RSS Feed

უკიდეგანო

მიდის ცხოვრება, უკანონო დარგულ ხესავით

რომელიც არრას არ მოითხოვს, არც არრას გაძლევს

დაიმტვერება უავტორო წიგნი თაროზე, შემდეგ

მიხვდები დროც გასულა, რაც რომ გადარდებს

ნაცრისფერ წვიმას შეერია, მტვრისფერი ქარი

დახეულ ფურცლებს ათამაშებს უკიდეგანო…

მიხვდები რაც ხარ, ის იყავი უბრალოდ მთვრალი,

როდესაც სტრიქონს გაებუტე უმისამართოდ

გადის დრო, მაგრამ შენ რას გარგებს თუ არ გაწყინა,

ან თუ იარებს მოგიშუშებს ახლებსაც გმატებს…

ობლად მიგდებულ ვგავარ თაროზე

დამტვერილ წიგნს და

უნაყოფოდაც გაშიშვლებულ ხეს მიმამზგავსეს…

დროს გადაუსწრო ახუნძლულმა ფიქრების გროვამ,

შენ თუ შეგმატებს რამეს მათზე ლექსების წერა,

თორემ სხვისთვის ხომ…

მობეზრებულ სტრიქონებს მოჰგავს.

ბარსელონა

მარიამ კობერიძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: