RSS Feed

*** *** ***

დააკვირდით მზესუმზირას: რა იზიდავს მას მზისკენ ისე, რომ ყოველთვის იმ მიმართულებით იხრება საითაც მზეა? მზეშია მცენარის სიცოცხლე, როდესაც მზესუმზირა მზეს არ უცქერს, ეს იმის ნიშანია, რომ მისი ფესვები ჭიებმა გამოხრეს და მცენარე ჭკნება. შეხედეთ აალებულ ცეცხლს, რატომაა რომ იგი ყოველთვის ზევით მიისწრაფის? ეს იმიტომ ხდება, რომ მისი სტიქია მიწაზე მაღლაა, როცა ალი ზეცისკენ არ მიისწრაფის ეს ნიშანია იმისა,  რომ ცეცლხს კვება აკლია და იგი ქრება. ასევეა ქრისტიანისთვის ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლი, რომლის შესახებ ისეო ქრისტე საუბრობს (ლკ.12,49) და რომელიც მასში ყოველთვის ცისკენ უნდა მიისწრაფოდეს და თავისთან ერთად მასაც მიწიერიდან უფლისკენ მართანვდეს, არის ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისა: სადაც ეს ცეცხლი ჩაქრა, იქ არც ასეთი ცხოვრებაა. (სულიერი მდელო) სწორედ ეს არის, ჩვენი ემიგრანტების მიზეზიც… ჩვენში ჩაქრა სულიერი და ღვთაებრივი ცეცხლი როდესაც, სულიერი და ზნეობრივი შეცვალა მატერიალურმა, თუნდაც უზნეობის ფასად… სწორედ ამან აქცია ემიგრანტად ასიათასობით თუ მილიონობით ქართველი და ალბათ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ სულიერზე და ღმერთზე ფიქრმა და სიყვარულმა უნდა დაგვაბრუნოს სამშობლოში… არა ძალით, არამედ ნებით არა მწუხარებით, არამედ სიხარულით. უცნაურია პარადოქსია მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე მაიფიქრებელი კაცი იხდის საფასურს იმისთის, რომ დატოვოს ოჯახი, სამშობლო, საყვარელი ადამიანები და სატანჯველად წავიდეს უცხო ქვეყანაში თავისი საკუთარი ნებით, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდით, კუჭს, სიმდიდრესა  და ფუფუნებას დამონებული… ამას ქვია ემიგრანტობა? იქნებ უგუნურება? იქნებ უსუსურობა? იქნებ სიმხდალე? ალბათ, კი ვარ უგუნურიც, უსუსურიც და მხდალიც, რომ არ შემიძლია გაჭირვების დათმენა. ანდა შეიძლება გაჭირვების დათმენა უღმერთოდ? ანდა მარტო გაჭირვების? ან უღმერთოდ შეიძლება კი კეთილდგეობაზე, ბედნიერებაზე ფიქრი? ნუღარაფერს მკითხავთ რადგან მარტივად შემიძლია გიპასუხოთ ყველაფერზე, რომ არ ვიცი თუმცა, გასაგებია რომ ეს არ მამართლებს, მაგრამ ნიშნავს რომ თავსაც არ ვიმართლებ და სადღაც გულის სიღრმეში ვაღიარებ კიდეც, აქამდე დაშვებულ შეცდომებს. ამიტომ თუ მცირედი სინანული მაინც შემამჩნიეთ, ნუღარ განმიკითხავთ ჩემი დაშვებული შეცდომების გამო “ემიგრანტს”, უკეთეს შემთხვევაში მამხილეთ და უკეთ დამანახეთ სად შევცდი, შემდეგ მანუგეშეთ და მაჩვენეთ სწორი გზა და გთხოვთ ნუ იქნებით მხოლოდ გზის მაჩვენებელი,  არამედ  ჩემს წინ იარეთ, თქვენი მაგალითით, არა მხოლოდ თქვენი სიტყვებით და ნააზრევით, ანდა სტატიებით და თემებით არამედ საქმით. მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ ამჯერად, შევეცადე მცირე რჩევა, თხოვნის ფონზე მომეცა. თუმცა უპირველესად მოძღვრის კურთხევა უნდა იყოს წესიც, კანონიც და მოქმედების საზღვარიც. აქამდე დადებული თემების, ჩანახატებისა თუ ლექსებისთვის მადლობას გიხდით და წარმატებას გისურვებთ… ნუ იფიქრებთ, რომ ცოტანი ვართ ისინი ვინც, ენაზე , მამულზე და სარწმუნოებაზე ვფიქრობთ. წმინდა მამათა გამოცდილებით, ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების საფუძველი, უპირველეს ყოვლისა მართალი სარწმუნოებაა… ამიტომ გისურვებთ მორჩილებას, უპირველეს ყოვლისა დედა ეკლესიისა და მოძღვრისა.. “რათა მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით ვცხონდეთ” ის ბედნიერებაც, სიხარულიც, სიმშვიდეც, სიყვარული, სიკეთე და კეთილდღეობაც რასაც ვეძებდით და ვეძებთ ალბათ დამეთანხმებით, ღმერთთან მყოფობაშია…უღმერთოდ კი როგორც მამები ამბობენ: ყველგან დევნა და გადასახლებაა.

შენდობას გთხოვთ თუ ზედმეტად დამრიგებლური თხოვნა გამომივიდა, მაგრამ ყველა ადამიანი მასწავლებელიც არის   მეორესთვის  და მოსწავლეც ნებსით თუ უნებლიეთ, ან საქმით ან სიტყვით. მთავარია ამის უფლებას თავს ან ამპარტავნებით, ან სხვაზე უკეთესად გამოჩენის მიზნით, ან ვინმეს შეურაწყოფის მიზნით არ ვაკეთებდეთ.. ზომიერების ფარგლებში აღვასრულებდეთ სიყვარულით, თანაგრძნობით და მოყვასის დახმარების სურვილით ისე რომ, უფლისადმი დიდება და სასოება წინ ედგას ყველაფერს.

კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს, უფლისავე მადლით და შემწეობით.. ღმერთს ებარებოდეთ ყველანი, უკუნითი უკუნისამდე!

სიყვარულით, ერთ-ერთი “უძღები შვილი”

Advertisements

10 responses »

  1. ვიცოდი, რომ ეს ადამიანი მხოლოდ ლექსების წერით არ შემოიფარგლებოდა… და წარმოგვიჩენდა თავის შეასაძლებლობებს თემების წერის დროსაც… ასე რომ სხვა რაღა დამრჩენია თუ არა ის, რომ… წარმატებები ვუსურვოო თავის საქმიანობაში…და მადლობა მოვუხადო, ჩვენთვის კეთილის სურვებისა!!

    თემაში ვგონებ, ეს ადამიანი ჩვენ მოგვმართავს და მხილებასა და მაგალითის მიცემას გვთხოვს ( მაგრამ როგორ შევძლებთ არ ვიცი) თუ შევცდი და ჩვენ არ გიგულისხმივართ, მაშინ მომიტევეთ ჩემი ესოდენ დაუფიქრებლობა!!

    “ვიყვარებოდეთ ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ”!

    მარიამი

    პასუხი
  2. Arachveulebrivi temaa, aqtualuri da mtkivneuli..
    .”Scored sulierebaze da gmertze fiqrma unda dagvabrunos chvens samshobloshi”-o,brdzanebt..,getanxmebit,magram vfiqrob rom satanado rcmenas ver vamjgavnebt “Uflis”-a mimart,verc morchilebas da verc siyvaruls…,torem tu gviyvars da gvcams, rogor ar davujerebdit mas?????
    Sakutar tavs davusaxavbdi ucinaresad ,,tqvens zemod nasurveb “Gmerttan myofobas”!!!

    პასუხი
  3. ყველა სათნოების ძირი მორჩილებააო ამბობს ერთ-ერთი წმიდა მამა…სწორედ მაშინ მძიმდება ჩვენი ჯვარი როდესაც ურჩობაში ვართ..“უძღები შვილის„ პოზიცია ალბათ ყველასთვის ნათელია…სულიერება და არა სულიერება სხვის დასანახად…შეუორგულებელი რწმენა და არა სხვისთვის თავის მორწმუნედ წარმოჩენა.
    ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს: „იცვლება დრო და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. ინებოს უფალმა ჩვენი შეცვლა, რომ ჩვენ ვიცხოვროთ მხოლოდ ზეცისთვის…უფალმა დალოცოს და აკურთხოს ჩვენი „უძღები შვილის“ გზა….მადლობა მას თუნდაც ასეთი დამრიგებლური გამოხმაურებისათვის. აქვე მინდა მან თქვენთან გააკეთოს კომენტარი, რატომ არ უნდა თავის გამოჩენა ???…

    პასუხი
  4. ძალზედ მაინტერესებს ნინიას კომენტარი….რას ფიქრობ ნინია, რა არის ადამიანთა ნამდვილი დანიშნულება,„დონ კიხოტ“-ივით ქარის წისქვილებზე გამოდევნება თუ იმაზე ფიქრი მოეწონება თუ არა უფალს,ჩვენს შემოქმედს, იმას რასაც ვაკეთებთ???… ალბათ…..

    პასუხი
    • დონ კიხოტეები ძალიან კარგი ადამიანები არიან, როგორც წესი)) ღირსეულები პიროვნებები და რაინდები, მაგრამ არ იციან, სად დახარჯონ თვიანთი ენერგია და კეთილშობილება. ებრძვიან ქარის წისქვილებს და გონიათ, რომ სამყაროს ცვლიან უკეთესობისკენ. გულს, გონებას და წრფელ სიყვარულს ჩუქნიან დულსინიებს და არც კი სვამენ კითხვის ქვეშ არათუ მათ არსებობას, არამედ დარწმუნებულნი არიან, რომ ისინიც საპასუხო გრძნობით პასუხობენ. ამიტომ სჭრდებათ ,,მესაჭეები,, ისინი, ვინც სწორ მიმართულებას მისცემენ და ქარის წისქვილების ნაცვლად ნამდვილი ღირებულებების დასაცავად იბრძოლებენ, საზოგადოებისთვის ჭეშმარიტი სარგებელის მოსატანად…. არა მამაო, არ არის ადამიანის დანიშნულება ქარის წისქვილების გამოდევნება… უფალთან სიახლოვე და მოყვასის სიყვარულია, ასე მივხვდი ბოლო რამდენიმე კვირაა ჩემი ახალი ,,მესაჭეების,, წყალობით ))) ნინია

      პასუხი
  5. ჩემო ძვირფასო მეგობარო, დიდი მადლობა პასუხისთვის ჩემს კომენტარზე. სხარტად მოქნეული სიტყვა იყო, როგორც ყოველთვის. ამ პოსტით კიდევ ერთხელ გამაოცე. ნინია

    პასუხი
  6. პირველ რიგში მოგესალმებით და დიდ მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრებისთვის და თემებისთვის. ეს იმას ნიშნავს რომ ქართველი ხალხი pიქრობს უმთავრესზე, არავიწყდედება დანიშნულება ადამიანისა, ფიქრით იწყება მოქმედება, და ეს უკვე გადადგმული ნაბიჯია, დროის სწორად გამოყენება რომ იცი ადამიანმა ესეც წინსვლაა ცხოვრებაში და მე ძაან გახარებული ვარ როცა ასეთ ადამიანებს ვხვდები. მინდა გისურვოთ წარმატება ცხოვრებაში და სწორ გზაზე, ღვთის ვიწრო გზაზე სიარული ღვთის შემწეობით და მფარველობით.. კეთილი სურვილებით არც თუ ისე შორეულ ქალაქიდან ..

    პასუხი
  7. ვეთანხმები ნინიას, რომ ეს ადამიანები, ყოველ შემთხვევაში უმეტესობა, ქარის წისქვილებს იმიტომ სდევნის, მათ დადებითი გრძნობა ამოძრავებთ….მაგრამ თუკი ქარის წისქვილები აღარ არსებობს, მათი შრომა და თავგანწირვა როგორღა უნდა შევაფასოდ ??? … განსჯა თქვენთვის მომინდვია….

    პასუხი
  8. ჩვენ ისედაც ბევრი დავკარგეთ, აღარავინ არ გვყავს დასაკარგი…ძალიან გთხოვთ, ნუ შეემბებით ქარის წისქვილებს…ჩვენს ქვეყანას ყველა თქვენთაგანი სჭირდება….კეთილი სურვილებით..

    პასუხი
    • დაე, უფალმა წარმართოს თითოეული ჩვენგანის გული, გონება და გზა…. გაგვარჩევინოს ქარის წიქვილები ნამდვილი მიზნებისგან…. ნინია

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: