RSS Feed

თავისუფლება

შევიყვაროთ ჭეშმარიტება (უფალი)  და ის განგვათავისუფლებს ჩვენ! პირველი კაცი ღმერთმა შექმნა სრული ბუნებით, ცოდვის ჩრდილის გარეშე.

კაცს საკუთარი თვითმოქმედებით უნდა განევითარებინა, განემტკიცებინა თავის ძალა. პირველ კაცთა ნებისყოფას ქონდა სრული შეზღუდული თავისუფლება არჩევისა, ხოლო სხეული თავისუფალი იყო უძლურებისგან, სნეულებისა და სიკვდილისგან. უფალი ასწავლის კაცს სულის ამაღლებას ღვთისადმი. მან მოგვმადლა თავისუფალი ნება და გონება. კარგი იქნებოდა დასაბამიდანვე კოდირებული გვქონოდა უცდოველობა, მაგრამ მაშინ შეიზღუდებოდა კაცის თავისუფლება. უფალმა ხომ თავის მზგავსად და ხატად შეგვქმნა, რათა ნებაყოფლობით შეგვესრულებინა მოვალეობანი, რომ ჩვენი თავის-უფლებით უფლის ერთგულება მოგვეპოვებინა!

“ჭეშმარიტი თავისუფლება ქრისტიანული თავისუფლებაა,შინაგანი თავისუფლება და არა გარეგნული, ზნეობრივი და სულიერი, – და არა ხორციელი, მუდამ კეთილისმოქმედი და არასოდეს მტანჯველი, რომელსაც შეუძლია ქოხში იცხოვროს ისე მოხერხებულად, როგორც სამეფო სახლში, სადაც ხელქვეითი, ხელქვეითად რჩება და მბრძანებელის დარად ყოველგვარი სიკეთით სარგებლობს.

ეს ის  თავისუფლებაა , რომელსაც ვერც ბორკილები შეზღუდავს და ვერც საპყრობილე, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ ქრისტიან მარტვილებში.ასეთია ქრისტიანობა: ის მონობაშიც მოგვიპოვებს თავისუფლებას”!(წმ. იოანე ოქროპირი)

დიახ, ასეთი ლიბერალური სარწმუნოება გვაქვს მართლმადიდებლებს! უწინ დამახინჯებულად მესმოდა თავისუფლების არსი, რას წარმოვიდგენდი, რომ  შესაძლებელი იყო ფიზიკური დატყვევების ჟამს სულიერად თავისუფალი ვყოფილიყავ. ეხლა, როდესაც სახარებაში, იესოსა და წმიდა მამათა  გამონათქვამებში დავუწყე ძიება ჭეშმარიტებას, ნელ-ნელა ვიწყებ თვალის ახელას და სხვაგვარად ფიქრს…

რა ამაოდ ჩაუვლია “მთელს წუთისოფელს” – ჭეშმარიტების, თავისუფლების და მაღალი იდეალების ძიებაში. ის ყოველთვის ჩემთან იყო, თვალწინ , გულში, ფიქრში… სამწუხაროდ ხელს ვკრავდი, გვერდს ვუვლიდი, ახლაც ვერ მივზდევ სათანადოდ… არ მესმოდა, რომ თავისუფლება საკუთარი ნებასურვილის არღსულებაში კი არ მდგომარეობდა, არამედ საკეთებლის სწორად კეთებაში, სურვილთა უფლის მცნებებთან დაქვემდებარებაში,  მათ აღსრულებაში და არა ღვთაებრივი კანონების იგნორირებაში!… არ ვიცოდი, რომ ყველაზე მეტად ის ადამიანია თავისუფალი, ვინაც ამა სოფლის სურვილების აღსრულებით კი არ არის დაკავებული, არამედ იმქვეყნიურით!… აი როდის აღიქვამს სული ჭეშმარიტ თავისუფლებას!!!… მხოლოდ ამგვარი მიდგომით ხდება შემეცნება ჭეშმარიტი თავისუფლებისა!!!…

განა შეიგრძნობა იმაზე დიდი ბედნიერება, რომ შენს ზეციურ მამას, რომელსაც ისე უყვარხარ, რომ ყოველი “თმის ღეროც” კი დათვლილი აქვს შენს თავზე და მისი ნების გარეშე ერთიც კი არ  ჩამოგვარდება,- დაუჯერო , მიენდო, კარი გაუღო და მისი ნება წმინდათაწმინდა იყოს შენთვის, ის ხომ მხოლოდ სიხარულსა და ნეტარებას გისურვებს სამარადჟამოს?!..                                               განა თავისუფალი ნება პასუხისმგებლობას არ უნდა გვაკისრებდეს საკუთარ ქმედებებზე უფლის წინაშე?! – ანდა რა ჯობს, საკუთარ “მეს” მინდობილი გამუდმებულ შფოთში,ძიებაში და უბადრუკ თავგადასავლებში ყოფნა, თუ, სამყაროს შემოქმედის, მოსიყვარულე მშობლის, “კალთის ქვეშ  შეფარება”, მისი ნების გატარება და აღსრულება?!…                                     განა თვით უფალი იესო ქრისტე არ ამბობს: ” ჩემი ჭამადი არს, რათა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისა”. (იოან.4,35)

ხოდა ვეძიებდეთ ჭეშმარიტებას (უფალს), მივდიოთ (უკანმოუხედავად) უფლთან მიმავალ გზას,”გადავიტყავოთ მუხლნი მოდრეკისგან, ნაკადულად ვიდინოთ ცრემლნი სინანულისანი” მოვიხვეჭოთ ზეციური ცხოვრებისკენ უტყუარად მიმყვანი ყველა ჩვენთვის წარმოთქმული ფრაზა, ფიანდაზად კეთილი საქმეები დავიფინოთ ფეხქვეშ, სულში ჩავითესლოდ, ფესვი გავუდგათ და დავემონოთ ღვთის სიყვარულს, ვიდრე კიდევ დროა… , რათა უცებ, გზად რომ ” სული მოგვთხოვონ” მხრებში გამართულს, თავისუფლად შეგვეძლოს თქმა და ქმნა:

                                                                        ” ცერზე შევდგები როგორც ავაზა,

                                                                    ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს!…

                                                                          მერე მოვკვდები ისე ლამაზად…

                                                                          ვით დაიბადა ეს ყველაფერი!!!”  (ჯანსუღ ჩარკვიანი)

ბარსელონა,

ლანა შიუკაშვილი

10.10.2009წ.

Advertisements

3 responses »

  1. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისთვის სულიერი თავისუფლება, ფიზიკურ დატყვევებაში მოდის, როგორც ეს ზემოთ აღნიშნულ ტესქტშია. მე პირადად ვგონებ, ცხოვრებში ერთხელ განვიცადე სულიერი თავისულება და ეს ყოველივე ხორციელი დატყვევებისა და დაუძლურების მომენტში. როგორც ნათქვამია: დაიუძლურე სხეული შენი, რათა სულმა ჰპოვოს ჭეშმარიტება…
    აი, სწორედ ის ჭეშმარიტება, რომელიც ამ თემაშია ნახსენები…. ტექსტიდან ფრაზას მოვიშველიებ:
    “შევიყვაროთ ჭეშმარიტება (უფალი) და ის განგვათავისუფლებს ჩვენ”
    დიახ, ერთადერთი ჭეშმარიტება უფალია, მის გარეშე კი არ არსებობს თავისუფლების არანაირი აღქმა. მადლობა ლანას, ფაქტიურად სახალხო-აღსარებაში, იმიტომ, რომ ვიქრობ ჯერ კიდევ ძალიან ბევრს გვეშლება თავისუფლების არსი, რადგან ნამდვილი ქრისტიანი ხომ ყველაზე თავის-უფალი (თავისუფალი) ადამიანია.

    მარიამი

    პასუხი
  2. როგორც აი აქ არის, კარგად და ლამაზად გააზრებული ყველაფერი, ასე უნდა ვცხოვრობდეთ სინამდვილეში. უფალო დაგვიფარე, როგორ ბოროტად ვიყენებთ ხოლმე შენგან ნაბოძებ თავისუფლებას?????

    პასუხი
  3. Ugrmesi madloba mama Luka temis shefasebistvis,es yvelaferi xom tqven gvascavlet!!!..
    Gana tqven ar carudginet chveni tavi macxovars,gana tqven ar gvachvenebdit sakutari magalitebit mtrisa da moyvasis siyvaruls,atasgzis usamartlod cildacamebulsa da sheuracxyofils tqven ar “gviketebdit titze becheds” ogond ki shegvenana da nabiji gadmogvedga?!
    Tqven shegvacnobinet da gvascavlet,rom:
    “SHEVIYVAROT CHESHMARITEBA (UFALI) DA IS GANGVATAVISUFLEBS CHVEN”!!!
    Dideba da madloba ufals, rom tqven chemi sulieri mwyemsi xart!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: