RSS Feed

*** *** ***

ცხოვრება მატყლის საჩეჩელს ჰგავს,

აშორებს ერთ თეფშში გაზრდილთ,

მაცდურმა სიომ გამიტაცა,

ბუმბულს დაემსგავსა აზრი.

ქალაქის მორევმა ჩამითრია,

ბოდვა შემაყვარა ფარსი,

სამშობლო ღალატით მივაგდე და

ახლაღა დავადე ფასი.

წყალზე ასხლეტილი სიპი ქვა ვარ,

ნეტავ მივაღწევდე ნაპირს.

დროება უკუღმა დაბრუნდეს და

სახლიც არ დაინგრეს პაპის.

ნეტავ ძველებურად მოველოდე

თუთადამწიფებულ აპრილს,

ისევ ადრინდელად მაბრუებდეს

ღვინის დაწინწკლული ქაფი.

მაგრამ ყველაფერზე მთავარია,

სული არ გავსვარო ლაფში,

სამარის კარამდე არ გამიწყდეს

შუბლზე გახეხილი ძარღვი.

ლიპო ლიპარტელიანი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: