RSS Feed

გზა სულიერი სიმშვიდისკენ

როდესაც ეს “ბლოგი” ვნახე პირველად, მივხვდი რომ ძალიან ბევრი მაერთიანებს იმ საერთო ტკივილთან, რასაც ქართული ემიგრანტული ცხოვრება ქვია. საკუთარი სამშობლოდან შორს ყველა ქართველს მინიმუმ ერთი ოცნება მაინც გვაერთიანებს, რომელსაც “საქართველო” ქვია. ის ყველა ქართველის გულშია და ბედნიერებისკენ სავალ გზას მასთან მივყავართ. მეც ერთ-ერთი მეოცნებე ემიგრანტი ვარ. ჩემი გულისფეთქვა ყოველთვის საქართველოს გულისეთქვას ეძებს. მიყვარს ჩემი ლამაზი საქართველო, ხალხი,  სარწმუნოება. მადლიერი ვარ ღმერთის რომ ქართველ მართლმადიდებლად დავიბადე,  მაგრამ სათანადოდ მაინც ვერ ვაფასებ უფლის ესოდენ წყალობას. ღმერთი მწამსთქო ვამბობ და ყოველი ფეხის ნაბიჯზე მისადმი უნდობლობას ვამჟღავნებ სულმოკლეობით. რწმენა ხომ უხილავის დაჯერებაა და მე ხილული ვერ მიწამია.ვერ დამინახავს და დამიფასებია ხილული სასწაულები. ბრიყვ ბრმასავით დავდივარ და ურჩობასაც ვბედავ იმის წინაშე, ვინც ცდილობს თვალი ამიხილოს და ჭეშმარიტი ცხოვრებსკენ მიმავალი გზა მასწავლოს. დღეს განსაკუთრებით შემაწუხა სინდისმა ჩემი მცირედმორწმუნეობის და ურჩობის გამო და მინდა თქვენ გაგიზიაროთ. ურჩი ადამიანი სრულიად დაბნეული დადის ამ ქვეყანად, დაკარგულია თავის ეჭვებში და სიმშვიდეს ამაოდ ეძებს. სიმშვიდე, რწმენა და მორჩილება ხომ იგივე რწმენაა. ეჭვები, კითხვები არ უნდა არსებობდეს. მწამს იმიტომ, რომ მწამს და გემორჩილები იმიტომ, რომ მწამს. მორჩილება რწმენის სათავეა და ცხოვრებას აქედან უნდა ვიწყებდე. ვარსკვლავი რომელიც სიმშვიდისკენ გზას გვინათებს, აქ გაბრწყინდება.

შორენა ჯავახიშვილი

Advertisements

3 responses »

  1. მართლაც რომ მორჩილება მთავარია იმ სათონებათაგან, რომლებიც უფალთან სიახლოვისთვის აუცილებელიაა.

    მარიამი

    პასუხი
  2. გაიხარე შორენა…..უფალმა მოგცეს მადლი, წყალობა და სიხარული ულევი….. უნდა გავუძლოთ და ცოტაც კიდევ ვატაროთ ემიგრანტობის უღელი…..

    პასუხი
  3. გამახსენე ის მცირედ დავიწყებული ტკივილი რომელიც საქართველოა და ის დაუვიწყარი სათნოება რომელიც მორჩილებაა რომელიც ასე ადვილია და ამავე დროს ჩემთვის ასეთი რთული!ღმერთმა დაგლოცოს შორენა

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: