RSS Feed

პირველი აღსარება

ბავშვობაში ხშირად ვხდებოდი ავად და მიწევდა ნემსის გაკეთება, რაც ნამდვილი წამება იყო ჩემთვის. წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ხევდა ჩემს კანს უცხო სხეული, როგორ მერჭობოდა რკინა და ამას მთელს სხეულში გაფანტული წამლის სიმწარე მოსდევდა. ნამდვილი ბრძოლის გადატანა უწევდათ დედას და მამას ჩემს გასაკავებლად. დედა მთხოვდა, კუნთი მომედუნებია, რომ უფრო მეტად არ მტკენოდა. როცა ვხვდებოდი, რომ მათგან გათავისუფლებას ვეღარ შევძლებდი, ვცდილობდი მოვრეოდი საკუთარ თავს და დედასთვის ნემსის გაკეთების საშუალება მიმეცა.  ერთხელად დედა დაიღალა და შემეშვა. ოთახიდან გასვლისას მითხრა, რომ მთელი მკურნალობა წყალში ჩამეყრებოდა, თუ ერთ ნემსს  მაინც გავაცდენდი. ნახევარი საათის მოთქმის მერე მე თვითონ დავუძახე და ვთხოვე დაემთავრებია დაწყებული საქმე. ერთადერთი, ვისაც მაშინ მოვერიე, მევე ვიყავი და მივხვდი, ყველაზდე მძიმე ბრძოლა სწორედ ეს იყო. ამის მერე ვცდილობდი მორჩილ პაციენტად გადაქცევას.  დაახლოებით შვიდი წლის ასაკში პირველად დავაფასე არჩევანის თავისუფლება და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ნემსების და საავადმყოფოების მტრად დავრჩენილვიყავი..  ეს ისე, დაზუსტებისთვის))))

ახლა ზუსტად ასეთი შეგრძნება მაქვს…. მესმის მამა ლუკას მელოდიური ხმა…. ყველა სიტყვაში გულს და გონებას დებს ლოცვისას. გადამდებია მისი სიმშვიდე და რწმენა. სხვანაირად ვერ შევძლებდი საკუთარ თავში ქექვას და ყველა ტკივილის გულიდან ფურცელზე გადმოტანას. მუხლებზე მიდევს პატარა ლოცვანი, რომელიც ჩემს ყველა ცოდვას იტევს, 26 წლიან შეცდომებს და სირცხვილით ვიწვი. აქამდე რომ შევდგომოდი უფლის გზას ახლა ყველაზე მძიმე ცოდვები აღარ იქნებოდა ჩემს ჩამონათვალში.

ჩემი ერთი ნაწილი მომიწოდებს სკამზე, რომელზეც ვზივარ  დავტოვო  წერილი სიტყვებით: ,,მაპატიეთ, არ შემიძია,, მივუდო გვერდით მარიამის ლოცვანი და და უკან მოუხედავად გავიდე ტაძრის კარებიდან. მეორე ნაწილი კი სიტყვიდან სიტყვამდე მამშვიდებს და მახსენებს ჩემს დევიზს: ,,შემდგარი ფაქტის უარყოფა არ შეიძლება,,  ზუსტად ვიცი, რომ ახლა გაქცევა არ არის გამოსავალი. პირიქით საკუთარი თავის სიძულვილში და მრისხანებაში ჩავლპებოდი, როგორც პიროვნება.. ახლა რომ წავიდე დაიკარგება ისიც, რაც ადამიანური შემრჩა და ვერაფერს შევქმნი ღირებულს, ვერც სარგებელს მოვუტან ვერავის… მამა ლუკასთვის და აქ შეძენილი მეგობრებისთვის კი ეს იქნებოდა ნამდვილი იმედგაცრუება. კიდევ ერთხელ გავუცრუებდი იმედს ადამიანებს და ვეღარც  საკუთარი თავის პატივისცემის მოპოვებას შევძლებდი .

მარიამმა მოირბინა ჩემთან და კიდევ ერთხელ მომიწოდა, ცოდვების ჩამოწერა დამეწყო. დაბნეულმა შემომხედა, როცა დაინახა წიგნაკში მთელი მოთხრობა და დახურული ლოცვანი. დავამშვიდე, მალე დავიწყებთქო და ლოცვანი გადავშალე. პირველი სიტყვის ამოწერისთანავე მივხვდი, რომ აღარ გავიქცეოდი და ჩემი ტაძარში ყოფნა და აღსარებისთვის მზადებაც მივიღე, როგორც შემდგარი ფაქტი. მეშინოდა, მცხვენოდა და მტკიოდა ყოველი ცოდვა, რომელის გადატანაც ფურცელზე მიწევდა. მაჯაზე ვიწერდი იმ გვერდების ნომრებს, რომლებზეც სიტყვების მნიშვნელობას ვერ ვარკვევდი. ვაანალიზებდი თითოელულ მათგანს და ვცდილობდი, არაფერი გამომრჩენოდა. ასე გამოვიდა  ჩემი მომცრო წიგნაკის 6 თუ 7 გვერდი და აღსარების მთქმელთა რიგისკენ გადავინაცვლე. გამახსენდდა, რომ ასეთ შემთხვევებში აღსარების წინა ლოცვებს ამბობენ და ლოცვანი ისევ გადავშალე…

ეს იყო საოცარი გრძნობა… ლოცვის პირველივე სიტყვებიდან გავაცნობიერე, რას ნიშნავს სიტყვა სინანული და რატომ იხდიან მორწმუნეები მადლობას განსაცდელისთვის. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა და დავინახე სულ წვრილმანი ცოდვებიდან დაწყებული ჩემი ყველაზე დიდი შეცდომებით დამთავრებული. არ ვიყავი არც მსხვერპლი და არც მონაწილე. მე თვითონ ვიყავი მთავარი პირი ჩემს ცხოვრებაში და შევძელი პასუხისმგებლობა ამეღო ჩემს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე. იმდენად ახლოს ვიყავი უფალთან, რომ მერცხვინება კიდეც ამ გრძნობის აღწერა. თავი ახლაც კი არ მიმაჩნია ამ სიახლოვის ღირსად, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორ მამხნევებდა და მეხმარებოდა რაღაც აქამდე უცნობი ძალა.  იმდენად ცხადი იყო კავშრი რაღაც უზომოდ ამაღლებულთან და დიდთან რომ მზად ვიყავი დარჩენილი ცხოვრება გამეცვალა ჩემი ცოდვების აღმოსაფხვრელად და პატიების მისაღებად. მინდოდა ვყოფილვიყავი ღირსი პატიების და ჩემი სინანული იყო ყველაზე დიდი და ნამდვილი ბედნიერება, რაც კი აქამდე განმიცდია. ცოდვილი შვილი გრძნობდა მამის სიყვარულს და ნუგეშს. ვიცოდი, რომ ეს იყო ჭეშმარიტი სიყვარული და მე აღარ ვიყავი მარტო. ვნანობდი ყოველ არასწორად ნათქვამ სიტყვას… ტკივილს, რომელიც ადამიანებს ნებით თუ უნებლიედ მივაყენე… ჩემივე ხელით დანგრეულ საკუთარ იდეალებს… ღმერთისგან შორს გატარებულ ყოველ წამს… ათასჯერ უარყოფილ ერთადერთ სიმართლეს… იმას, რომ ვერასოდეს დავინახე უფლის წყალობა… არცერთი წამით ჩემგან წასული მამა, რომელიც ხელებგაშლილი ელოდებოდა ყოველ ნაბიჯს, რომელსაც თოთო ბავშვივით ბორძიკით ვადგამდი მისკენ…. მისი სულგრძელი და უსასრულო სიყვარული მაშინაც კი, როცა მე საყვედურებით ვავსებდი და ვადანაშაულებდი ჩემი ტკივილის გამო… იმ ტკივილისთვის, რომელიც საკუთარ  თავს მევე მივაყენე, მიუხედავად მისი უმრავი გაფრთხილებისა…. არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას იმას, რის თქმასაც ამა თუ იმ ფორმით ცდილობდა ჩემთვის…. ახლა კი მისი ძალა მეხმარებოდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში… მე პირველი აღსარებისთვის სინანულით და მადლიერებით სავსე გულით ვემზადებოდი.

საუკუნედ გაიწელა რამდენიმე წუთი, როცა მამა ლუკა ჩემს მიცემულ ფურცლებს კითხულობდა. გული მკერდიდან ამოხტომას ლამობდა და შეუჩერებლად ვიტროდი, მაგრამ არც მიცდია ცრემლების შეკავება. გულში  ჩაკირული დარდი, ტკივილი და სიმძიმე თვალებიდან მეღვრებოდა. ამდენი ხნის ჩაგროვებული უკეთურება გამოედინებოდა ჩემგან და არც მსურდა და არც შემეძლო ამის შეჩერება. მე გახსნილი ვიყავი სინანულის და უფლის სიყვარულის მისაღებად. მწამდა და მჯეროდა იმის სისწორის, რასაც ვაკეთებდი და ეს იყო ჯილდო ჩემი გამბედაობისთვის. საცოდავმა იდეალისტმა იპოვა ახალი საყრდენი, მიზეზი და მიზანი და ამად ღირდა ცხოვრების გაგრძელება….

მოძღვარმა გამამხნევა, მითხრა რომ უფალი ხედავს სინანულს და მიუტევებს მათ, ვინც გულით ითხოვენ. რამდენიმე წუთი მშვიდი და დაბალი ხმით მესაუბრებოდა. ეს პირველი აღსარება იყო ჩემი და არ ვიცოდი, რას მეტყოდა, როცა მის წინაშე ნიღაბჩამოხსნილი, ნამდვილი და მანკიერი სახით დავდგებოდი. გამკიცხავდა თუ არა მისი ადამიანური ნაწილი, დამტუქსავდა თუ არა, როგორც სასულიერო პირი…. დავიჭერდი თუ არა მის ხმაში თუნდაც უნებლიედ გაპარულ საყვედურს ან სიმკაცრეს მაინც…. მაგრამ მისი ხმის ტონი, საუბრის მანერა იყო დასტური იმის, რომ ტაძარში ყველა იპოვის თავის წინ მიტევებას, ნუგეშს და სიყვარულს… როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი ცოდვები, ვერასოდეს გაუთანაბრდება უფლისმიერ სიყვარულს ჩვენს მიმართ, მის განუზომელ პატიების უნარს…. ეს ყველაფერი მოძღვრის ხმაში  ისმოდა… მომეჩვენა, რომ ჩემზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ განიცდიდა იმ ტვირთის სიმძიმეს, რომელიც მე გავუზიარე და კიდევ…. ჩემზე მეტად ახარებდა ის ფაქტი, რომ მე ნამდვილი სინანულით ვიყავი სავსე და ოდესმე ნამდვილ პატიებასაც დავიმსახურებდი….

მეორე დილით ნამდვილი ბედნიერება მოვიდა. მე ისეთივე ვიყავი, როგორც წლების წინ. არ მეშინოდა ადამიანების და იმის გამოხატვის, რასაც გვრძნობდი. ვეფერებოდი და ნამდვილი ოჯახის წევრებად აღვიქვამდი სრულიად უცნობ ადამიანებს. ყოველი მათ ნაკვთი, საუბრის მანერა და ხასიათიც კი ნაცნობი იყო ჩემთვის. გარკვეული დროის მანძლზე დაკარგული შეგრძნებები დაბრუნდა და მე ისევ მიყვარდა ადამიანები… მიყვარდა უანგაროდ და მთელი გულით, ისე როგორც ადრე შემეძლო… სულიერი მხნეობა, სიმსუბუქე და გულიდან მოშრებული მტანჯველი ტვირთი… და ამის მისაღწევად უბრალოდ თვალის გახელა და უფლისთვის მინდობა იყო საჭირო…

რაც შეეხება მოძღვარს… რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, წინა დღით ჩაბარებულ აღსარებას არ შეუშლია ხელი ჩემთვის მასთან ურთიერთობაში.., უფრო პირიქით, ამ ურთიერთობის შედეგი იყო სიმშვიდე, რომელიც როგორც იქნა მეღირსა და იმედი, რომელსაც აღარ შეველევი)))

მისაბაძ მაგალითად მე არ გამოვდგები, მაგრამ იმედია ვინმეს მაინც გამოადგება გამბედაობის მოსაკრებად ჩემი გულწრფელობა, რაც არ იყო ადვილი… არის მომენტები, რომლებსაც ადვილად ვერ  იმეტებ გასაზიარებლად და არც სწორი სიტყვების პოვნაა ადვილი ))))

ღმერთი ჩვენსკენ ძვირფასო მეგობრებო…. მიყვარხართ))))

ნინია

Advertisements

15 responses »

  1. არცერთი კომენტარი არაა, რას მივაწეროთ??? არადა ნამდვილად ვერასოდეს უკეთესს თემას ვერ ნახავთ, მათ ვისაც აქვს გამოცდილი განცდა პირველი აღსარებისა ეს იციან.ამ თემამ ჩემი პირველი აღსარება გამახსენა, თვალწინ დამიდგა ის დღე, ის ტაძარი, ჩემი პირველი მოძღვარი, მისი საუბარი, ნდობის გამოცხადება…. რაღაც სხვა ახალი განცდა და შეგრძნება, რასაც მაშინ ვერ ვცნობდი და არ მქონდა გამოცდილი, მაგრამ ძალიან, ძალიან მიხაროდა. მიხაროდა ალბათ ის, რომ მე ჩემი პირველი აღსარებით ძველ ცხობრებას დავუსვი წერტილი და ახალი დავიწყე, ალბათ კიდევ სხვა რაღაც, რაც შემდგომ გახდა ჩემთვის საცნაური….. ტაძრიდან მარტო წამოვედი და რაღაც საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი,საოცარი განცდა იყო რაღაც საოცარი. დიდი ხანია არ გამხსენებია ჩემი პირველი აღსარება13 წლით დავბრუნდი უკან ახალგაზრდობაში…..უფალს ვთხოვ, რომ ყველამ განიცადოს ეს სულიერი სიხარული, რასაც ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან სიახლოვით განიცდის. და ეს სიახლოვე ყველაზე მეტად სინანულის დროს იგრძნობა, მაგრამ არ ჩანს..მადლობა ნინიას, თავიდან განვიცადე ყველაფერი… დაგლოცოს და გაგახაროს უფალმა. მარად უფლის სიახლოვეს ყოფილიყავი…..მეგობრებო აიღეთ მაგალითი ნინიადან…კეთილი სურვილებით….

    პასუხი
  2. Shesanishnavia…Mtavaria sinanuli gecvios da Ufali iseti mocyalea,yvelafers shegindobs,”Pirvandel xarisxshi agiyvans” da “gabednierebs”! Aki momdevno dilitve gangacdevina is bavshvuri siyvaruli,romlitac mteli chveni mrevli giyvarda!!!
    Udidesi sixaruli da agmafrena geufleba pirveli agsarebis shemdgom,es dge (vfiqrob) yvelasatvis dauvicyaria,iseve rogorc pirveli ziareba!!!! Ra bednierebaa rodesac suli simshvides povebs da Uflis siyvaruls sheigrdznobs!!!
    Chveni modzgvari ki,ar mogchvenebiat,martlac xarobs titoeuli monanulis agsarebit,is tanaziari (am sityvis sruli mnishvnelobit)xdeba chveni codvebisa,agsarebis tqmis shemdgom,(radgan codvis1/3 mastan rcheba)igi chvenze metad ganicdis da xarobs chveni sixarulit,radgan man, “mxoloman”ucyis tu rogor migviyvanos ufaltan!!!
    GMERTMA GANGACDEVINOS CHESHMARITI SIXARULI DA SULIERI SIMSHVIDE MOGAPOVEBINOS!!!

    პასუხი
  3. sityvebit ver gadmogcem im gancdas rac vigrdzeni rodesac yovelive shens mier dacerils vkitxulobdi.. cremebs ver vikaveb.. es didi emociis bralia da didi sixarulis.. shen shedzeli gepovna cheshmariti gza simshvidisaken.. gulit visurveb rom mec shevdzlo amis gaketeba… da iseve gulit movinanio yvela codva rogorc shen shedzeli es.. upalma gagadzlieros… miyvarxar dzalian…

    პასუხი
  4. მე ვტიროდი და ძალიან მეშინოდა,სულ ვკანკალებდი მაგრამ შემდეგ ისეთი სიმშვიდე დამეუფლა არვიცი საოცარი გრძნობა იყო,ისეთი მსუბუქი და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ

    პასუხი
  5. კარგია, მომეწონა ძალიან.

    პასუხი
  6. shens yvela sityvashi sruli gulcrpeloba chans ninia,gaviziare sheni sixaruli da chemic tavidan bolomde gamaxsenda:)martalia me shengan gansxvavebit pirveli agsarebidan didi shualedis mere ganvicade namdvili sinanuli,da me,is agsareba mimachnia pirvelad,romelic tkivilit vtqvi da sinanulma mimiyvana…shemdgomi bedniereba martlac enit augcerelia,tavidan davibade ase megona.madloba upals,rom iq mimiyvana,sadac iyo chemi adgili da is mapovnina,visma satnoebamac chemi suli shedzra da imedi chamisaxa,imedi “gadarchenisa”…..
    sachiro dros,sachiro adgilas agmochndi mgoni “chemsavit” da gmertma gagadzlieros!

    პასუხი
  7. მართლაც რომ სიტყვები არ მყოფნის ……. ძალიან მომეწონა
    ძალიან მიყვარხარ
    ღმერთი შენსკენ

    პასუხი
  8. ამ თემის წაკითხვის შემდეგ, ჩემს ჩაბარებულ აღსარებებს გადავავლე თვალი და მივხვდი, რომ შეგრძნება პირველი აღსარების დროს სულ სხვა იყო, თითქოს თოთო ბავშვივით ჩაუვარდი მამაოს ხელებში, ავქვითინდი და ჩემივე ცრემლებით განვიწმინდეო. ეს გრძნობა ყველაფერზე აღმატებული იყო და არის, არის მაშინ როდესაც შენ თვითონვე ხვდები, რომ აბარებ აღსარებას სულით და გულით, გრძნობ შენი ცოდვების სიმძიმეს, ყველაზე უღირსი და უკანასკნელი გგონია საკუთარი თავი და შენზე ცოდვილი სხვა არ წარმოგიდგენია… ფრიად აღმატებულია ეს გრძნობა, მაგრამ ვაი, რომ ჩემს შემთხვევაში დიდხანს არ მიმყვება.
    ხანდახან ამ მადლს ეკლესიის კარებშივე ვტოვებ და გამოსული უკვე ახლიდან ვიბილწავ სულს…
    ყველას ვუსურვებ აღსარების შემდგომ ამ მადლის მიღებას მის მოვლა-პატრონობასა და შეარჩუნებას!!
    ვგონებ და ვიმედოვნებ , რომ არ ვცდები, თემამ ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, თითქოს ნინოს ეს მადლი მეორე დღემდე გაჰყვა და უცნობსა თუ ნაცნობს ისეთივე სიყვარულითა და სასოებით ეპყრობოდა როგორც ვისურვებდით, თითოეული საკუთარ თავზე….
    ღმერთი არს ჩვენს შორის!!!

    მარიამი

    პასუხი
  9. მეგობრებო, გულწრფელად მიხარია, რომ მოგწონთ… იმედია, ჩემი ყველა მეგობარი ისურვებს განიცადოს იგივე… ცხოვრება სხვა ფერი ყოფილა, როცა ტაძარში ხარ… ერთადერთი ადგილია, სადაც სული ზეიმობს… მინდა, რომ გჯეროდეთ სასწაულის და უფრო მეტიც, მინდა რომ იგრძნოთ თქვენს შიგნით მისი რეალურობა. ვერ ირწმუნებ და ვერ გაიაზრებ ბოლომდე, სანამ არ გააკეთებ ამას… უფალი ჩვენთანაა, მაგრამ ცოდვით დამძიმებული სული ვერ ხედავს მას, სანამ არ ისურვებს ცოდვებისგან გათავისუფლებას.. ვისაც გიყვართ თავისუფლება და გინდათ იგრძნოთ იგი უნდა გადადგათ ნაბიჯი უფლისკენ. სხვა ყველაფერი თამაში ყოფილა…..
    მსგავს თემებზე წერა არ მეხერხება და მეშინოდა, როგორ მიიღებდით ამ პოსტს… მადლობა ყველას….
    მამა ლუკა, ბედნიერი ვარ რომ უფალმა თქვენს სამრევლოში მომიყვანა…. მადლობა მოთმინებისთვის და საერთოდ…. მადლობა ყველაფრისთვის…..

    პასუხი
  10. “საუკუნედ გაიწელა რამდენიმე წუთი, როცა მამა ლუკა ჩემს მიცემულ ფურცლებს კითხულობდა. გული მკერდიდან ამოხტომას ლამობდა და შეუჩერებლად ვიტროდი, მაგრამ არც მიცდია ცრემლების შეკავება. გულში ჩაკირული დარდი, ტკივილი და სიმძიმე თვალებიდან მეღვრებოდა. ამდენი ხნის ჩაგროვებული უკეთურება გამოედინებოდა ჩემგან და არც მსურდა და არც შემეძლო ამის შეჩერება. მე გახსნილი ვიყავი სინანულის და უფლის სიყვარულის მისაღებად. მწამდა და მჯეროდა იმის სისწორის, რასაც ვაკეთებდი და ეს იყო ჯილდო ჩემი გამბედაობისთვის. საცოდავმა იდეალისტმა იპოვა ახალი საყრდენი, მიზეზი და მიზანი და ამად ღირდა ცხოვრების გაგრძელება…” mec shentan ertad vtirivar….codvebit damzimebuli warvsdgebi uflis winashe,radgan dgemde ver movaxerxe agsarebis tqma…

    პასუხი
    • მიპოვე ნეტოჩკა???? ))))) დაბრუნების მერე გეძებდი…. ვერე გიპოვე…. ფბ მომწერე, აქ ნუ დაწერ თუ მიცნობ… მენატრებოდი…. *******

      პასუხი
  11. memgoni bevri qristianistvis nacnobia is gancda rac niniam ganicada…chemze am chanaxatma dzalian imoqmeda…mec iseve rogorc kvelas gamaxsenda pirveli axsareba da is sixaruli ramac shemamsubuqa…mdlob ninia….

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: