RSS Feed

მინდა დავანთხიო წითელ მელნად

ვენებში მოწოლილი ლექსი,

მინდა გადავიქცე აჯანყებად,

ვიპოვო სიმართლის მთქმელნი.

ჩემი მაგალითით სხვას ავუნთო

გულში სიყვარულის ცეცხლი,

ხმა რომ მივაწვდინო მოხუც დედას,

მეც მივხვდი: ,, ჩვენთან არს ღმერთი,,

ამიხსნეს, მორჩილი ცხვარს არ ნიშნავს,

არც მეამბოხეა გიჟი,

მასწავლეს მესა და ჩემს თავს შორის

გამედო მოშლილი ხიდი.

ჯერ კიდევ ადრეა სიკვდილამდე,

სისხლს ჩვენსას შევაზელთ დუღაბს,

რისიც გვწამს და თქვენთვის გვემეტება

სიმაგრედ აგიგოთ უნდა.

სისხლს დავღვრი ლექსებად, თქვენთვის მოძღვნილს,

ტაძარს ჩავეგები ლურსმნად,

ვიპოვი ჩემნაირ შეშლილებს და

ხმალს აღარ მივაგდებთ უქმად.

ნინია

Advertisements

2 responses »

  1. ვიპოვი ჩემნაირ შეშლილებს და

    ხმალს აღარ მივაგდებთ უქმად.

    ვინც ეძებს ის პოულობს…:))))

    მარიამი

    პასუხი
  2. im qalbatonivit lamazi leqsia…:)

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: