RSS Feed

სამშობლო (მიმსხვრეული ოცნება)

წამოვედით, დიახ წამოვედით

შორს ამ მიმსხვრეულ ოცნებებში…

გვეგონა ყველაფერი ვარდისფრად მოხატული,

სამოთხეს ვიპოვნიდით, პატარა ჯოჯოხეთში

მივატოვეთ, დიახ მივატოვეთ

სამშობლო გავცვალეთ და დავივიწყეთ,

დრო გადის, ისევ ისე მისდევს წუთებს წამი,

მაგრამ სამშობლო არ გვივიწყებს…

დედა ნაზად შვილის, რომ თავზე ეფერება

ბავშვი ბუზღუნებს და მაინც ტირის მოთქმით

დედა-სამშობლო ხომ ჩვენ არ გვემეტება,

მაგრამ მივატოვეთ, მაგრამ მაინც მოვწყდით…

და შორს იისფერი გზები არ დაგვიხვდა,

არც ვარდს ასდიოდა სიყვარულის სუნი

ჩვენ გზა აბნეული კოჭლი ცხვრებივით ვართ,

კარგის დაფასება რომ არ ვიცით, ცუდში…

მივაგდებთ და ცრემლებს დავუტოვებთ თვალზე

ცუდი შვილები ვართ, ბედკრულ საქართველოსს…

ის ხომ ლოცულობდა ყოველ განთიადზე,

რომ ქართველმა ერმა ყველგან ისახელოს…

ახლა ვხვდები, დედა შვილს რომ ეფერება

შვილი ისევ-ისე ჯიუტობს და ურჩობს

დედას შვილისთვის ხომ მეტი ემეტება,

მაგრამ მაინც შვილის სიყვარული უჯობს

ნაზად იკრავს გულში, გულნატკენი ისევ

მისი იარები არ შუშდება მაგრამ…

საქართველოს ვიცი, ვენატრებით ძლიერ

და ვერ ვხვდებით მაინც, რას და როგორ ვკარგავთ!

ბარსელონა

მარიამ კობერიძე

Advertisements

6 responses »

  1. კარგია მარიამ!. იმედია დაბრუნდებით :S :)))

    პასუხი
  2. მეც ამის იმედი მაქვსსს…

    მარიამი

    პასუხი
  3. ჩვენი მამაო ლუკას რეკომენდაციით დავინტერესდი ამ ბლოგით და ეხლა ვხვდები მარი თუ რამდენი მარგალიტი მყოლია თვალწინ და ვერ შემიმჩნევია! ლექსი თუ შენს ყველაზე ნაზ და ფარულ სიმებს არ შეეხო ის ლექსი არ არის! მარი შენმა გულიდან გამოსუმა სიტყვებმა ჩემში მღელვარება გამოიწვია და გამახსენდა ის რაც ხშირად მავიწყდება რომ მეც მივატოვე საქართველო! დიდი მადლობა ამ ლამაზი ლექსისთვის

    ანა

    პასუხი
  4. Mabednierebs imis agqma,rom shens lamaz sulshi ase dzalumad “foriaqobs” saqartvelos siyvaruli!!!!!!! Samshoblo xom uflis shemdgom pirveli dgas “sacnobiershi”!!! Gmertma male dagvabrunos da es ukidegano monatreba sashinel sizmrad gviqcios!!! :*

    პასუხი
  5. დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველას, ვინც ეს ლექსი წაიკითხა და საკუთარი აზრიც გამოხატა, ასევე იმათ ვინც წაიკითხა და არ გამოხატა…

    ანა, საყვარელო მადლობა შენ , რომ ასეთი სული, გული და გრძნობები დაინახე ამ ლექსში… (ყველა თავისებურად იგებს და ხედავს)… ჩემზე “მარგალიტის“ წოდება ცოტა მეკადნიერა, მაგრამ მადლობელი დავრჩი შენი კომენტარით.

    ღმერთი არს ჩვენს შორის!

    არს და იყოს!

    მარიამი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: