RSS Feed

საუბარი საკუთარ თავთან

მუდამ გინდოდა, სვანეთში წასვლა,

რომ გაგეხედნა შლეგი ენგური

და დაგეკოცნა, უშბისთვის კალთა.

ჭუნირის კვნესით გაგეძღო გული.

 

ბეთქილთან ერთად მოგეკლა ჯიხვი

და დაგეჭირა, ნაწნავით დალი.

ნატრობდი ულაყ ქურანის ჭიხვინს,

რომ მოგეტაცა ჩერქეზი ქალი.

 

გინდოდა, გესვა სკდომამდე რახი,

შეგეგრძნო, ხალდეს ტკივილი მწარე.

გეშენებინა, წანაშში სახლი.

არ დაგეკარგა მშობელი მხარე.

 

გსურდა, გენახა ნამდვილი მახვში,

ხის საკარცხულში ამაყად მჯდარი.

სახლში გყოლოდა ზღვისთვალა ბავშვი

და პეშვით გესვა ბინულის წყალი.

 

სხვენში გქონოდა ორპირა თოფი.

ცხენისწყლის პირას გეჭირა თევზი

და ცელის ქნევით გეღვარა ოფლი,

ყოფილიყავი არჩვების მწყემსი.

 

ეჰ კიდევ ბევრი ოცნება გქონდა.

ზოგი ტკივილი ლექსებად ღვარე.

მაინც დაგენგრა,ფიქრების ოდა

და ისევ გახრჩობს წყურვილი მწარე.

ლიპო ლიპარტელიანი

Advertisements

3 responses »

  1. მომწონს ლიპოოო… ძალიან კარგიაა
    წარმატებებიიი, სულ წინ და წინ!

    მარიამი

    პასუხი
  2. ვაიმე რა კარგიაააა….(L)

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: