RSS Feed

პასუხისმაგიერ

ხან გალაქტიონს მამგვანეს,

ხან კი ფშაველის ლექსსაო,

ქურდობა ცოლად მამგვარეს

ცუდსაც ფიქრობენ ბევრსაო.

ეგ ის არ არის ვისაცა,

ღმერთის ხსოვნა აქვს გულშიო,

ტაღებს აქაფებს ზღვისასა

სიტყვებს ამატებს თქმულშიო.

თორემ იტყოდა ვინც არი

ვითომ სიმდაბლით მოსულა,

ვინ თოვლია და ვინ ცვარი

და ვინ ორგულ და ორ სულა.

რა ვთქვა, რა მეთქმის უთქმელსა

თქმულიც გამიხდა თავსატეხ

გულს ვაბლახებ უტყ ველსა

თუმცა გზა სულ სხვა დავსახეთ.

უპასუხობა ვარჩიე 

პასუხსა მკაცრსა, მტკენელსა

ბევრს უგულობა ვამჩნიე,

თან სხვისი გულის მკვლეველსა.

მმხილებელი მყავს სინდისი

მსაჯულად ღმერთო შენა გცნობ,

არ მესმის არსი იმ მთისი,

რაც არა ჩანს და ვერცა ვგრძნობ.

ბარსელონა

„უძღები შვილი“

19.01.2012

Advertisements

5 responses »

  1. galaqtionic da vajac namdvilad misabadzi poetebi iyvnen,magram tqveni shemoqmedeba mtlianad sulierad aris gamschvaluli da radikalurad gansxvavdeba braldebebisgan:)) jansagi kritika yoveltvis sasargebloa,magram aset usamartlobas momcons, rom upasuxod tovebt.rchevad ar miigot,ubralod chemi azri gamovtqvi:)tqveni yvela leqsi momcons da dzalian axlos modis chem sultan.me ki mgonia rom tqveni leksebi gansxvavebuli,axali da dzalian saineresoa.me tqveni ertguli mkitxevi var da davelodebi tqvens axal leksebs:)upalma daglocot da gagadzlierot!

    პასუხი
  2. მე თუ მკითხავთ, ეს ცუდი არაა თუ ამ დიდ მგოსნებს შევედარებით, მაგრამ გააჩნია, როგორც ამბობენ თქმასაც და შედარებასაც სწორი გამოხვატვა უნდა ისე, რომ ადამიანს გული არ ვატკინოთ….
    წარმატებას ვუსურვებ ამ ადამიანს, შემართებით და მონდომებით!
    მე პირადად ასეთი სულიერება სხვა არც ერთ პოეტში არ დამინახავს და თუ ვცდები მზად ვარ მივიღო შენიშვნა ჩემს ასეთ გამოსვლაზე…

    მარიამი

    პასუხი
  3. ალბათ გახსოვთ ეს ყოველივე, საკვირაო გაკვეთილზე დაიწყო, როდესაც პირველად წაგიკითხეთ „უძღები შვილის“ ლექსები….წარმატებები ჩვენს „უძღებ შვილს“…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: