RSS Feed

უპოვარი

წყალწაღებულმა უკეთ იცის ხავსის იმედი,

როგორც ღატაკი დააფასებს ნაპოვნ მონეტას,

მილიონებად შეფასდება სიკეთის წვეთი,

როცა უდაბნოდ გადააქცევ გულს და გონებას.

ყველაზე უკეთ მაწანწალა ლოთი მიხვდება

უეცრად ნაპოვნ თავშესაფრის გემოს და სითბოს,

ცოდვის ტვირთის ქვეშ გასრესილი ადამიანი

პირველად ხმეულ პურს და ღვინოს სხვაგვარად იგრძნობს.

სხვა ფერი ადევთ ზამთრის მთებში ედელვაისებს,

სხვა ტკივილია უდაბნოში მირაჯის ხილვა,

ამდენ ღალატის და ტკივილის ოკეანეში

სხვა ძალა მოსდევს უფლისაგან დათესილ სიტყვას.

სულით ლტოლვილმა დავაფასე გახსნილი კარი,

და უპოვარმა საგანძურად ვრაცხე მონეტა,

ჩემი ვაშენე ოაზისი ვრცელ უდაბნოში

მე ვპოვე შვება, დასასრული ჩემმა ომებმა….

 

 

 

Advertisements

2 responses »

  1. magaria …ramdeni ragac gigrdzvnia yochag:* lipo

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: