RSS Feed

“მდინარე ვარ მცირე…”

არ ვამძიმებ გრძნობებს მძიმე სიტყვით

თქვენს გულებში მხოლოდ სითბოს ვკრეფავ

ერთმანეთთან უფრო ახლოს მისვლით

მცირე წყენებს ცხრაკლიტულში ვკეტავ.

იქნებ ვინმეს სჯერავს უცხო ზღაპრის

სიყვარულს, რომ უხუნდება ფერი

ყოველ დილით, რომ გავყურებ ნაპირს

სიყვარულის ახალ ტალღებს ველი.

ის ზღვა თქვენ ხართ უძირო და წმინდა

თუმცა ხშირად აღელვება მაკრთობს,

გახსოვთ მაშინ აპრილში რომ წვიმდა?!

არ მციოდა ზღვაში თქვენთან მაგ დროს

მუდამ ვცდილობ არ გავჩერდე წამიც

ზღვასთან შერთვას გამუდმებით ვჩქარობ

მდინარე ვარ მცირე, მაგრამ მაინც

სანამ დავშრი თქვენთან ყოფნით ვხარობ.

“უძღები შვილი”

Advertisements

3 responses »

  1. იმედია მომიტევებს ჩვენი პოეტი , მაგრამ ამ ლექსში მე ჩემი საყვარელი ნაწილი ვიპოვნეე…. (მითვისებაში არ ჩამითვალოთ)

    მუდამ ვცდილობ არ გავჩერდე წამიც

    ზღვასთან შერთვას გამუდმებით ვჩქარობ

    მდინარე ვარ მცირე, მაგრამ მაინც

    სანამ დავშრი თქვენთან ყოფნით ვხარობ. მინდააა ულევი წარმატება ვუსურვო ამ ადამიას!!

    მარიამი

    პასუხი
  2. upalma dalocos da gaaclieros ,mec vuertdebi mariams da vusurveb cinsvlas,

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: