketesebs.

    პასუხი
  3. გულო, სხვა მიწის ტყვეობაში ცრემლად დაღვრილო,
    დაბრუნებამდე საგულეში არასდროს ჩადგე….

    ოჰ, როგორ შევიგრძენი ეს სიტყვები…მართლაც არასდროს ჩადგეე საგულეში… ემიგრანტების გულოო..
    წმიდა დავით მეფის ხსენების დღეს მოგილოცავთ…

    მარიამი

    პასუხი
  4. გაგახარებთ უფალი, რამდენი ადამიანისთვისაა ეს საკუთარი, სულივით….

    პასუხი
  5. მადლობა ყველას…. გულით გატარებთ,,,, ნინია)

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: