RSS Feed

სვანური მოტივებიდან

ლოდინს არა აქვს დასასრული, არც დასაწყისი,

ჩემი სხეული გაიჟღინთა შენი სურნელით,

თოვლსა და ქარბუქს შეუმუსრავს ჩემი სავალი,

ძალა არ შემწევს შენგან წასვლის, არც დაბრუნების.

როცა აპრილი გადაპენტავს ხეხილის ბაღებს,

და მზის სხივები აენთება მწვერვალებს ცეცხლად,

სადაც მე გავჩნდი ადიდდება მდინარეები,

გამთბარ გულივით მთა დაუშვებს მდინარეს ცრემლად.

მწვერვალებიდან დაგორდება თეთრი ზვავები,

ვიცი, დამანგრევს გაზაფხული სოფლებთან ერთად,

დამიტირებენ ქალღმერთები, როგორც თანასწორს,

და მოედება დალის გლოვა ხეობებს მეხად.

ახლა შორია დასასრულის დასაწყისანდე,

ალბათ იქამდე კიდევ დიდხანს ვიბორგებ უგზოდ,

ძალა არ შემწევს გაგეცალო, ან დაგიბრუნდე,

აქ ხომ ტკივილის უფრო გვჯერა და ტანჯვის უხმოდ….

ნინია გალფხანი

Advertisements

2 responses »

  1. ულამაზესია ნინია , შენსავით (L)

    პასუხი
  2. ვისიამოვნე ამ ლექსის წაკითხვით….:))))

    მარიამი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: