RSS Feed

მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიენო და მე მოგასვენებთ თქვენ

მე მინდა რომ დავიწყო ამ თემის წერა მამაოს ნათქვამი ფრაზით, რომელსაც იგი ხშირად იმეორებს: “თუ გვინდა რომ ვცხონდეთ, აუცილებლად განსაცდელისთვის უნდა მოვემზადოთ”. აღარ მახსოვს ვინ მომიყვა ამბავი ერთ ღვთისმოშიშ ქალზე. იგი იჯდა და ტიროდა, როდესაც მოძღვარმა დაინახა მიუახლოვდა მას და უთხრა: შვილო ნუ სტირი მე შევევედრები უფალს , რომ შენს მწუხარებას მოხედოს და ეგ განსაცდელი მოგაშოროს. ცრემლმოერულმა ქალმა თავი ასწია და უპასუხა: არა მამაო მე იმისთის ვლოცულობ, რომ უფალმა განსაცდელი გამომიგზავნოს, რადგანაც ასე მგონია რომ მას დავავიწყდი. ეს რომ გავიგე ჩემს თავზე დავფიქრდი, თუ რა პატარა და უსუსური ვარ, როდესაც მცირე დაბრკოლებაზეც კი სასოწარკვეთილებაში და უდიდეს მწუხარებაში ვვარდები. ჭეშმარიტი ქრისტიანი ყოველ განსაცდელს სიხარულით უნდა ხვდებოდეს, ამის უდიდესი მაგალითი დაგვიტოვეს  ჩვენმა  წმინდანებმა. “უღელი ჩემი ადვილია და ტვირთი ჩემი მსუბუქი”. ვინც უფალს მთელი გულით და სულით მიენდობა,მისთვის ყველა დაბრკოლების გადატანა ადვილი და სასიამოვნო იქნება. მთავარია “შეიცნო შენი თავი და მოიძულო იგი” რადგანაც არ არსებობს უმეტესი მტერი როგორც საკუთარი ენა, “ადამიანს არ ბილწავს ის რაც შიგნით შედის, არამედ ის რაც მისგან გამოდის”. ჩემი ენა ყველაზე საშიში მტერია ჩემი სულისთვის და მე უნდა ვისწავლო რომ როგორმე გავაჩუმო და დავახშო იგი. მე უნდა კარგად შევისწავლო ჩემი თავი, ვერკვეოდე ჩემს შესაძლებლობებში და ვიცავდე მათ საზღვრებს, რადგანაც შემოვიფარგლო იმით, რაც მაქვს და არ მოვინდომო ზედმეტი. ვიცნობდე ყველა ჩემს ნაკლს, რომლებსაც ხშირად ცოდვისკენ მივყავარ, მაგალითად: ბევრ ლაპარაკს ყოველთვის ძმათა და დათა განკითხვა მოყვება ხოლმე. მე ვფიქრობ რომ ყველაფერ ამ ცხოვრებისეულს თავის სუსტი წერთილი გააჩნია. როდესაც ამ ადგილს ვიპოვნი, უნდა ვეცადო ესა თუ ის ცდოვა აღმოვფხვრა ჩემი გულიდან. თუ განკითხვის ცოდვა მაქვს და მისი სუსტი წერტილი ენაა, უნდა ვუბრძანო: ენა დადუმდი, მაგრამ თუ ამ ცოდვის სუსტი ადგილი გონებაა, უნდა ვეცადო გონებას არ მივცე თავისუფალი დრო, რადგან ამ საზარელ ცოდვაში არ ჩავარდეს. ვგრძნობ რომ უნდა ვიბატონო საკუთარ თავზე და არ მვცე მას საშუალება, რომ მოდუნდეს. ჯვარი, რომელსაც უფალი მიგზავნის, განსაცდელი კი არა, ცხონებაა ჩემთვის, ზეციდან გამოგზავნილი ღვთის წყალობა, რადგანაც ამით მე ვხვდები რომ უფალს არ დავიწყებივარ. ბევრჯერ გამიგია სასულიერო პირების ნათქვამი: “უფალი ყველას ისეთ ჯვარს უგზავნის, რომლის ზიდვაც მას ძალუძს”. ამაზე გამახსენდა ერთი იგავი, ორ კაცზე რომლებსაც ღმერთმა ერთნაირი ჯვარი უბოძა და გზაზე გაუშვა, ორივე ჯვარი საკმაოდ დიდი და მძიმე იყო, პირველმა კაცმა წუწუნი დაიწყო: ღმერთო ცოტა მაინც შემიმსუბუქე ტვირთიო და ჯვარი მყისვე დაპატარავდა, კაცი ბუზღუნს აგრძელებდა და მისი ტვირთიც ნელ-ნელა მცირდებოდა, მაგრამ მისი თანამგზავრი თავის ჯვარს დიდი მოთმინებით ეზიდებოდა, ბოლოს მიადგნენ დიდ ხრამს, რომლის მეორე მხარესაც კლდე მოჩანდა, იმ კაცმა რომელსაც მთელი გზა მოქოდნა დიდი და მძიმე ჯვარი, გადადო ხრამზე და ზედ გადავიდა, მეორე კი დარჩა კლდეზე, რადგანაც მისი ჯვარი საკმარისი არ იყო, რომ მას ეს ხრამი გადაელახა. თუ ეს საკუთარ თავზე არ გამოსცადე, ვერასოდეს ვერ გაიგებ თუ რა ტკბილია ბოლოს ის ჯვარი, რომელსაც მთელი გზა ეზიდებოდი გადადო ხრამზე და სიხარულით გადალახო. უფალი ამ გამოცდებს ისევ ჩვენთვის გვიტარებს, რომ დავრწმუნდეთ ღვთის განუზომელ სიყვარულში ჩვენს მიმართ. დაე, ვმადლობდეთ უფალს ყოველივესთვის ჭირშიც და ლხინშიც.

ჩვენთან არს ღმერთი, არს და იყოს!

 

ბარსელონა

ანა ვანიშვილი

13.09.2009 წ.

Advertisements

4 responses »

  1. ანა ეხლა ბარსელონის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების, პირველი კურსის სტუდენტია. მაშინ, როცა ეს თემა დაწერა 16 წლის იყო…მაშ რცხვენოდეს ყველა სკანდალური თემის მოყვარულს, რადგან ამით ხომ საკუთარ თავს გასცემენ…???… კეთილი სურვილებით….უფალს ებარებოდეთ……!!!

    პასუხი
  2. როგორ შეიძლება შენმა ორი წლის წინანდელმა სიტყვებმა ასე ძალიან დაგაფიქროს და ეკითხებოდე შენს თავს ნუთუ გაითვალისწინე ის რაც დაწერე ცხოვრებისეულ პრაქტიკაში თუ სიტყვები სიტყვებად დარჩა?!
    დიდი მადლობა მამაო თქვენი სიტყვებისთვის!

    პასუხი
  3. Yochag,Ana,dzalian kargi da damafiqrebelia…Teqvsmeti clis asakshi amis agqma da shegrdzneba udidesi carmatebaa…Rogorc cesi,adamianebi ushfotvel cxovrebasa da gansacdelebisagan dacvas shetxoven Ufals, bednierebis zeobasa da atas sxva cxovrebiseul siam-tkbilobas…Shen ki,aseti patara,ufals gansacdelebisa da jvris gamo madlob!!!!!! Dideba ufals!!!!! -Es scori sulieri agzrdis shedegia!!! Gmertma umravlos shenistana shvilebi chvens samshoblos da eklesias!!!!!!

    პასუხი
  4. ანა და მე ერთი ხნისანი ვართ, როდესაც იგი ამ თემას წერდა და შეცნობილი ქონდა თავისი ცოდვების სიმძიმე, მე ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამდი სულიერ სიცარიელეს ისე, როგორც საჭიროა, რადგან ქრისტიანობაშიც არის საფეხურები…
    ჩემი მხირდან ვისურვებდი, რომ ჩემს თავს დაეუფლოს ისეთი გრძნობა, რაც თემის ავტორმა 3 წლის წინ განიცადა, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო.

    მარიამი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: