RSS Feed

სიკვდილი…და…

სიკვდილი წუხელ ვნახე,

ხელებგაშლილი იდგა

ჩემთვის დაეგო მახე

ცივი ღიმილით მცდიდა.

არ დავაყოვნე წუთი

მისკენ გადავდგი ფეხი

ვუთხარი ბევრი ცუდი,

დავატყდი როგორც მეხი.

“რა გინდა , რას დამეძებ?

დროს რათა ფლანგავ უქმად?

ყველას თავს რომ აბეზრებ

ასე არსებობ მუქთად,

რას არ იგონებ ქვეყნად

ათას ჭირსა და ომებს

სიცოცხლეს რომ წვავ ფერფლად,

არ ინდობ კაცთა ტომებს.

ყოველი შენი მოსვლით

ხალხის ცრემლს, ტანჯვას ითხოვ

ახლაც სტირიან მოთქმით

ნეტავი რას მოითხოვ?”

დიდხანს მიყურა ცერად

მის მზერამ შიში დამცა

და ბოლოს მრავალფერად

მკაცრად პასუხი გამცა:

ოხ რა ხარ, კარგად გიცნობ

ნეტა რა პასუხს ელი?

შენს მოდგმას არც კი იცნობ

გახსოვს სამოთხის გველი?

ეგ არი ხალხის მოდგმის

დამღუპველი და მკვლელი

არსიც იქიდან მომდის

ჰა, საიდუმლო მთელი.

მე სად ვიყავი მაშინ

იქნებ შენ მაინც მითხრა

თითქმის სრულყოფილ აზრში,

როცა გაგიჩნდა კითხვა?

ეს თქვენ მომეცით ნება

არსებობის და ყოფნის

ვაშლში გაცვალეთ მცნება,

მონები გახდით ცოდვის

რას მძრახავ ჩემზე ფიქრით

თუ უკეთესი ხდები

სიცოცხლე? მერე, ჩემს იქით…

როდესაც მე გამცდები.

ანდა სიკვდილი გელის

სიკვდილის მერე კვალად

ის სიკვდილია გველის,

რომ ტანჯულობდე მარად.

გმართებს მშობელის შიში

გულს სითბო თუ ვერ წვდება,

მხოლოდ შემქმნელმა იცის

ვინ როგორ, სად მოხვდება.

იქნებ კიც ვღირდი შექმნად

თუმცა მაქვს შავი ფერი,

მიტომ ვარსებობ ქვეყნად

სიცოცხლის ვიყო მცველი.

ხორცს ვკლავ და ვფერფლავ მკაცრად,

რომ დაეკარგოს ფასი

სულს ემსახუროს ტაძრად

ეს არის მისი არსი.

აღარ ღირს იქნებ მითქმა

სიმართლეს თუ კი მიხვდი

ღვთის ხატად,ქვეყნად მოსვლა

პატივი იყო დიდი.

ჩემი შიში აქვთ იმათ

ვინც ღმერთს განუდგა ნებით

იფხიზლეთ თუ არ გძინავთ

ხვალ ან ზეგ მოგადგებით

და შენც გახსოვდეს კარგად

ღვთისგან  მაქვს ნება ასე,

იმ საქმით განისჯები

რაზეც წაგასწრებ თავზე

ახლა კი გიშვებ წადი,

მშვიდობა გქონდეს ქვეყნად

სანამ დამდგარა ჟამი

მეორედ მოსვლის შენთან.

ასე გადავრჩი ღამე

დღის მოლოდინში მღვიძავს

სანამ დაბრუნდა მალე

შენდობას ვთხოვ გულთამხილავს.

ნეტა რა ძალა მედგა

რაში დავკარგე ფიქრი,

უფალს შევვედრებ ყველგან

და მისკენ წამებს ვითვლი.

ბარსელონა

წმ.ნინოს სამრევლო

“უძღები შვილი”

07.06.2011

Advertisements

4 responses »

  1. იცით, ეხლა გამახსენდა ,, შენ გაგიმარჯოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა,, არ ვიცი, ვაჟაც ამას გულისხმობდა თუ არა, მაგრამ საერთო ხედვაა )))) ნინია

    პასუხი
  2. მართალიაა ნინიაა გეთანხმები აბსოლიტურად, რომ საერთო ხედვააა

    მარიამი

    პასუხი
  3. “shendobas vtxov gultamxilavs
    da misken camebs vitvli.”_ra crpeli sityvebia:)

    პასუხი
  4. gansakutrebulad momcons es leqsi…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: