RSS Feed

ალბათ როდისღაც…….

მე მკვდრად შემრაცხეთ,რადგანაც დიდხანს შევრტფოდი სიკვდილს,

რადგანაც ჩემთვის, თვით სამყაროც უსულოდ იქცა,

მოკრძალებით კი სულ ვცხოვრობდი, და მაინც მიკვირს,

ჩემთვის სოფელი მტანჯველ ჯალათად რად გადაიქცა.

უსამართლობა ვერ მოვნათლე სიმართლის მოძმეთ,

კეთილის ხმას კი ვერ დაუხშე ტყუილით ბაგე,

სიწრფელისათვის სინდისი მყავს,მშობლად და მოწმეთ,

თუმცა სისუსტით უფლის მცნება, მეც ბევრჯერ დავგმე.

რადგანაც ჩემთვის ვარდებიც კი მალავენ სურნელს, 

თბილ გაზაფხულს კი ცივი გული ახარებს უფრო,

მათთან ვიქნები, თუმცა მათთვის დავირქმევ სულელს,

და მოთმინებით მეც ვისწავლი გაფრენას უფრთოთ.

თუმცა სითბოს და ცრუ სიხარულს ისევ მახარბებს,

ამ სოფლის ბნელი ჩემს თვალებს, რომ შემორჩა ტვირთად,

ალბათ როდისღაც მეც მივწვდები ცისკენ სავალ გზებს,

რომ სიყვარული გულზე დავიდო სალბუნის ზვირთად.

ქვას ნუ დაკაწრავთ ჩემი სახე ფიქრმა ატაროს,

სანუგეშოთ კი სამი ვარდიც მეყოფა გულზე,

და რაც ვივხოვრე უღმერთობით, ღმერთმა მაკმაროს,

ალბათ იმ ქვეყნად არ ვიფიქრებ თბილ გაზაფხულზე.

ბარსელონა

„უძღები შვილი“

2011 წელი.

 

Advertisements

2 responses »

  1. თუმცა სისუსტით უფლის მცნება, მეც ბევრჯერ დავგმე.

    უკომენტაროდ!!!

    სულ წინ და წინ,არ გაჩერდეე!!

    მარიამი

    პასუხი
  2. Gmertma didi dzala mogtses da shegadzlebinos kvelaperi.

    Dzalian sasiamovno iko chemtvis.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: