RSS Feed

რა არის სამშობლო?

დღეს დილით სახლში მოსულს კარადაში დედას მოკითხული ტყემალი, ჩურჩხელა, შავი ღვინო და სვანური სულგუნი დამხვდა. საძინებელში საქართველოდან მობრუნებულ ჩემს დიშვლის ეძინა. ბუბას ვაკოცე და კარადიდნ ძვირფასი ძღვენი გამოვიღე. ღვინოს რასაკვირველია, არც შევეხე…. ჩურჩხელებს კი დიდხანს ვეფერებოდი. დედას გაკეთებულია, თავისი ხელით… დედამ გააკეთა ჩვენთვის….

კომპიუტერის ეკრანზე ვიპოვე, რასაც ვეძებდი: საქართველოში გადაღებული ვიდეოები და ფოტოები.  ერთმა ცხარე ცრემილით მატირა: ჩემს ხელში გაზრდილი ჩემი დიშვილის კლასელები და უახლოესი მეგობრები რომელიღაც რესტორნის სცენაზე ერთ წრედ შეკრულები და ერთმანეთზე გადახვეულები ცეკვავდნენ სამწლიანი განშორების შემდეგ,…. ისეთი გაზრდილები იყვნენ, ისეთი შეცვლილები…

ჩემი მეგობრების ნაწილი დაოჯახდა, უკვე მშობლებიც კი გახდნენ… ზოგს მუსიკალური გემოვნება შეეცვლებოდა ალბათ, ზოგს შეხედულებები, ზოგს ფსიქოლოგია….  ერთი მთავრობის სამსახურში ჩადგა, ზოგი ერის და ზოგიც უბრალოდ გაქრა, ისევე როგორც მე…. როცა დაბრუნება მეღირსება, ჩვენც ასე მოვეხვევით ალბათ ერთმანეთს, დავივიწყებთ ერთმანეთის გარეშე გადატანილ ყველა ტკივილს, იმედგაცურებას და ტვირთად ქცეულ ცხოვრებას რამდენიმე საათით ისევ ბავშვობაზე გავცვლით… ისევ ისეთი გულჩვილები, იდეალისტები, კეთილები და ლაღები გავხდებით… სულ რამდენიმე საათით ისევ ვიქცევით ერთმანეთის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად… სულ რამდენიმე საათით, სანამ თავიდან დაიწყება განშორების და ტკივილის ახალი სერია…

მერამდენედ დავატრიალე ვიდეო და მეორე ოთახიდან ჩემმა დიშვილმა მომწერა ,, გამორთე აწი, თორე გამისკდება გული ცოტა ხანში,,…

სამშობლო სიყვარულია..,ყველაზე დიდი, უანგარო, წრფელი და სრულყოფილი სიყვარული, რომელიც ადამიანს შეუძლია… იტევს ოჯახს, მეგობრებს, იდეალებს, თავისუფლებას, სიწმინდეს… სისხლს, ხორცს, და  სულს ერთდროულად… იტევს ღმერთს და რწმენას…

წმინა ნინოს ჯვარს და ვეფხისტყაოსანს…

სამშობლო ბედნიერებაა… სრულყოფილი ბედნიერება, რომელიც ადამიანმა შეიძლება განიცადოს…

ემიგრანტობა კი ტკივილია… განუწყვეტელი და ისტერიული მონატრება…. შინაგანი ნგრევა და ძნელად აღქმული რეალობა, რომლისაც გირჩევნია, არ გჯეროდეს….

პირველი თვეები ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით… ყოველ ღამით ზღვის პირას ვისხედით და დაბრუნებაზე ვოცნებობდით. მერე … მერე … … … …

სწორედ ამიტომ ვიცით, რომ ჯოჯოხეთი მართლა არსებობს….

სწორედ ამიტომ ვიცით, რომ საქართველო სავანეა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და უფრო მეტიც… ამ ადამიანებს ჩვენ ვუყვარვართ….ვუყვარვართ, ისეთებიც კი, რადაც აქ ვიქეცით…

სწორედ ამიტომ ლამობს ბუბას გული ეხლა მკერდიდან ამოსვლას და ესაა მეც რომ ცხარე ცრემლით მატირებს ამ წუთას…

საოცარია…. გქონდეს ნამდვილი სავანე ამ ცოდვილ მიწაზე და შენ უცხოობაში ებრძოდე სულიერ სიკვდილს…

აი, ეს არის ჩემი სამშობლო…. სული, რომლის გადარჩერნასაც ახლა ვლამობ…  ვაზი, რომელიც უდაბნოში უნდა გავახარო….

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: