RSS Feed

მიწა და მტვერი

ვიქნები მიწა ანდა ის მტვერი,

ქრისტეს მხედარი, რომ იყრის გულზე

სადამდეც შევძლებ რწმენის დამცველი

უფლის ხატის წინ მლოცველი მუხლზე,

ანდა ვიქნები ვინმე უპირო,

წყვდიადს სიჩუმით ავუგებ ანდერძს

თუ თავს განკითხვა ვერ დავუპირო,

მაშინ წაერთვეს სიწმინდე აზრებს.

ვიქნები შვილი დედა ტაძრისა

თქვენთვის მოყვასი ძმური სახელით,

გულში ნუგეში სითბოს აღძვრისა

და სიყვარული ჩუმი გამხელით.

მიყურეთ ისე, როგორც წაქცეულს

და ნუ შემაქებთ მადლობის შემდეგ

მეც სამოთხიდან ვგავარ გაქცეულს,

წამით ამ სოფლის ზღურბლზე რომ შევდექ.

გთხოვთ ნუ მიკითხავთ, ვინა ვარ ახლა

მერე ისედაც მომიწევს შეცვლა

აღარ სჭირდება სულს ფარდის ახდა,

უკვე ცის შუქის მცირედი შეწვდა.

ვიქნები ვინმე სისველე გრძელი,

სინანულიდან აღმდგარი ცრემლის

განსაღმრთობელი ღვთის ხატი ძველი

შექმნილი წამში, სატანჯად წლების.

ვიქნები ყველაც, სულ არავისში

თქვენთან ვიქნები სულ, შორი-ახლოს

და ღვთის დიდებას მეც არ ავიშლი

მანამდე სანამ ჩემს გულში სახლობს.

ბარსელონა

“უძღები შვილი”

29.01.12

Advertisements

6 responses »

  1. ეს სულ ახალი დაწერილია….

    პასუხი
  2. ვიქნები ყველაც, სულ არავისში

    თქვენთან ვიქნები სულ, შორი-ახლოს

    და ღვთის დიდებას მეც არ ავიშლი

    მანამდე სანამ ჩემს გულში სახლობს.

    ამას გამოვარჩევ… ძალიან მომწონს… ეს ადამიანი თავისი შემოქმედებით გვეუბნება რომ ჩვენთან ძალიან ახლოს არის…!!!

    მარიამი

    პასუხი
  3. ახალი პოსტი ცნობისმოყვარეობაზეა სწორედ. არ უნდა უთხრა ლანა ასეთი რამ. პატივი ეცი ადამიანის თავისუფალ ნებას… წაიკითხე პოსტი და შემდეგ….

    პასუხი
  4. რა გულის ამაჩუყებელი ლექსია, დიდი მადლობა!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: