RSS Feed

მედლის მეორე მხარე ანუ ბოდიშის მაგიერ

როცა დაიდო პოსტი ,,შინ და გარეთ,,  ჩემი წინა ბლოგებიდან გადმოყოლილი მკითხველი დაიბნა… ვერ იცნეს ჩემი ხელწერა და   თითქოს იმდეგაცრუება იგრძნეს. ბევრმა დუმილით შეაფასა, ერთმა კი მითხრა, რომ ჩემგან დამრიგებლურ ტონს და შაბლონურ ტექსტს არ ელოდა. ვინც შენ და შენს პოსტებს არ იცნობს ერთი დოგმატიკოსი მორალისტი ეგონები,რომელიც ჰაერში გამოკიდებულ ღირებულებებს ებღაუჭებაო, აღნიშნა. რაღა დაგიმალოთ და დავიზაფრე…  ყველა ეპითეტზე თანახმა ვარ, გარდა დოგმატიკოსისა, ამიტომ არც ვაციე, არც ვაცხელე და ყოველგვარი შელამაზების გარეშე ჩემი საკუთარი სამეგობროს მაგალითზე ქართველი მამაკაცების ბნელი მხარე გამოვამზეურე. პოსტს სახელად ,,საბჭოური სამკუთხედი ანუ მედლის მეორე მხარე,, ერქვა და მასში საუბარი იყო ჩვენი მამრების დამოკიდებულებზე სლავი ქალბატონების და ერთგულების მიმართ. ყველა შემთხვევა და გმირი რეალური იყო და ასახავდა არსებულ მდგომარეობას. პრობლემა იმაშია, რომ მე დამავიწყდა, ეხლა ვისთვის ვწერ და პირდაპირ, ყოველგვარი შინაგანი ცენზურის გარეშე ვთქვი, რასაც ვფიქრობდი.  იქედან გამომდინარე, რომ საკუთარი თავის შეფასების და კრიტიკისას განსაკუთრებულ სიმკაცრეს ვიჩენ, არც ჩემი უახლოესი მეგობრები დავინდე და მსუბუქი ირონიით დაუფარავად დავხატე რეალური სურათი…  ის რასაც ვხედავ და რაც ხდება ჩემს ირგვლივ. მსგავსი მაგალითები კიდევ ბევრი იყო, მაგრამ პოსტი ისედაც ვრცელი გამოვიდა და იმ ფაქტები შემოვიფარგლე, რომლებთანაც პირადად მქონდა შეხება.

ჩემი აზრით, ავადმყოფმა მკურნალობა რომ დაიწყოს, აუცილებლად უნდა იცოდეს მისი დაავადების სახელი, ამიტომ არასოდეს გავჩუმებულვარ, როცა პრობლემას ვხედავდი, მაგრამ ტაქტი იშვიათად მღალატობს ხოლმე.  სწორედ ამ გულწრფელობის ხარჯზე ვიყავი კითხვადი ყოველთვის, მაგრამ ამჯერად გადავამლაშე. შეიძლებოდა ჩემი სათქმელის სხვაგვარად ფორმულირება. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ მე ქართველ მამაკაცებს ალფონსები და მოღალატეები ვუწოდე. რეალობა არ არის დიდად შორს ჩემი სიტყვებისგან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ისეთმა ადამიანებმა იგრძნეს თავი შეურაცყოფილად, იდეალებად რომ მექცნენ და მეც ისე ცუდად ვიგრძენი თავი, მიწის გასკდომას ვნატრობდი. ახლაც ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი სახელი  უნდა დაერქვას და სიმართლე ყველაზე ლამაზია, როგორი სახეც არ უნდა ქონდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და გამოხატვის ადეკვატური ფორმა. ფაქტია, მკითხველს სკანდალური და პირდაპირი ნინია ვერ დავუკარგე და სამაგიეროდ სხვა ფლანგზე გავუცრუე იმედი. გაუცნობიერებელი არჩევანი იყო, მაგრამ ჩემი. სწორედ ამიტომ ვაღიარებ  შეცდომას და ვიხდი  ბოდიშს იმ მკითხველთან, რომელიც არ ელოდა მსგავსი ლექსკონით ასახულ მტკივნულ რეალობას…

დიდი თავისუფლება, არჩევანი და ძალაუფლება ნამდვილი ტვირთია. სწორედ ამიტომ ვთვლიდი მოსულელო ელემენტებად ადამიანებს, რომლებიც მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას და ყურადღების მიქცევას ცდილობენ. თავისთავად ცხადია, შეცდომებს ისინი უშვებენ, ვინც მოქმედებენ, მაგრამ ვისკენაც მეტი მზერაა მიმართული ის უფრო მწარედ აგებს პასუხს ყველა მცდარ ნაბიჯზე. რაც მეტია თავისუფალი ნება, მეტია რისკი მისი არასწორად გამოყენებისა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა: დაუფიქრებელი ნაბიჯი და ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების შელახული თავმოყვარეობა ერთმანეთს გადაება., თავი ყველამ ცუდად იგრძნო, ადრესატების გარდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ჩემი სიტყვები ვერ მოხვდა მიზანში. უფრო სწორად, სასურველ მიზანში)

მედლის მეორე მხარე კი ასეთია: საკმაოდ მწვავე, მაგრამ არასწორად დასმული პრობლემა.  კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტია, რომ მორალის და პიროვნული ღირსების ამბებში მოვიკოჭლებთ, მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი დადებითი მზარეც. ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ სწორედ ასეთი ადამიანები უნდა გიყვარდეს, თორემ გმირები და წმინდანები ყველას უყვარს. სწორედ მათ სჭირდებათ დახმარება, საკუთარი ნაკლის და შეცდომების მითითება და შემდეგ სწორი გზის პოვნისთვის ერთად ბრძოლა. მეც ერთი მათგანი ვარ, ახლახანს დავიწყე საკუთარი სულის ბნელი კუნჭულების ქექვა და ჩადენილი ცოდვების გაცნობიერება. სიმართლე გითხრათ, მძიმე და მტკივნეული პროცესია, ცრემლით და დაუსრულებელი სინანულით სავსე. როგორც ჩემი ძვირფასი მეგობრები, მეც ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაა ასეთი და დინება, რომელსაც მივყვებოდი არ დამახრჩობდა, შედეგი კი საპირისპირო მივიღე. სანამ არ დავარქვი ყველაფერს ნამდვილი სახელი და არ ვიპოვე გამბედაობა, ხატების წინ დავმდგარიყავი, სულიერი სიმშვიდე არ მოვიდა. ვიცოდი, რის პროვოცირებასაც ვახდენდი, მაგრამ მაინც ზედმეტი მომივიდა. აქედან დასკვნა, ახალ ნაპირზე გადასვლის მცდელობისას მეტი სიფრთხილე, ტაქტი და კულტურა დამჭირდება.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აღარ ვიქნები ევროსვანი და აღარ ,,გავივლი ყველა მურთაზის თავზე,, )))) მაგრამ ვეცდები არც დოგმატიკოს მორალისტად ვიქცე… ჯერ არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიპოვი ფორმას, არც მწვადი დავწვა და არც შამფური… ვთქვა ჩემი სიმართლე ახალი ფორმით და ამასობაში ვინ იცის, იქნებ ახალი სიმართლეც დავინახო, რომელსაც თქვენთან ჩვენთვის გასაგებ და ,,ადამიანურ,, ენაზე მოვიტან…

ხაზი მინდა გავუსვა, ყველანი ძალიან მიყვარხართ და უზომო პატივს გცემთ. ჩემთვის მთავარი მიზანი თქვენს სამსახურში ყოფნაა. ჩემი მკითხველი იყო უახლოესი მეგობარი, მრჩეველი და მხარდამჭერი. მადლობა, რომ ჯერ კიდევ ჩემთან ხართ და ვეცდები ვიყო უკეთესი მთხრობელი.  ახალ მკითხველს კი დიდი ბოდიში, რომ შოკში ჩაგაგდეთ. ვეცდები გავიზარდო და ნამდვილ პროფესიონალად, კარგ მრევლად და ნათელ ადამიანად გადავიქე.

პატივისცემით ნინია)

Advertisements

12 responses »

  1. gaixare ninia! xshirad chven shecdomebs chventviton ver vxvdebit,magram is tu chventvis adekvaturma adamianebma dagvanaxes,guli uceb sinanulit gvevseba da mzad vart tavi gavcirot patiebis mosapoveblad.mtavaria sinanulis grdznoba ar davkargot.

    პასუხი
  2. მადლობა ნინია, ასეთი გულახდილობისათვის… გულრწფელობა არის წარმატების მომტანი, სინანული კი უფლის მოსაწონი საქციელია! ველი უფრო დიდი ფორმატის ჩანაწერებს)))

    პასუხი
  3. “გიყვარებოდეთ ურთიერთარს რათა ერთობით აღვიარებდეთ!”
    გაიხარე ლამაზო ❤

    პასუხი
    • ბევრი რამ შეიცვალა)) იქ ისევ ვარ, უბრალოდ აღარ ვწერ… მიხარია, რომ აქ გხედავ ანა *********** ვერაფერს გააკეთებ ღირებულს, თუ არ იცი ვინ ხარ და რისი გაკეთება გინდა სინამდვილეში…. მეც ვეძებ….)

      პასუხი
  4. სინანული, ეს ის სათნოებაა სათნოებათაგან, რომელიც საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება და რომელსაც უფლის გზისკენ მივყავართ…
    ნამდვილი სინანული კი ყოვეგვარ ცოდვას მოგვიტევებსს და კარს გაგვიღებს სასუფევლისკენ!
    მადლობა ნინო, რომ შენი სინანულით ჩვენს ცოდვებზე დაგვაფიქრე, რადგან რახან ახალი შედგომილი ხარ სინანულს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლებად განიცდი, ვგონებ უფრო მეტადაც, ვიდრე ამას მე ვაკეთებ…

    მარიამი

    პასუხი
  5. სად დაიკარგნენ სკანდალურ თემათა მოყვარულნი????… ნუთუ……

    პასუხი
  6. Ise gamixarda dges tadzarshi,agsarebas rom cerdi…Tvali amicremlda…Gulshi sitbo chamegvara…Yochag, shen kidev ertxel daamtkice rom gonieri gogona xar…Ketili iyos sheni mobrdzaneba!!!!!!!! :*

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: