RSS Feed

***

მე არ ვუძღვნი ლექსებს, მთვარის აჩრდილს

არც წითელ ვარდს სიყვარულით დამდნარს,

არც სატფროს გულს, თუნდაც ორად გაჭრილს

და არც ჩემს  ბედს, უბედობით დამწვარს

ჩემი გონი უფრო დუმილს მირჩევს,

ჩემი გული მეტ სიმშვიდეს ითხოვს

რაღაც ძალა გამუდმებით მიჭერს

გულის ფსკერზე, ვიღაც გულით მიხმობს

არ დავფრინავ, მაგრამ ცოტას ვცდილობ

მოვწყდე მიწის მტვერში ჩაფლულ სივრცეს

მოწყალებას ამ ქვეყნად რომ ვითხოვ

იმ ქვეყნისთვის დანაკლისებს მივსებს…

დარგულიც და დათესილიც მჯერავს

როდისღაც ხომ გამოიღებს ნაყოფს,

რკინასავით ცხელ ცეცხლში რომ მჭედავს

საბოლოოდ სიყვარულით მამკობს.

ვერც კი ვხედავ, ვერც კი ვამჩნევ ვერსად

მგონი გულის სიღრმეში აქვს ბინა,

თუ კი მუდამ შენ იყავი ფესვად

რატომ ვერსად ვერ გიპოვნე წინათ?

 

ბარსელონა

წმ. ნინოს სამრევლო

“უძღები შვილი”

2011.წ

Advertisements

One response »

  1. იმედია შემოდიხარ ხოლმე აქ…. ძალიან ნიჭიერი ხარ და გაქვს მადლი, რომ სულში ჩაწვდე ადამიანებს… ამიტომ არ გითვლი მარცვლებს და არც სტრიქონებად გაწყობ… უბრალოდ ვკითხულობ… ბევრი მინახავს ტალახის და ბალახის გამრითმველი და ცოტა ისეთი, ვინც ლექსით ცრემლამდე მიმიყვანდა… წერე, არ მიატოვო….
    ნინია

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: