RSS Feed

კომენტარისთვის

როგორც ჩანს, ათასწლეულებიც არ არის საკმარისი იმის გასააზრებლად თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს უბრალო ცნობისმოყვარეობამ და რატომ არის მავნებელი… მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ერთი მხრივ ცოტა ინტრიგულად გამომდის აქ წერა, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი სურვილი და მიზანი. საერთოდ არც კი მიფიქრია, რომ ყველაფერი ასე გამოვიდოდა. არ ვამბობ რომ სწორია, მაგრამ ამ დროისთვის ალბათ ასეა უკეთესი, რადგანაც შემთხვევით არაფერი ხდება. ახლა კი შევეცდები მეორე მხარეზე თქვენი ყურადღების მიპყრობას. როგორც მოგეხსენებათ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზები და მიზნები და რა თქმა უნდა ადამიანის არსებობასაც. ლოგიკურად რომ მივყვეთ საერთოდ ამ ბლოგის შინაარსიდან,  აქ დადებული თემებიდან, ლექსებიდან თუ პოსტებიდან გამომდინარე ჩვენი მიზანი  სულიერად განვითარებაა. ეს ნათელია და ამაზე აღარ ღირს საუბარი. გასაგებია რომ ერთმანეთის დახმარების მიზნით ვაკეთებთ ამას.

რაც შეეხება პირადად ჩემს მიზანს, ის სათანადო რწმენის გამომჟღავნებაა და არა გამორჩენა. არც ვინმეს გაოცება მინდა პოსტით ან ლექსით, არც პოეტობა და საზოგადო მოღვაწეობა და არც  ვინმესგან ტაშის,  პატივის,  დიდების მიგება მსურს. შეიძლება ეს ყველაფერი ასე ხდება და მომწონს კიდეც, რადგან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ეს ნორმალურიც კია დღევანდელი “ადამიანისთის“, მაგრამ შინაგანად ამას ვეწინააღმდეგები და და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მივესწრაფვი დიდებას და სახელის მოხვეჭას. .  ახლაც არანაირი სურვილი მაქვს ამას რომ ვწერ და ვამბობ, მაგრამ როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ახსნა მაინც მომიწევდა. მოკლედ, არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს, მაგრამ არც ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემთვის. მეც იგივეს მივესწრაფვი, რასაც თქვენ: სიმართლეს, ჭეშმარიტებას, სიმშვიდეს, თავისუფლებას და სიყვარულს.  ყველას ერთი გზა გვიდევს ჩვენს ერთადერთ მიზათან მისაღწევად და  მე გავაცნობიერე, რომ იმ ადგილს, სადაც ეს ყველაფერია, სასუფეველი ქვია.  მე ქრისტეს სიტყვებიც გავიგე, რომ თქვა თქვენი სასუფეველი თქვენს გულებში ეძებეთო. ჰოდა, მეც მინდა სიმართლე და ვეძებ ჩემს გულში სასუფეველს. ვეძებ, ვეძებ და იქ შფოთია, შურის, ბოღმის , ბოროტების, ტყუილის და რა ვიცი კიდევ რამდენი  უბედურების და საშინელების მეტი რა აღარ ვიპოვნე. …მაგრამ საიდან მოვიდა ამდენი ბოროტება იქ სადაც სულ სხვა რამ უნდა ყოფილიყო, ან მეგონა რომ იყო. ეს მფიტავს და მიდიდებს იმ სიცარიელეს, რომელიც ჩემშია და რომლის ამოვსებას გამუდმებით ვცდილობდი ათასგვარი ამქვეყნიური სილამაზეებითა და სიამოვნებებით, რომელებიც მიპყრობდნენ და მიმონებდნენ, რომ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა და გადის, მით უფრო მაცლის ძალას და მასუსტებს. ამიტომ ხანდახან მიჩნდება ჩემი თავის მიმართ ზიზღის შეგრძნება, რომ აღარაფერი ვთქვა დაუკმაყოფილებელ, უცნაურ და არა ადამიანურ გრძნობებზე. ზოგჯერ ყველაფრისაგან და ყველასგან გაქცევის სურვილი, რომელიც ისე ნელი ტანჯვით მანადგურებს, რომ არც კი ვიცი როდემდე შევძლებ ამის მოთმენას. არა და ვხვდები, მე თავისუფლება მინდოდა და მონა ვყოფილვარ თან ვისი და რისი?! განა ამაშია ჩემი ღირსება, რომლითაც ყველგან მსურდა მეამაყა. განა ამისთვის ვიცხოვრე, ვცხოვრობ, უნდა ვიცხოვრო და მოვკვდე. ვინმემ მითხარით რამე ან გამეცით პასუხი, ამისთვის მოვედი?! მაგრამ ვინ  რას მეტყვის, ჩემს გარშემო ხომ წყვდიადია. თუმცა არის კიდევ ერთი რამ რაც ამ ხნის მანძილზე სულ ჩემთან იყო, რომელსაც მტრად ვრაცხავდი, არასოდეს ვუსმენდი და ფეხს ვაბიჯებდი მუდამ. მას ხომ არასოდეს მიუტოვებივარ, თუმცა არასოდეს მჯეროდა მისი… ეს  ჩემი სინდისია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად  ჩემს გვერდით იყო და მუდამ ჩემს დახმარებას ცდილობდა… მე კი…. სინდისი ეს ხომ თავად ღმერთის ხმაა ჩემში და მხოლოდ ის თუ დამეხმარება, რომ განვწმინდო და გავასუფთავო ჩემი გული, სადაც მხოლოდ სიყვარულის ადგილია და სიყვარულიც ხომ თავად ღმერთია. ჩემი გული სიცოცხლის წყარო, თავად სიყვარულის სავანე… სინდისი ღვთის ხმაა, ღმერთი თავად სიყვარული. რა ნათელია ყველაფერი! დიდება შენდა  უფალო და მადლობა რომ მაპოვნინე შენი და ჩემი თავი. თუმცა ჩვენ ხომ თითქმის ერთნი ვართ. მე შენში და შენ ჩემში! დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე,  ჩემი მიზანი გულის გაწმენდაა ღვთისავე დახმარებით, დედა ეკლესიის შეწევნით,  რათა იქ ადგილი სიყვარულისთვის განვათავისუფლო. მესმის, რომ საკუთარ თავთან, ამ სოფელთან და ბოროტებასთან ბრძოლა ვერ იქნება ადვილი და  უეკლო . თუმცა მე უკვე მარტო აღარ ვარ და  უფალმა ჩემი მტერი და მოყვარე დამანახა. მე მეომარი ვარ ქრისტესი და ამ ბრძოლაში ის შემეწევა. შემეშველებიან წმინდანები სასუფევლიდან და ჩემი მისწრაფებაც ხომ  სულის ცხონება, რათა მათ შევუერთდე და საუკუნო სუფევაში და სიყვარულში ვიყო  სრულყოფილი ღმერთთან, ჩემს მხსნელთან და მამასთან. ამასთან მე არ მავიწყდება ჩემს გვერდით ადამიანები, რომლებიც ისეთივე ღვთის შექმნილი, ღვთის ხატები და მსგავსები არიან როგორც მე. ….რომლებიც ჩემს მსგავსად ეძებდნენ და ეძებენ იმას რასაც მე. ამიტომ თუ რაიმე სარგებელს ნახავთ ჩემგან, მიიღეთ ღვთის სადიდებლად და ერთობით ვაღიარებდეთ, ვადიდებდეთ  და ვმადლობდეთ ყველაფრისთვის მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ბარსელონა

“უძღები შვილი”

Advertisements

7 responses »

  1. ღმერთმა გაგაძლიეროს, ამ დროს ყველაზე მეტად გვჭირდება საკუთარი თავის არა მარტო შეცნობა, არამედ ხელში აყვანა და თვითკონტროლი…მისი უწმიდესობა ბრძანებს: „ვინც დაამარცხებს საკუთარ თავს, იგი დამაარცხებს მსოფლიოს“… ყველაზე დიდი საფიქრალი ჩვენი, საკუთარი თავი…არადა როგორი იოლია ყველაფერი..

    პასუხი
  2. ჩვენ მოგვწონს, რასაც წერ და ამაში ცუდი არაფერია.. ანონიმად დარჩენის სურვილით უკვე დააფიქსირე შენი თავმდაბბლობა და…. პირადად მე, ისევე როგორც ჩემი ბევრი მეგობარი, პატივს ვცემ ამას… არასასიამოვნო გრძნობაა, როცა სულში ხელებს გიფათურებენ… და როცა ადამიანი სულს გაჩვენებს, რა მნიშვნელობა აქვს მის სახელს, თვალის ფერს და სიმაღლეს… რაც გულში გქონდა ხელისგულზე დაგვიდე და არაფერია ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი…
    სულერთია ვინ ხარ,…. ძალიან მომწონს, რასაც წერ და მიუხედავად იმისა, რომ მაინტერესებს, არ აქვს მნიშვნელობა რა გქვია… ბევრის სახელი მცოდნია, მაგრამ ვერ დამინახავს, ვინ იყვნენ…….
    მადლობა გულწრფელობისთვის…. ნინია)

    პასუხი
  3. Martlacda ras gadagekidet “gamochndit”-o,aki vici,rom cnobismoyvareoba codvaa..gana ra arsebiti mnishvneloba aqvs chemtvis vin xart? uwinaresia,tu rogors gxedavt:natels,”qristesmier meomars”,upaltan ertobis madziebels…
    Erti sityva msurs,rom avichemo-mtavari!
    Upalma brdzana:”sasupevlis sakutar gulshi povnaa mtavari”-o..tumca iq qaosi da shpotvaa,(chemtvisac nacnobia es mdgomareoba).mtavari ki sakutari tavis shecnoba da amagleba,cwori gadawyvetilebis migebaa,tu ra gvsurs,vistan gvsurs da sad gvsurs..mere yvelapers upali agvarebs tavad!..
    Shemdgom misi siyvarulit agsavse xmis gagonebac iqneba shesadzlebeli,shentan shesaxvedrad gamomartuls “gulshi rom chaekra”-isic!!!..
    Tqven martali xart,sakutari gulis ganwmenda,masshi siyvarulis dagizgizeba da uplistvis adgilis “gamargvlaa” mtavari da isic ar daayovnebs,mwams!!!..
    Gmertma gagaxarot..ise sigrmiseulad wert,rom tqveni sulieri modzgvris girseuli shvili xart!!!..

    პასუხი
  4. ამ თემაში საკუთარი თავი დავინახეე… სამწუხაროდ… იმიტომ, რომ ძალიან დიდი ცნობისმოყვარეობა მაქვს ამ ადამიანის მიმართ, იმდენადაც კი რომ ვერ ვმალავ…
    მოკლედ ის მინდა ვთქვაა რომ ჩემი თავი აღმოვაჩინე აქ…
    მაგრამ არ ჩავეძიები არაფერსს, მთავარი ისაა რომ ამ ადამიანმა წეროს ჩვენ ხომ მოგვწონს ის რასაც წერს,… მე პირადად დიდი გულშემატკივარი ვარ!!!

    მარიამი

    პასუხი
  5. ისე…. ფარისეველი ვარ მე ცოტათი))))) მეც გეძებდი გუშინ))) მრევლში)))) მაპატიე…. ***** ჯერ ვერ გიპოვე, მერე ვიღაც მეგონე))) პატივს კი ვცემ შენს გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ… მაგრამ მეგონა შეგხედავდი თუ არა მაშინვე გიცნობდი))) ეხლა გაგეცინება რომ შეგხედავ და გიცნობ)))))))))))))))) თვალს თუ ამარიდებ, მაგაზეც გიცნობ… ერთი სიტყვით მერიდე))))))) მაგრამ მაგაზეც შეიძლება გიცნო ))))
    ვხუმრობ… სულ არ შევხედავ არავის, თავდახრილი ვიდგები, ოღონდ არ შეწუხდე ))) კიდევ ერთხელ ბოდიში, რომ გეძებდი…. *******

    პასუხი
  6. dzalian momewona kargia rom gadawkvitet da gamoaqveknet, aseti temebi ar unda darches taroze da ptveri daedos da imedia kidev bevrs vnaxavt tqvengan temebsac da leqsebsac, kargi iqneba tu gaagdrzelebt aseti temebis da leqsebis gamoqveknebas upro aqtiurad, piradat did madlobas gixdit da momitevet.

    პასუხი
  7. ar vici vin xar…magram erti vici rom dzalian momcons is rasac aketeb…da mikevi im cheshmarit gzas romelic ase kargad shegicniaaa….

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: