RSS Feed

***

ეს მერამდენე სიკვდილია თავს რომ ვიმეტებ,

ქაოსში მყოფი უიმედოდ ვაგროვებ იმედს

ეს მერეამდენე წელი დგება ტკივილის ვიბედებ

სიმშვიდე მხოლოდ თავის გვერდით უცოდველს იღებს.

ეს მერამდენე ზარმა დაკრა სამრევლო კედლის

აღსარებისთვის სუფთა ცრემლი ვერ მიპოვნია,

ეშმაკი ისევ გამგელებით ხვენეშის და მეძებს

მე კი ხატის წინ პატიებაც ვერ მითხოვია

ეს მერამდენედ ამბნევია გზები შენამდე,

ეს მერამდენე უარყოფა უკვე მომიხდა,

ეს მერამდენე ღალატია განაჩენამდე,

მგონია უკვე სული ჩემი ხელში მომიკვდა.

ეს მერამდენე იუდა ვარ, იქნება მითხრა

ან შენს სიყვარულს თუ სადმე აქვს ამ ქვეყნად ბოლო

ვიცი აღარ ღირს არც პასუხი და არც სხვა კითხვა,

მაშინ შენდობა ბოლო არის რაც მინდა გთხოვო.

31.10.2011.წ

“უძღები შვილი”

Advertisements

3 responses »

  1. ეს ლექსი სულში მწვდებააა…

    ეშმაკი ისევ გამგელებით ხვენეშის და მეძებს

    მე კი ხატის წინ პატიებაც ვერ მითხოვია

    ეს მერამდენედ ამბნევია გზები შენამდე,

    ეს მერამდენე უარყოფა უკვე მომიხდა,

    ეს მერამდენე ღალატია განაჩენამდე,

    მგონია უკვე სული ჩემი ხელში მომიკვდა.

    ისე ვერ ავუარე გვერდი, რომ ჩემი საყვარელი ნაწილი არ ამეღნიშნაა…

    მარიამი

    პასუხი
  2. suls migcravs es leksebi,mshvidad ver vkitxulob…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: