RSS Feed

ფარისევლობა

ჩვენ სულში ისევ ომია ცივი,

ბნელეთი ებრძვის ისევ სამყაროს

დრო მეორდება სახეშეცვლილი,

ფარისეველნი ვინ უნდა თვალოს?!

სიბნელეს შუქის ჩრდილები გასდევს

მთვარე ღრუბლებში სამალავს ეძებს,

ამ ღამეს ისევ მოყვასი გასცეს

სანაცვლოდ გამცემს დაჰპირდნენ ედემს.

წყვდიადში ისევ ტკივილი მეფობს,

გზის პირზე ისევ თესავენ საროს

კოცნით ყიდიან ღმერთს როგორც ერთ დროს,

რომ ვერ არკვევენ, მართალს და სანდოს.

ვერცხლს ისევ ისე ფასი აქვს დიდი,

ოქროთ ნათლავენ ჟანგიან რკინას

ვინ გაამართლოს ამდნი ფლიდი,

როცა მართალი სამსხვერპლოდ გმინავს.

ირგვლივ წყვდიადში ირევა ბევრი

ვითომ ეძებენ გასასვლელს ცაში?!

მტვრისგან შექმნილი კვლავ რჩება მტვერი

და ვერ არკვევენ საქმეა რაში.

 

ბარსელონა

“უძღები შვილი”

2011

Advertisements

One response »

  1. დრო მეორდება სახეშეცვლილი
    ფარისეველნი ვინ უნდა თვალოს???

    ეჰ… მართლაც… და

    მარიამი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: