RSS Feed

მე და მე

გაცრეცილ უდაბნოს საომრად შევედი,

ქვიშაში ნაბიჯებს მზის სხივი მიზომავს

სამოთხის მაძებარ  ქარავანს შევები

და ნათლად ღვთის სიბრძნე, მადლს მადლით მიზოგავს

ერთი ხეც არ მომცა საჩრდილად ამ მიწამ,

ერთი ქვაც არ მოყვა ამ ქვიშის სიმრავლეს

კიდევ ვცდი მოთმენის სამოსელს ჩავიცვამ

იქნება მაჩვიოს უდაბნომ სიმდაბლეს,

ზეციდან ნიავი შემომრჩა ნუგეშად,

გადაღლილს ხანდახან მამსგავსებს წვიმის წვეთს

თან უკან დამყვება სიჩუმე უხეშად,

თითქოსდა ვიცნობდე, სხვას ვინმეს იმის მეტს

ასე ვართ მარტონი მე და მე, ღმერთის წინ

ჩამომხმარ ხესავით დავსახლდით უდაბნოს

ბრალი გვაქვს უბრალო მიწა ვართ, ზეცის წილ

და ჩვენში ღვთის ხატი უფლის ტახტს უგალობს

09.01.2012.წ

“უძღები შვილი”

Advertisements

3 responses »

  1. Dzalian kargi leqsebi gaqvt,sulierad ametyvelebuli,marcval-marcval datvlil- nasatutebi… Exla ki namdvilad “davintrigdi”(davinteresdi)-netav romeli xart???????
    Amxilet tavi!!!!!!!!!!! 🙂

    პასუხი
  2. ჯერ სადა ხართ, კიდევ უკეთესი ლექსები აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ჩრდილში ყოფნა ურჩევნია…უფალი შეეწიოს… ეხლა ყველაფერზე მეტად ამას საჭიროებს…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: