RSS Feed

ტკივილი, რომელიც უფლით იკურნება!

ყველაფერი ასე დაიწყო 2007 წლის 8 სექტემბერი, სამგზავრო ავტობუსი ესპანეთში ,ქალაქ ბარსელონაში  ჩამოვიდა… შუა დღის მზე ძალიან   აცხუნებდა და ისედაც დაღლილს მგზავრობისგან, მთლიანად მთენთავდა…

შეიძლება ბევრს ჩემს ადგილზე ყოფნა გახარებოდა, თუმცა მე  13-14 წლისა ვიაზრებდი რას ნიშნავდა ეს და საქართველოდან წამოსვლა ჩემთვის დიდი ტკივილი და ბედნიერების მოკვეთა იყო. თითქოს დედას შვილს, რომ წაჰგლიჯავ და დიდ ტკივილს დაუტოვებ ორივეს, ასეთი განცდა მქონდა მაშინ.

მენატრებოდა ძლიერ და მის სუნთქვას ყოველ ღამით ვგრძნობდი, ქუჩებში დავდიოდი და მის მსგავსებას ვეძებდი… ყველა ხეში, ბუჩქში თუ ბალახშიც კი. ვეძებდი და ვერ ვპოულობდი ანდა როგორ ვიპოვნიდი ის ხომ ერთადერთი და შეუცვლელია…

ტკივილმა და მისმა მონატრებამ ,რომელსაც ყოველ ღამით განვიცდიდი იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ არასოდეს არ უნდა დათმო და დატოვო ის, რაც შენს გულსა და სულს მოიცავს, რადგან მისგან მიღებული ტკივილი ყველაფერს აღემატება. მტკიოდა და ამ ტკივილს ვერანაირი წამალი ვერ შველოდა…

ამ ყველაფერს საყვარელი ადამიანის გარდაცვალება დაემატა , მეგონა დრომ სუნთქვა შეწყვიტათქო, აგონიაში ვიყავი და ყველაფერი ერთი დიდი საშინელი კოშმარი იყო ჩემთვის, მაგრამ უფლის სიყვარული, ხომ ყველაფერზე დიდია და ყოველივეს მოიცავს.

დღეს ნინოსთან საუბრისას, ორივე ისეთ განწყობაზე ვიყავით, რომ ერთმანეთს ჩვენს ტკივილზე და განცდებზე ვუყვებოდით… მაშინ გავიხსენე ყველაფერი…

სამშობლოს დანაკლისმა გულში სიცარიელე დამიტოვა, ხოლო ადამიანის გარდაცვალებამ, რომელიც ჩემთვის ყველა და ყველაფერი იყო, ეს სიცარიელე გამოირმაგა. გავიხსენე ყოველი წამი, წუთი, საათი რაც მის გვერდით გამიტარებია და ისიც თუ რა სიტყვებით გამომაცილა წამოსვლის წინ “შეიძლება ვეღარც გნახო, შვილო”! ასე მითხრა, მომეხვია და მისი ცრემლი ჩემს მხარს დაეცა, სიცივე ვიგრძენი, სიცივე ცრემლისა მაშინ ,როცა ადამიანის სხეულიდან გამოსული ცრემლი ,ცხელი და მხურვალეა…

შევშინდი ,თუმცა უფალს მივენდე

დიდი დრო გავიდა მე კი მგონია, რომ ის ისევ ცოცხლობს, ჩავალ და ჩავეკვრები ძველებურად…

თუმცა მგონი ამას ვეღარ შევძლებ, მაგრამ ეკლესიამ და მოძღვარმა შემაცნობინა ის , რომ ადამიანის სიკვდილი ,სიკვდილი არაა. ეს არის გარდა-ცვალება, სხვა სამყაროში გადასვლა და სულის მარადიული სიცოცხლე, სადაც ადრე თუ გვიან ყველანი წავალთ. მთავარი ისაა,რომ  ჩვენ ცოცხლებმა ვიზრუნოთ მათზე , ვილოცოთ და არ დავივიწყოთ… გულში არ გავაუფერულოთ ეს დიდი სიყვარულის გრძნობა.

ასე მგონია ახლა ამას, რომ ვწერ ის ჩემს გვერდითაა და თავზე ხელს მისვამს, მეფერება. ვიცი ის ისევ ისე მელოდება საქართველოში, როგორც უწინ ,წამოსვლისას!

ამ ყველაფერით მინდა ის გადმოგცეთ, რომ უფალი იმდენად დიდი და ისეთი სიყვარულის მატარებელია, ნებისმიერ ტკივილსა და განცდას გადავიტანთ მასთან ერთად, უიმისოდ კი ჩვენს სიცოცხლეს აზრიც არ აქვს და ვემსგავსებით იმ ხეს, რომელიც გახმა და აღარასოდეს გამოიღებს ნაყოფს, რაც არ უნდა მოვუაროთ და წყალი ვუსხათ, ამიტომ სანამ გახმება, მანამდე უნდა მივაქციოთ ყურადღება და მოვუფრთხილდეთ… იქამდე უნდა დავუბრუნდეთ სამშობლოს, სანამ გამხმარა ეს ხე და სანამ სამშობლოს სიშორე უფალსაც დაგვაშორებს!

საოცრებაა ნამდვილად… წერა დავასრულე თუ არა დედა შემოვიდა ოთახში თავისი კომპიუტერითურთ, პატრიარქის ქადაგებას უსმენდა ემიგრანტებზე, რომელიც მოგვიწოდებდა დავბრუნებულიყავით საქართველოში, ჟრუანტელმა დამიარა, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ახლად განვიცადე ყოველი…

მალე უნდა დავბრუნდეთ იქ სადაც გულნატკენი, მიტოვებული, უცოდველი საქართველო გველის და მაინც არდავიწყებული მონატრებით მინდა დავასრულო წერა:

“და აღელვებულ ტალღების ხმაში,

ისმის ჩურჩული დაბრუნდით სახლში

აქ ხომ სხვაგვარად დაჰქრის ტყის სიო,

აქ ხომ სხვაგვარად სუნთქავენ ხენი,

აქ ნაკადული გესაუბრება…

მოდი გაშალე ლამაზად ფრთები,

მოდი იმღერე შენც ხის რტოებთან

და სამოთხისკენ აიღე გეზი

აქ, საქართველო გეპატიჟება

სხვაგან კი არსად, არავინ გელის”!

ბარსელონა

მარიამ კობერიძე

2012წ

Advertisements

15 responses »

  1. მადლობა მარიამ…. ცრემლები მომადგა… როგორც უფლი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…. ღმერთმა მოგვცეს ძალა გავუძლოთ განსაცდელს, როცა მისი დრო დგება,…

    პასუხი
  2. male dagabrunos gmerma shens nanatr da monatrebul samshobloshi…da agarasodes gagecados is tkivili rasac ganicdi….gmertma gagadzlieros…

    პასუხი
  3. ჩვენ დავბრუნდებით ერთად, ერთობით და მტკიცედ!!

    მარიამი

    პასუხი
  4. maladec mariam dzalian kargiaa vapaseb shens nijss

    პასუხი
  5. დაგლოცოს უფალმა მარიამ…გაიხარე…ასეთი პატრიოტი ქართველები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სწორედ ეს გვინდა ყველაზე მეტად, რომ გული არ გაგვიცივდეს, აქ ამ მძიმე ცხოვრებაში…

    პასუხი
  6. მადლობა მამაო დალოცვისთვის….
    უფლის რწმენა, სიყვარული და ცხელი გული გვჭირდებაა, რომელიც არასდროს არ განელდება სამშობლოს სიყვარულით აღსავსე!!!

    სიყვარულით, მარიამი

    პასუხი
  7. Chemo chkviano da sayvarelo,sheni lamazi sulis amodzaxili sisxls miforiaqebs,misalbunebs!!
    Ra tkivilnarevi siyvarulit giyvars da ganicdi mastan ganshorebas,rogori wrfeli da mxurvalea mshobeli miwis monatreba shenshi,an saidan gqonda 13-14 wlis bavshvs aseti amaglebuli gancda???
    Saocreba xar!!! Gazafxulivit macocxlebeli da lamazi!!!!
    Gmertma agisrulos sheni sanukvari ocneba!!!!

    პასუხი
  8. ai es aris “tkivilamde siyvaruli”:)) ase mxolod qartvelebs uyvart:*qartveloba odnavac ar gagnelebia amdeni clis emigrantuli cxovrebis shemdeg:*chven davbrundebit…

    პასუხი
  9. უფალმა გაგახაროთ. დიდი მადლობა ასეთი ლამაზი სიტყვებისა თუ შესატყვისისთვის ჩემი განცდებისა.. ჩემო ქართველებო და ქრისტიანებო! ქართული სული არასდროს ჩამკვდარიყოს ჩვენში…
    წინ ერთობით!

    სიყვარულით, მარიამი

    პასუხი
  10. Albat kvela emigranti tiris taviseburad.

    shen kvelas satkmeli da satkivari tkvi.

    chven kvelani autsileblad davbrundebit adre tu gvian uplis tskalobit.

    პასუხი
  11. ღმერთმა გაგახაროთ…

    ღვთის შემწეობით დავბრუნდებით… ვიცი!

    მარიამი

    პასუხი
  12. gmerti gvparavdes da gveweodes am ucxo qveyanashi gadmokargul qartvel emigrantebs da male davbrunebuliyavit uplis shewevnit yvela ertad mshvidobian da ertian saqratveloshi..

    პასუხი
  13. gmerto chemo, ra gitxra arc ki vici, chemo ckviano, guliano da samshobloze shekvarebulo gogonav, ase mgonia chemi gulis da tvinis napikrs da naazrevs vkitxulobdi,gmertma agisrulos sheni da chveni , kvela emigrantis ocneba, upalma male dagvabrunos chvens madlian micaze, gparavdes upali chemo kargo.

    პასუხი
  14. გაიხარეთ თქვენ გაბრიელ, ქეთევან უფალი გფარავდეთ!! ფასდაუდებელია ჩემთვის ის განცდა, რომ ჩემს მიერ დაწერილ თემაში სხვისი განცდებიც არის მოთავსებული!

    უფალმა გვისმინოს და ყველანი ერთად, ერთ მუშტად შეკრულნი… დავბრუნებულიყავით დედა-სამშობლოში!

    სიყვარულით
    მარიამი

    პასუხი
  15. titkos kvelas gulistkivili ganaaxle,kvelas satkmeli ertbashad tkvi,kidev ramdeni crem,li tkivili da satkmeli gvakvs tviteul emigrants,ramdeni cremliani game ,monatreba dardi,pikri tavze uazrod datenebuli dila,sinanuli,da uzarmazari tkivili imis,tu rogor ver gaaacile ukanasknel gzaxe sheni usakvarlesi adamianebi,madloba mariam,madloba shen ase rom gikvars saqartvelo da ase rom gtkiva kvelaperi rac shens samshoblos exeba,gmertma kvela dagvabrunos gvtismshoblis madlian micaze!!!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: