RSS Feed

ჯაჭვი

ერთხელ ჩვენმა ქართულის მასწავლებელმა გვითხრა, რომ ადამიანს მარტოომა არ შეუძლია, რომ ცხოვრება ძალიან მძიმე ჯჭვია, რომლის ტარებაშიც ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ეს სიტყვები  სამუდამოდ ჩამებეჭდა და ერთგვარი დევიზივით გაჰყვა ჩემს გზას, რომელიც დღემდე გავიარე. ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც ამ წუთას ამ ჯაჭვის ქვეშ ისრისებოდა და უნდა მივშველებოდი. მოგვიანებით, როცა მეც დამიმძიმდა ტვირთი და ლამის ხერხემალში გადამტეხა, სხვებმა მატარეს ხელით ჩემი ტვირთიანად, მაგრამ მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. საოცარია, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა პირველი აღსარებისას სწორედ ეს სიტყვები გამიმეორა.. ვიგრძენი, რომ იმ წუთას რეალურად შევმსუბუქდი და იმან, ვისთვისაც შველის თხოვნასაც ვერ ვბედავდი, ჩემი ჯაჭვი მხარზე გადაიკიდა. ზუსტად ისე, როგორც ციცინო მასწავლებელმა რვა წლის წინ მხარზე ხელის გადადებით გვაჩვენა.   მე თავიდან დავიწყე ცხოვრება….

ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც ვჭირდები. არა ოჯახი, არა სისხლი, არამედ ჩემი ძვირფასი მეგობრები. ჩემსავით დაცემულები და ცოდვილები, მაგრამ მე მათში ვხედავ უფალს. ტკივილის, სასოწარკვეთილების და ტრაგედიების კვალდაკვალ ისეთი ძლიერი შუქი მოდის მათგან, რომ არც მე შემიძლია მათ  გარეშე ცხოვრება. უყვართ, სტკივათ და ერთგულებენ მაშინ, როცა საკუთარი განსაცდელიც თავზე საყრელად აქვთ. ზრუნავენ ერთმანეთზე, როგორც შეუძლიათ და  ღალატობენ კიდეც, მაგრამ მეტია სიკეთე, ვიდრე ბოროტება. მოკლე დროში, რაც ჩემი მოძღვრის გვერდით გავატარე მივხვდი, რომ რაც ჩვენ გვაკლდა და გვაწამებდა იყო უღმერთობა… ჩვენამდე ვერ მოღწეული რწმენა და უფლის სიყვარული…

ადრე ვფიქრობდი, რომ უნდა მყვარებოდა ადამიანები. მაშინაც კი, როცა საკუთარი თავის ზიზღით ვიყავი გაჯერებული, სხვები უნდა მყვარებოდა. ბოლო თვეებში ვგრძნობდი, რომ ეს ნიჭი მტოვებდა და უფრო მეტად ვიტანჯებოდი. ერთხელაც მოძღვარმა მითხრა, რომ უნდა მიყვარდეს ჯერ ღმერთი და მერე მოყვასი, თორემ ვერავის სიყვარულს შევძლებდი. ადრე მეგონა, რომ უფალი იმდენად დიდია, ჩემი სიყვარული არ სჭირდებოდა. თუ მეყვარებოდა მოყვასი, ამით ჩემი ადამიანური ვალიც მოხდილი იქნებოდა. ვცდებოდი… როგორ შეიძლება მამას არ სჭირდებოდეს შვილის სიყვარული?… ან როგორ შეიძლება მშობლის სიყვარული არ იცოდე და სხვა გიყვარდეს? ან გძულდეს შენი თავი და სხვაზე ზრუნვას იჩემებდე? …. იქ სადაც სიძულვილია, სიყვარულის ადგილი არ რჩება… სარეველა ახრჩობს კეთილშობილ მცენარეს…

ეს სიმართლე ვიპოვე ტაძარში და ჩემს გულში უფლის სიყვარულსი შემოვუშვი. გავათავისუფლე მცირე ადგილი გონებაში მასზე ფიქრისთვის და დაიწყო განათება გულმა. ყოველ მისვლაზე ახალ პასუხს ვპოულობდი. ადრე გაუგებარი სიტყვები ახალ მნიშვნელობას იძენდნენ…. თურმე სინანული სინდისის ქენჯნა ყოფილა.. აი, მოსვენებას რომ არ მაძლევდა ადრე და გამუდმებით თან მდევდა. მადლიერება განსაცდელისთვის დაახლოებით… როგორ აგიხსნათ.. აი, როცა ამნეზია გაქვს და გაწვალებს… უცებ დაეცემი და იხსენებ დავიწყებულ ამბებს… რასაკვირველია მადლიერი რჩები, რომ დაეცი და თავი დაარტყი… სხვანაირად ვერ მორჩებოდი… ისე, არ ვიცი ამნეზიას მართლა დაცემა შველის თუ არა, სიტუაციას მოუხდა უბრალოდ))))

ჰო, მორჩილება… ოოო, როგორ არ მომწონდა ეს ყბადაღებული მორჩილება… ცხვარი ხომ არ ვართქო, ვფიქრობდი. მეგონა აზროვნების უფლებას წამართმევდნენ, თუკი ტაძარში მივიდოდი.  იცით, როგორ წარმომედგინა? დაახლოებით ფაბრიკიდან რომ ერთნაირი კონსერვის ქილები გამოდიან, ერთნაირი იარლიყებით… არ მინდოდა მეც დამდებოდა შტამპი წარწერით: ,,მრევლი,, ან ,,ეკლესიური,,   ალბათ იმიტომ, რომ როცა ეკლესიაში სიარული ,,მოდაში,, შემოვიდა თბილისში ,,ეკლესიურები,, ამაყობდნენ თავისი სტატუსით და ცხვირზე აფარებდნენ სხვებს…. მერე მმკ ყოველ ნაბიჯზე ვანდალურ აქტებს ახდენდა და ღმერთის სახელით ვაკეთებთო, გაიძახოდნენ. რასაკვირველია, ამანაც იმოქმედა… ეხლა მათი შესაბამისი სიტყვაც ვიპოვე ,,ფარისევლები,, ჰოი, საოცრებავ და ფარისევლები არც ეკლესიაში უყვართ თურმე. არც ჭორიკანები… აქ განკითხვა ცოდვა ყოფილა… ვიცოდი, მაგრამ ქაღალდზე დაწერილი წესივით მეგონა… არადა, მოქმედებს)  რაც შეეხება ცხვრად ქცევას … ეკლესიაში, ჩემი აქაური მეგობრების გვერდით ვარ თავისუფალი, სრულიად თავისუფალი. არავის უთხოვია ჩემთვის შემეწყვიტა ლექსების წერა, არც აზროვნება დაუშლიათ… პირიქით მითხრეს ,,არ შეიცვალო,, ჯერ გამიკვირდა, მერე მივხვდი, რომ ჩემი სახე უნდა დამებრუნებია… მომეშორებია ის, რაც მანკიერი შევიძინე და არა პირიქით. ტაძარში ვიპოვე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც მენატრებოდა… როგორსაც მივტიროდი… თურმე ჯერ ნინო დავკარგე და მერე უფალს შევაქციე ზურგი…

მორჩილება კი მეგობრებო… მორჩილება ნდობა ყოფილა… ჩვენ ხომ გამუდმებით ვენდობით ერთმანეთს. მაშინაც კი, როცა ვცდებით უსიტყვოდ მივყვებით განსაცდელში და მერე ერთად ვიშენთ თავში ხელებს, ეს რა გავაკეთეთო. ან არც ვიშენთ, მწარედ ვხუმრობთ ჩვენს სისულელეებზე და ისე ვიქცევით, თითქოს ეს ნორმალურია… მაშინ რა გახდა, რომ უფალს მივენდოთ… იცით, მოძღვრის არცერთი სიტყვა არ ყოფილა ისეთი, რომ არ ქონოდა შედეგი და სწორი მიმართულება. ან მახსენებდა რაღაცას, ან სულ მოკლე ხანში ჩნდებოდა, რომ მისი აზრი იყო სწორი. თავიდან ცუდად გაზრდილი ბავშვივით ყველაფერზე ,,რატომ,,ს გავიძახოდი… ბოლო შეხვედრაზე რაღაცის დასაბუთება დაიწყო და მე გაუცნობიერებლად ვცადე, რომ შემეწყვეტინებია. არ არისმეთქი საჭირო ახსნა… ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა და მაინც არ  მინდოდა, დრო და ენერგია დაეხარჯა… უცებ თავში დამკრა სიტყვამ ,,მორჩილება,, ეს იყო ჩემთვის ასე ძვირფასი ,,ნდობა,, მე ვენდობოდი მას სიტყვების და არგუმენტების გარეშე და უფო მეტიც, შემრცხვა იმის გამო, რომ ადრე ყველაფრის ახსნა უწევდა ჩემთვის.

საკვანძო წერტილები ჩემთვის უფლის სიყვარული, სინანული, მადლიერება განსაცდელისთვის და მორჩილება იყო და როგორც იქნა დავიწყე მათი მნიშვნელობის გაგება. საბედნიეროდ უფლის ნებით ნათელი გახდა ჩემთვის, რომ არ არის უფსკრული ჩვენსა და ეკლესიას შორის, როგორც შორიდან მეჩვენებოდა. უბრალოდ, აქ უფალი და სულიერი ბედნიერება სუფევს… ის რაც ჩვენ ასე ძალიან გვაკლია და გვტანჯავს.  წარმოიდგინეთ, თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული და პატიება, როგორი სიყვარული და მიტევება შეუძლია უფალს. თუ ჩვენ უბრალოდ მოსმენით და გამხნევებით ვშველით ერთმანეთს, როგორი შვება და ბედნიერება შეუძლია მოგვანიჭოს მას.  ეს უნდა იგრძნოთ, უეჭველად უნდა იგრძნოთ…. სხვანაირად ვერც ჩვენ გადავრჩებით და ვერც სხვას მივეშველებით. ესე ბრმად და გაწამებულებად დავიღუპებით და ვერაფერი ვერაფერი შეგვეწევა ღმერთის გარდა…

ვერ შევძლებთ ვიყოთ კარგი ოჯახი ან კარგი მეგობრები უფლის სიყვარულის გარეშე. არ ვიცი, რამდენად მოვახერხე მომეყოლა, რასაც ახლა ვფიქრობ, მაგრამ იმედია გამიგებთ… ადრე გესმოდათ ჩემი და იმედია, ახლა არ მოგეჩვენებათ რომ ჭკუას გარიგებთ. ერთი წვეთითაც არ შევცვლილვარ… უბრალოდ ისეთი მინდა ვიყო, თქვენ რომ ადრე შემიყვარეთ… სანამ ცხოვრება სახეში სილას გაგვაწნიდა და გვაიძულებდა ,,გავზრდილვიყავით,,

დიდი პატივი იყო მეტარებია თქვენი წილი ჯაჭვის სიმძიმე… ამიერიდან მეტს შევძლებ უფლის ნებით… ერთად ვისწავლოთ სიარული… როგროც ოდესღაც, ხელიხელჩაკიდებულებმა… უთქვენოდ რა აზრი აქვს რამეს…. მიყვარხართ….

Advertisements

9 responses »

  1. ძალიან მიხარია,რომ ეს ასეა….ასევე მიხარია, რომ გინდა იმ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება….მამის წიაღში მოყვანა ან დაბრუნება…
    ასევე მინდა მათაც მივმათო: სად ხართ????????????????????????
    როდესაც ადამმა და ევამ სამოთხეში ცოდვა ჩაიდინეს,ანუ აკრძალული ხის ნაყოფი მიიღეს, ცოდვილი, ადამიანური პოზიციიდან დაიწყეს ყურება. ჯერ შერცხვათ სიშიშვლისა, შემდეგ შეეშინდათ და დაიმალნენ…..არადა უფალი მიმართავს: სადა ხართო???? ისინი პასუხობენ:შეგვეშინდა და დავიმალეთო., შემდეგ კი ერთმანეთს გადააბრალეს, შენ,რომ დედაკაცი შემიქმენი იმან მაცდუნაო……ამიტომაც სამოთხიდან განდევნა ისინი უფალმა…..რატომ მიმართავს უფალი მათ, სადა ხართო განა უფალმა არ იცოდა სად იყვნენ???? რა თქმა უნდა იცოდა… მაშ რატომ???? უფალს უნდოდა მხოლოდ და მხოლოდ მათი სინანული…თქმა სიტყვებისა,….„შევცოდე უფალო“……..და უფალი მათ შეუნდობდა და სასუფევლიდან აღარ განდევნიდა…….სწორედ ამიტომ მიმართა უფალმა პირველ ადამიანებს: ……..„სადა ხართ“?????????…………….

    პასუხი
  2. გელოდებათ უფალი,გელოდებათ თავის წიაღში,იგი ხომ მარად მომლოდინეა…..იგი ხომ ჯვარზე გაკრულიც ჩვენზე ფიქრობდა „მიუტევე მამაო,რამეთუ არ იციან რას იქმან“…….
    მთავარია ჩვენ გავაცნობიეროთ, რაშია უპირველესი დანიშნულება ადამიანისა…..და რა უნდა იყოს უპირველესი მიზანი ჩვენი ცხოვრებისა….და საერთოდ რატომ მოვედით ამ ქვეყანაზე, რა უნდა ვაკეთოთ??????

    …..უფალს ებარებოდეთ…..

    პასუხი
  3. gmertma gagaxaros da win da win gataros uplis gzit….

    პასუხი
  4. ეს თემა გამოქვეყნებამდე წამაკითხა ნინომ… ნახე როგორიაო..
    წავიკითხე და გავოცდი, იმ ყველაფრით რისი გადმოცემაც ნინომ შეძლო აქ…
    მართლაც, რომ ძალიან კარგად არის აღწერილი და გადმოცემული ყველაფერი!

    შეგვეწიოს უფალი!

    მარიამი

    პასუხი
  5. Sixarulis gancda dameufla,sheni werilis wakitxvis shemdgom..Ra bednierebaa,rom ase swrafad agiqvi da sheigrdzeni uflis esoden didi siyvaruli,ra mshvenieria imis gageba,rom isini giyvars da gsurs mattvis daxmarebis xelis gawodeba,rom shens mier gancdil sixaruls uziareb,rata matac “igemon eklesiis shviloba”-aki Ufali chveni- Ieso Qriste ambobs:”is vinac eklesiis ciagshi iyos,gadarches”-o! Maxarebs,rom sul ragac 3-4 kviris ganmavlobashi,gaecani,sheisisxlxorce da msjelob iset umtavres temebze,rogoric aris :morchileba,sinanuli, gankitxva,farisevloba,madliereba gansacdelis jams d.a.sh..,rom Uflismieri siyvarulit uxmob nacnob-megobrebs:
    Modit, yoveli wirvisas,chveni codvebis mitevebisatvis gvelis Macxovari, tavisi sisxlit da xorcit surs mati “chamorecxva”,chvens gamo mzadaa xelaxla ecvas jvars-ogond gadavrchet,yoveli chvenganisatvis sisxlis cremlebit tiris…abednierebs mis win warmdgari titoeuli monanuli shvili da siyvarulit gvixmobs:
    “Modit chemtan,yovelni mashvralni da tvirtmdzimeni da me mogiponebt tqven”!!!

    პასუხი
    • მადლობა ლანა,… მთავარია გააზრება, მონაწილეობა… როგორც მამა გაბრიელმა დაგვიბარა, იმას ნუკი დავჯერდებით, რომ ეკლესიაში დავდივართ,,, მთავარი კითხვაა, რას ვაკეთებთ, როცა იქ ვართ და რა სარგებელი მოაქვს ამას სხვებისთვის… დღის შუქზე დანთებულ სანთელს ვერავინ ამჩნევს,,, არც ბნელ ოთახში აქვს მის დანთებას აზრი, თუკი იქ არავინაა… სანთლის დანთებას მაშინ აქვს აზრი, თუკი ის ბნელში გზას უნათებს იმას, ვისაც სჭირდება… მე ვიპოვე შუქისკენ მიმავალი გზა და ეგოიზმი იქნებოდა, მისი სხვისთვის გაზიარების სურვილი რომ არ გამჩენოდა… უფლის სიყვარულის შემდეგ მოყვასის სიყვარულით უნდა აივსო… მაგალითს დიდი ძალა აქვს…. კი არ უნდა დაისაკუთრო, უნდა გაავრცელო ღვთის მადლი… როგორც შენ, ისე სხვები უფალმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და აქედან გამომდინარე, უნდა გიყვარდეს მოყვასი, რადგან მასში უფლის ნაწილია…. ასე მივხვდი მე და მომიტევეთ, თუ ვცდები)))) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა…

      პასუხი
      • სახელის მიწერა მავიწყდება ხოლმე, ჩამოვყვები და გავასწორებ, როგორც კი დროს ვიპოვი… პატივმოყვარეობაში ნუ ჩამითვლით… ივერიონი ყველასია, როგორც მკითხველის, ისე ავტორების და ყველას, ვინც აქ შემოდის მიუძღვის წვლილი მის არსებობაში…. ნინია)

  6. Kargad natqvamia:ras vaketebt roca iq davdivart? -shen ukve ici es, Nini,naxe da gamocade… exla sxvas vutxrat: -iq siyvaruls vscavlobt,Qristesmier siyvaruls (nu chagecinebat,aseti siyvaruli mxolod tadzarshi iscavleba);iq mshobeli miwisa da uflis siyvaruls vswavlobt-dzalums (mercmunet,aqamomde rom gvyvarebia,is arfrad mogvechveneba,shemdgom);iq mtrisa da moyvasis agmatebul,tavganwirul siyvaruls vswavlobt- Ieso Qristes magalitze dafudzvnebuls;iq samshoblodatevebulebi biblias da dedaenas vswavlobt – or ucinares wigns,Gvtisas da erisas,shviltashvilebisatvis gadasacems(ase madlianad versad ver “caikitxav”,vfiqrob,rogorc eklesiashi) iq gvascavlian, rom:
    Ufali yvelganaa:is zecis simagleze da chveni sulis sigrmeshic ivanebs..,rom sxeuls sicocxles -suli anichebs,suls ki -Gmerti! Shesabamisad,cheshmaritad cocxlobs is suli,romelshic madlis meshveobit sulierad ufali daivanebs!!!
    Mash fartod gavugot chveni gulis kari Ufals da pativi vcet Gvtis xats,yovel adamianshi!!!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: