RSS Feed

თავისუფლება

წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ (ქიქოძე) ამბობდა: “სიყვარული არის ღმერთი” და ასევეა თავისუფლებაც. თავისუფლება არის ღმერთი , თუ ქრისტიანი ცხოვრობს ღვთის მცნებების დაცვით, მხოლოდ მაშინ მიაღწევს აბსოლიტურ ჰარმონიას და უმაღლეს თავისუფლებას.

თავისუფლების მცნებაში პირველი არის ნების თავისუფლება, რომელიც გამოიხატება პიროვნების შინაგანი თვითგამორკვევით სიკეთისა და ბოროტების წინაშე.  ქრისტიანული სწავლებით ადამიანის ამ თავისუფლებაზე არავინ უფლობს: არც სხვა ადამიანი, არც საზოგადოება, არც კანონები, არც ნებისმიერი მთავრობა, არც  დემონები, არც ანგელოზები და არც თვით ღმერთი.

ნების განხორციელებისას ადამიანი აწყდება უამრავ შეზღუდვას სოციალურ გარემოში. ასე წარმოიქმნება გარეგანი თავისუფლება და უფლებათა პრობლემა, ანუ პრობლემა ნებადართული საქციელისა გარემომცველ სამყაროში, საზოგადოებაში.

მესამე არის სულიერი თავისულება.ეს ნიშნავს ადამიანის უფლობას საკუთარ ეგოიზმზე, თავის გრძნობებზე, ვნებებზე, სურვილებზე, თავის თავზე.ასეთი თავისულება მოიპოვება  მხოლოდ სწორი ქრისტიანული ცხოვრებით, რომლითაც ქრისტიანს ღმერთთან ურთიერთობის უნარი ენიჭება.პავლე მოციქული წერს…”სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისულება”(2 კორ.3.17) მოციქული ადამიანს, რომელმაც სულიერ თავისუფლებას  მიაღწია, უწოდებს ახალს ( ეფ.4.24) ამით ხაზს უსვამს  მისი გონების ნებისა და სხეულის განახლებას ქრისტეს ხატისებრს. ძველს (ებ.4.24) მონას (რომ.6.6.17) პირიქით, ცოდვით მცხოვრებს უწოდებს.ამ მონობის მდგომარეობას მოციქული პავლე შემდეგი სიტყვებით აღწერს.”ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ,იმიტომ რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.კეთილს კი არ ვაკეთებ,რომელიც მსურს,არამედ ბოროტს,რომელიც არ მსურს”… ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება  ჩემი გონების რჯულს და იმ ცოდვილი რჯულის ტყვედ მიაქცევს,რომელიც არის ჩემს ასოებში.(რომ.7.15.19.23.)
ეკლესიის თავისულება აღმატებულება ყველა გარეგან თავისულებაზე,უფლებაზე და პრივილეგიაზე.მას არ ეშინია ნებისმიერი კაცობრივი შეზღუდვისა და შევიწროვებისა, რადგან თვით დევნულობაც კი მის განდიდებას ემსახურება.ასეთი იყო იგი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისა და მისი მოციქულების დროს და ასეთივეა მისი ამაღლებისა და აღდგომის შემდეგაც აქამომდე: “იესო ქრისტე გუშინ და დღეს უკუნითი უკუნისამდე იგივეა” (ებრ.13.8.)
რელიგიური თავისუფლება ეს არის როგორც ინდივიდის, ისე კოლექტივის მიერ საკუთარი რელიგიური მრწამსის დაუფარავად აღსარებისა და პრაქტიკულად განხორციელების უფლება.
თანამედროვე ეგრედ წოდებულ თავისუფალ ქვეყნებში საზოგადოების კატასტროფული მორალური დეგრადაცია და ქრისტიანულ ეკლესიებში სულიერების აშკარა დაცემა გვიჩვენებს, რომ გარეგანი თავისულებანი მის გარეშე,”რომელსა ესე უპყრიეს აწ” (2 თეს.2.7) არა მხოლოდ ვერ ამაღლებენ ადამიანს, არამედ ხშირად მისი სულიერი და ზნეობრივი გახრწნის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად წარმოადგენენ:
გარეგანი თავისუფლება ადვილად იყიდება ელემენტარულ კომფორტზე.ერთ-ერთმა თანამედროვე მწერალმა (პ.კალინოვსკი) სამართლიანად თქვა ჩვენ დროებაზე: “მსოფლიოში ყველგან კვდება თავისუფლება-პოლიტიკური, ეკონომიური და პირადიც… თავისუფლების გარეშე ცხოვრება უფრო ადვილია, საკუთარ თავისუფლებას სულ უფრო მეტი ადამიანი ხალისით ცვლის მოხერხებულსა და დაწყნარებულ ცხოვრებაზე.
თავისუფლება მაგალითად სიტყვისა,ბეჭდური გამოცემის და ა.შ. ნორმალურია მხოლოდ მანამდე, სანამ ადამიანებისადმი სიყვარულის იდეის “საზღვრებში” მოქმედებს. ხოლო ექვემდებარება რა “ოქროს ხბოს” იდეოლოგიას, იგი სიცრუის, გაყვნილების, ძალადობის, სატანიზმის და მისთანების პროპაგანდის ინსტრუმენტად გარდაიქმნება, ე.ი. ბოროტების  დაკანონებული იარაღი ხდება.
ტელეინფორმაციის თავისუფლება არ არის შეზღუდული სიკეთის იდეით, იგი ხდება “სატელევიზიო შავი ჭირი ძალადობისა”.ადამიანიც უერთდება ამას და მიექანება ძალადობისა და ბოროტების მორევში.
თავისუფლების ცნება გულისხმობს ჯერ ერთი, გონებას, მეორე გარკვეული მოქმედების ძალას და შესაძლებლობას. მაგ. გონებამ აირჩია რაღაც კარგი. თუკი ადამიანს არ აქვს ძალა და შესაძლებლობა მისი მიღწევისა, მაშინ  მას არც თავისუფლება არ აქვს. ე.ი. ადამიანის თავისუფლება ვრცელდება იმ საზღვრამდე, რომლებიც ზღუდავენ მას.
ციხეში მოხვედრილს არ აქვს იმის თავისუფლება , რომ გამოვიდეს იქიდან, სიმაღლიდან  ვარდნილს არ ძალუძს შეაჩეროს ვარდნა შუა გზაზე, არ აქვს მისი თავისუფლება, სწორედ ამიტომ ადამიანის თავისუფლება შემოსაზღვრულია,მხოლოდ ღმერთია საკუთარ თავისუფლებაში.ადამიანის თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია მოქმედების იმ საშუალებებსა და იარაღებზე, რომლებიც მას უბოძა ღმერთმა. ჩვენ გვაქვს ფეხები და ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ვიაროთ, მაგრამ არ შეგვიძლია ვიფრინოთ.

უმაღლესი, დედამიწის ზურგზე შესაძლებელი თავისუფლების მატარებელია, მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც თავის ნებას უმორჩილებს ზნეობრივ კანონს და ცხოვრობს ქრისტიანულ მითითებათა შესატყვისად.

ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანად იწოდება ის, ვისაც შეუძლია სურდეს ყველაფერი ყოველგვარი შინაგანი და გარეგანი იძულების გარეშე და ისრულებს კიდეც თავის სურვილებს სიხარულით, სიყვარულით და შიანაგანი ტკბობით.ის ირჩევს სიკეთეს და განუდგება ბოროტებას ბუნებრივად.

თუ ადამიანის ნება აყვა ვნებას, ეს იწვევს შინაგან განხეთქილებას, ბრძოლას და ხშირად უკმაყოფილებას, სასოწარკვეთილებას. ვნების ყოველი დაკმაყოფილება არ აწყნარებს, არამედ აღელვებს ადამიანს. ერთი სიტყვით, უზნეო ცხოვრება წარმოადგენს სულის არანორმალურ მდგომარეობას, მის მოშლილობას. „მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი ატარებს თავის სულში  ღვთიურ სამყაროს“ (წმ.ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე).

თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ იგია მუდმივი თვითკონტროლი და მისი საშუალებით ცოდვების მონობიდან თავის დაღწევა.მოციქული პავლე გვასწავლის, რომ მხოლოდ ღმერთში და ღმერთით შეგვიძლია თავისუფლების მოპოვება. “თავისუფლებისათვის ხართ, ძმანო ხმობილნი” – გვარიგებს იგი -“მაგრამ ხორციელი განცხრომისათვის ნუ მოიხმარ თავისუფლებას” (გალ.5.13.)
უფალი ბრძანებს, “შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ… ყოველი შემცოდე კი ცოდვის მონაა”(იოანე 8.3.)
სამწუხაროდ ჩვენ დროში ადამიანი ხშირად ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით თავისებურად აღიქვამს.წმ.მამები ასეთ მდგომარეობას “უმეცარ თავისუფლებას” უწოდებენ. “უმეცარი თავისუფლება” -წერს წმ. ეფრემ ასური- არის სათავე მიწიერ ვნებათა გამრავლებისა, მისი შედეგი კი უსასტიკესი მონობაა.მაშინ შევეცადოთ ყველამ დავიცვათ ღვთის მცნება, რომ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლების სიდიადე და სურნელი.

ბარსელონა
დავით ვანიშვილი
10.10.2009 წ.

Advertisements

3 responses »

  1. მადლობა ბატონ დავითს, კიდევ ერთხელ, რომ შეგვახსენა რა არის ნამდვილი თავისუფლება….არადა როგორ კარგად გვაქვს ქართველებს: თავის უფალი, თავის ბატონი.ესეიგი ადამიანი, რომელიც თავის თავზე ხელმწიფებს და ბატონობს, თავისი თავის უფალი,მბრძანებელი და მფლობელი…თავისუფლება, აქედან გამომდინარეა, შენი თავის ფლობა, პყრობა.ეს თუ შეძელი, ანუ თუ დაიმორჩილე საკუთარი თავი იგივე ნება, მაშ შენ ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვე….

    პასუხი
  2. Shesanishnavia Davit! Ra sigrmiseuli scavleba devs:” Umaglesi,dedamiwis zurgze shesadzlebeli tavisuflebis matarebelia,cheshmariti qristiani,romelic tavis nebas umorchilebs zneobriv kanons da cxovrobs qristianul mititebata shesatyvisad “.-Diax asetia qristianoba,mas monobashic ki sheudzlia tavisufali darches! Warmovidginot ra sashishia nebebs ayolili kaci,amis shesaxeb cmida Amba Pimeni ambobs:
    -“Cveni neba xom spilendzis kedelia ,adamiansa da ufals shoris agmartuli…Yvelaze tavisufalia is,visac am qveynad araferi surs da rac naklebia survilebi,mit naklebia borkilebi”!
    Gmertma inebos da sakutari tavis floba shegvadzlebinos- tavis uflebis Gristianulad gamoyeneba!!!

    პასუხი
  3. “უმაღლესი, დედამიწის ზურგზე შესაძლებელი თავისუფლების მატარებელია, მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც თავის ნებას უმორჩილებს ზნეობრივ კანონს და ცხოვრობს ქრისტიანულ მითითებათა შესატყვისად”

    უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!! თავიდანვე მოვიწონე ეს თემა…

    მარიამი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: