RSS Feed

მე სამწუხაროდ აღარ ვკვდები… .

მე სამწუხაროდ აღარ ვკვდები,

ოთხმოცი წელი ალბათ ისევ მომიწევს ბრძოლა,

ამ ტრაგედიას უგმირობის ადევს ბეჭედი,

წიგნი, რომელიც არ დამთავრდა, აგდია ობლად.

ფაქტია, ვერ ვქმნით ისტორიას მე და შენ ლამაზს,

არც მე ვარ თეთრი, არც შენ შავი, რუხი გვაქვს ფერი,

ერთი შეშლილი მარტოსული მეორეს შეხვდა,

თავიც იწამეს, სხვაც აწვალეს, არ ვღირვართ მეტი.

არცერთი წუთით არ ვინატრებ არაფრის შეცვლას,

მხოლოდ მოვჭრიდი ამ უნიჭოდ დადგმულ ყალბ დრამას,

არც საკადრისი ფინალი აქვს, დადგმა, მორალი,

ვერც საფიქრალად დაგიტოვებს რაიმეს ახალს.

მე მოსულელო სათნოებით, შენ კი ნიღბებით,

ვერც შენ ვერ აღწევ დემონობას, არც მე ვარ ღმერთი,

შენი ტყუილი ვერცერთ ბრმას ვერ დააჯერებდა,

ჩემმა რისხვამ კი არ დატოვა სიკეთის წვეთიც.

ასე რომ… უკვე აღარ ვკვდები მიტოვებული,

არც შენ მიიტან ჩემს საფლავზე სისხლისფერ ვარდებს,

არც სინანული შეგაწუხებს ჩემი არყოფნის,

აღარც მე დავდგამ ჩვენ ორისთვის ოცნების კარვებს.

ნინია

Advertisements

2 responses »

  1. აიი ეს ლექსი… ძალიან ვიგრძენიი…..

    მარიამი

    პასუხი
  2. ძალიან მომეწონა ჩემთანაც ახლოს მოვიდაეს ლექსი…..

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: