RSS Feed

შინ და გარეთ

საერო საქმე ერმა უნდა აკეთოს, თორემ გათითოკაცებული თავისასაც ვერ  მიხედავს. ეს ჩემეული სიბრძნეა, სულ ახლახანს განსხივოსნებულ გონებაში რომ დაიბადა. სხივებს სამწუხაროდ ერის კოორდინატების შემოყოლება დაავიწყდათ, თავად ერი კი დუმს. არც ჩემი სინდისია უკეთეს დღეში. ფაქტია, რამდენიმე დღეა ვტკეპნი ადგილს და არსებითი არაფერი დამიწერია, სხვას რა უნდა ვუთხრა. მიზეზი თითქოს პასუხების ძებნა და სულის ხსნაზე ზრუნვა უნდა იყოს, მაგრამ არა საპატიო. არსებითად მნიშვნელოვანია, გწამდეს უფლის და დიოდე მისეულ გზაზე, მაგრამ ქართველები მხოლოდ სულის ხსნაზე არ ზრუნავდნენ, მე ასე მახსოვს ყოველშემთხვევაში. არც პირადი კეთილდღეობა იყო სიცოცხლის აზრი და ერთადერთი მიზანი. იყო ენა, მამული და სარწმუნოება… და როგორც უფალი, ქვეყნად ერთადერთი სამშობლო.

რამდენჯერ მომისმენია აქაურ ყალიბს მორგებული ქართველებისგან: სად დავბრუნდე? აღარ დავბრუნდები… იქ არ არის ჩემი ადგილი…

დიალოგი ჩემს თამამომამულეებთან:

-ჰაი ნინ, რას შვები როგორ ხარ?

-არამიშავს, შენ?

-მეც ეგრე… რა ხდება ახალი და კარგი?

-არც არაფერი. ვმუშაობ და ვარ… ვუძლებ ჯერჯერობით)

-შენ რა გჭირს გასაძლები, ჩვენ ვიკითხოთ თორე…

და ასე შემდეგ…. მეოცნებე სახით დასმული კითხვები ევროპულ ცხოვრებაზე და აქაურ პირობებზე საშინლად დამღლელი და გამაღიზიანებელია. მითუმეტეს მაშინ, როცა სიმართლის მოსმენა არავის სურს. ყველა ოცნებობს რაღაც საოცარ და იოლ ცხოვრებაზე, რომელიც საქართველოს საზღვრებს მიღმა ელოდება. საქართველო ხომ ,,ბანძია,,….

აქ ჩამოსვლის შემდეგ ვკარგავთ სახეს. ერთეულები ინარჩუნებენ ჩვენებურ სულს და ისიც დამახინჯებულს. საიდანღაც მოტანილი ყალბი იდეალებით და მარაზმით  სავსე ცხოვრების წესს ქართულს უწოდებენ და ზურგს უკან ნებისმიერ სასურველ წამს მზად არიან სამარე გაუთხარომ ერთმანეთს. ახლად ჩამოსულებს ჯერ კიდევ თბილი მზერა აქვთ და ქუჩაში თამნამემამულეებს  თვალებით ეძებენ, მაგრამ ვინმე ,,კეთილმსურველი,,  სასწრაფოდ ჩააყენებს საქმის კურსში, რომ ორმოს აქ მხოლოდ შინაური თუ გაგითხრის.. რომ ყველა ნარკომანი, ჭორიკანა, ქურდი და გამომძალველია და სხვა მსგავსი ეპითეტები, სიმართლისგან არც თუ ისე შორს მდგომი. სინამდვილეში სწორედ აქ უცხოობის და მარტოობის ტყვეობაში გვჭირდება ერთმანეთი ყველაზე და ყველაფერზე ძალიან.

საუკუნეების წინ დაიწერა პოემა მეგობრობაზე, რაინდობასა და ურთიერთგატანაზე, დღეს კი ამ სიტყვებმა წონა დაკარგეს. სამშობლო ყველას ჭიქით ხელში უყვარს, იმის იქეთ კი მხოლოდ სიდუხჭრესთან და ხელმოკლეობასთან ასოცირდება. ვერც გაამტყუნდებ, არ არის მარტივი გაუძლო ამ ყველაფერს და დარჩე იდეალების ერთგულად, მაგრამ ჩვენი წინაპრები ხომ ახერხებდნენ  გადაერჩინათ მთელი კულტურა და ერი.  აეტანათ თავზე დატრიალებული წისქვილის ქვა და დარჩენილიყვნენ პიროვნებებად.

პირველივე შეასაძლებლობისთანავე სამშობლოს ტყვეობას თავდაღწეული ქართველები უმძიმეს გზას გადიან უცხოეთში დასამკვიდრებლად და როცა ასე თუ ისე  ახერხებენ, საქართველო მხოლოდ ფერლმიყრილ, სევდიან მოგონებად რჩება. უფრო სწორად,  საქართველოს შემოვევლეთ შორიდან, მაგრამ ქართველებიც იმავე დისტანციაზე გვინდა. ვერც ამაში გაამტყუნებ, ღირებულებები რომლებიც თაობებს ზრდიდა და ქვაში ისტორიას კვეთდა დაიკარგა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ სულ ცოტას აქვს სურვილი რეალურად იზრუნოს სამშობლოს კეთილდღეობაზე და შთამომავლობისთვის მისი სიყვარულის ჩასანერგად.

დარჩენილები გაცქევაზე ოცნებობენ, გაქცეულები კი ტვირთად ქცეული ყოველდღიურობის შემსუბუქებაზე. ერთი შეხედვით, ვერავის მოსთხოვ პასუხს, ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი და ერთხელ ბოძებული სიცოცხლით დატკბეს, მაგრამ იკარგება და კვდება რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი… ის, რისთვისაც ჩვენამდე ათასებმა გაწირეს საკუთარი სიცოცხლე და თუ სადღაც გულის რომელიღაც ნაწილში დარჩა ნამდვილი სიყვარული სამშობლოს მიმართ, თუ ვიღაცას მაინც მოედო გულზე ეს სიტყვები ნუ დავტოვებთ ნოსტალგიას სუფრის ლაითმოტივად და ვეცადოთ იმის მეასედი ერთგულება მაინც გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, როგორიც ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ.  წავუკითხოთ შვილებს ქართული ხალხური ზღაპრები, ვატაროთ ტაძარში და ვირწმუნოთ, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის სიყვარულით ყველაფრის მორევა და გადატანა შეიძლება…

ერის საქმე უნდა აკეთოს ერმა, თორემ თითოკაცი თვითგადარჩენასაც ვერ მოახერხებს. ესეც არ იყოს, ჩვენ ერად ვღირვართ და ვფასობთ, თორემ ცალკე აღებულებს ბრბო ერთ წამში შეგვნთქავს…

Advertisements

14 responses »

  1. “-მეც ეგრე… რა ხდება ახალი და კარგი?

    -არც არაფერი. ვმუშაობ და ვარ… ვუძლებ ჯერჯერობით)

    -შენ რა გჭირს გასაძლები, ჩვენ ვიკითხოთ თორე…”

    გამხნევებს და ვერ ხვდები :))

    პასუხი
  2. არის რაღაცა ამ პოსტში

    პასუხი
  3. ძალზედ საინტერესო და აქთუალური თემაა ნინ…

    ჩვენი, ანუ ემიგრანტთა ცხოვრება, რარიგ მოწესრიგებულად და ნაყოფიერად არ უნდა გვეჩვენებოდეს, მაინც ვერასოდეს გახდება სრულყოფილი, სულიერად ამაღლებული, ბედნიერებისა და ჭეშმარიტი სიხარულის მომტანი….რა დიდი საქმეებიც არ უნდა გავაკეთოთ, რამდენი ოჯახიც არ უნდა გამოვკვებოთ აქ ჯაფით აღებული თანხით, ჩვენ მაინც მხდალი საკუთარ ,,მეს,, გამოკიდებული ,,უძღები შვილი,, ვიქნებით. თუმცაღა ამ უკანასკნელს ეყო ეყო გამჭრიახობა შინ, მამისეულ დაბრუნების. ჩვენ კი ,,თვალდაბინდულებს,,…ესეც არ შეგვიძლია!!!! დიახ, გამოვქცეწვივართ უმთავრეს ვალდებულებას უფლის და სამშობლოს წინაშე და პატივაყრილნი რას აღარ ვიშველიებთ უსახურ არგუმენტებად, საკუთარი უსაქციელობის გასამართლებლად…
    “ბედნიერების ძიების უფლება ყველას აქვს და ერთხელ ბოძებული სიცოცხლით დატკბობის,,-ო წერდით…. და მერე ვინ თქვა, რომ უცხო მიწაზე გვეწვევა, ანდა სიცოცხლით ტკბობა შეგვეძლება???? ჩვენ ხომ საქართველში დედა ღვთისას მადლი გვიცავს, სამშობლოდატოვებულებს კი ეს მადლიც გვცილდება….. მშობელი მიწის მადლიც დავუმატოთ ზედ და უფლის განაწყენება რაც ყველაზე უწინარესია, რამეთუ ამ ქვეყნიურ სიამ-ტკბილობებს გამოვეკიდეთ, მის მიერ ბოძებული ,,ჯვარი არ ვიტვირთეთ,,
    -“ამ ქვეყნის სიყვარული კი მტერობაა ღვთისა”!!!! …ხოდა რაღა გაგვამართლებს, დროზე თუ არ მოვგონდით და დავუბრუნდით ჩვენს მიწა-წყალს!!!!!
    “ეს დაბრუნება ხელახალი შობა იქნება, ჩვენს სამშობლოში”-“გვიწვევს” (გვიხმობს) ჩვენი პატრიარქი ცრემლნარევი ვედრებით!!!
    “დაგვიბრუნდითო”
    ყოველ ქადაგებას ასე ასრულებს არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი)..
    პატარა საბამაც კი იცის, რომ “ჩვენ თუ არ დავბრუნდებით და თუ არ მივხედავთ, ვერ აშენდება ჩვენი ქვეყანა,,…
    “ერის საქმე ნამდვილად ერმა უნდა აკეთოს” გეთანხმები, ოღონდ თავის მიწა-წყალზე და უთუოდ თავის ქვეყანაში!!!
    უფალს ვთხოვოთ, რათა სულიერი თვალი აგვიხილოს და მალე დაგვაბრუნოს საქართველოში!!!!!

    პასუხი
    • მე მესმის თქვენი სულისკვეთება ქალბატონო ლანა… მაგრამ რადიკალიზმს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ…. პირადად ჩემი შემთხვევიდან გამომდინარე და სხვებთან მიმართებაშიც უსამართლობად მიმაჩნია, რომ დედებს და შვილებს, რომლებმაც ოჯახების გამო მსხვერპლად საკუთარი ცხოვრება გაიღეს პრაქტიკულად ეგოიზმში დავდო ბრალი… არსებობს უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი…
      მესმის, როგორც მორწმუნეს მიგაჩნიათ, რომ უფლის რწმენა უნდა გქონდეს და მასზე მინდობილი უნდა შეეგუო რეალობას…, მაგრამ ჩვენ, უბრალო ადამიანებს ხშირად ძალა არ გვაქვს ველოდოთ სასწაულს და ვიბრძვით, როგორც შეგვიძლია… თუნდაც ასეთ მძიმე ფასად… როცა სასწორზე ოჯახის მომავალი დევს, შენს ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს იოლად ელევი..
      მე უბრალოდ აქტიურობისკენ მოგიწოდეთ.,… აქ ვართ და აქედან ვემსახუროთ სამშობლოს და უფალს. შევუნახოთ შვილებს ისტორია, გავუფრთხილდეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც შეგვიძლია…, გვიყვარდეს ღმერთი ჩვენი და მიწა, რომლადაც ადრე თუ გვიან უნდა ვიქცეთ…. სულ ეს იყო, რის თქმასაც ვცდილობდი ))

      პასუხი
  4. Tqveni subieqturi nebaa,gaiziarebt tu ara, Ilia II-isa da arqimandriti Luka-s azrs,romlebic gamudmebit mogvicodeben shin dabrunebas! Isini tvlian, rom scored iq viqnebit kargad,iq “gadavrchebit”,iq damshviddeba chveni suli da cxovreba!… Me mxolod “frazebis citireba” movaxdine…Getanxmebit,rcmenis naklebobis bralia samshoblodan gadmoxvecis mtavari mizezi…Scored amitom vtxov Ufals, sulieri tvalis axelas,rata chveni neba matsas davumorchilot da yvelani davbrundet shin, ucinaresi mizezis, sulis gadasarchenad!!!
    Gana sheidzleba aq “radikalizmis” danaxva??

    Rac sheexeba tqvens (bolo abzacze motavsebul)mocodebas,shesanishnavia,mivesalmebi……
    “ufrore” chvens qveyanashi!!!!

    პასუხი
    • ყველა ქართველის ოცნება დაბრუნებაა, მაგრამ გააჩნია დაბრუნებასაც… უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის და არქიმანდრიტ ლუკას აზრს ჩემი არგასაზიარებელი ნამდვილად არაფერი სჭირს, მაგრამ ჩვენ რომ ეხლა გავიქცეთ და ჩემოდნების ჩალაგება დავიწყოთ ასობით ადამიანის პირდაპირ შიშილზე მოვაწერთ ხელს…. ამის არდანახვა და არგათვალისწინება არ შეიძელება….

      პასუხი
      • მოკლედ, ჩიხში შევედით ეხლა ჩვენ ქალბატონო ლანა… რთულია მსგავს სიტუაციებში დანამდვილებით თქვა, რა არის სწორი და რა მცდარი. უფალს შესთხოვეს შველა, ვიხრჩობითო… ხელი გაანძრიეთ და გადარჩებითო – უპასუხა. იცით, თქვენ რომ ასე განიცდით სამშობლოს მიტოვებას, ეს მისდამი სიყვარულის გახგასმაა. ამდენი ბავშვი როომ აამეტყველეთ სრულყოფილი ქართულით, თქვენს პატრიოტიზმს ადასტურებს. ფაქტია, ამ ბავშვებს სჭირდებოდით თქვენ ამ დროს და ამ ადგილას. ვერავინ გააკეთებდა თქვენს საქმეს თქვენს ნაცვლად. ალბათ ყველას თავისი მისისა აქვს დაკისრებული… ახლა, ამ წუთას ჩვენი ვალი მომავლისთვის წარსულის შენახვა, იმ დიდი სიყვარულის გადაცემაა, რაც ქართველებს სისხლის ნაცვლად დაუდით ვენებში. ჰოდა, ამ ომში ვიბრძოლოთ ისე, როგორც შეგვიძლია: უკანასკნელ წვეთამდე და ბოლო ამოსუნთქვამდე, რომ ჩვენ თუ ვერა, ჩვენი შვილები მაინც დაბრუნდნენ სამშობლოში… რაც შემეხება მე: ყველაზე ბედნიერი წუთები იქნება, როცა ფილტვებში ქართულ ჰაერს ჩავუშვებ და მეორე, როცა ჩემი ძვლები ჩემს მიწაში ჩაეფლობა და ვიქცევი იმად, რაც სინამდვილეში ვარ… როცა მეცოდინება, რომ დამთავრდა ლტოლვილობა და აღარსად წავალ. როცა დავიმკვიდრებ ჩემს ადგილი ჩემს მიწაზე, ჩემი ცის ქვეშ… ნუ, ხორცი, თორემ სული სად წავა კიდევ საკითხავია)))))

  5. Me shemidzlia erti rcheva mogcet am temastan dakavshirebit: mousminet patriarqisa da mama Lukas qadagebebs da “pasuxis pasuxs ” iq hpovebt…

    ,

    პასუხი
  6. მართლაც რომ ეგრეა სამწუხაროდ ….;(

    პასუხი
  7. Kochag Ninia. gvimravlos shennairebi akats da ikats.

    chven unda vistsavlot ertad lotsva, ertmanetis da Gmertis sikvaruli da kvela chvens tkivils

    male da advilad gadavtskvitavt.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: