RSS Feed

ავტოპორტრეტი

ამოატრიალე ცა და დედამიწა,

გააერთიანე ფიქრი ოცნებებთან

შენ ხომ სიყვარულიც აღარ გებევრება,

მარტო დარჩენილხარ ლამაზ შედევრებთან

 

 

თითქოს გინდა რაღაც, მაგრამ არ გამოგდის

აგერ სილამაზე, შენ ხომ არც ეგ გყოფნის,

მიდის დრო და უკან ფერფლსაც არ გიტოვებს

და მაგ სილამაზეს უკან გაიყოლებს…

 

 

შემდეგ მოვა დარდი, მოვა ისევ სევდა

მიხვდები რომ თავთან ისევ მარტო დარჩი,

გაიხსენებ წარსულს, კოჭლობით რომ გსდევდა

და წამს, წუთებსაც რომ დაეჯიბრა თვლაში

 

 

 

ასე გავა დრო და სიყვარულსაც ნახავ,

ნაზი სიოს მსგავსად ისიც ჩამოგივლის

ვიცი ცხოვრებაში შენც გაქვს ერთი ნატვრა,

რომ სიმშვიდე ჰპოვო, ხესთან ნორჩი წიფლის

 

 

თენდება თუ ღამე, ენაცვლება აისს

ფიქრობ მხოლოდ ერთზე რა იყავი, რა ხარ

ზღვის ტალღებიც ნაზად უერთდება ნაპირს,

შენ კი რაც იყავი, შენს თავს აღარ გავხარ!

 

ბარსელონა

მარიამ კობერიძე

 

Advertisements

One response »

  1. “vici cxovrebashi shenc gaqvs erti natvra,
    rom simshvide hpovo…..”
    chemi natvrac,icodi xo?:)))genacvale nichiero shen:****

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: