RSS Feed

საქართველო

საით მიდიხარ შენ საქართველო?

სად მიგაქანებს ტალღების რხევა,

შენ უკუნითი უკუნისამდე

თავს ღვთისმშობელი გეალერსება,

საით მიდიხართ ჰე, თქვენ ქართველნო?

რატომ ხართ ასე დაუნდობელნი,

რად მიატოვებთ თქვენ, თქვენს სამშობლოს

და ზღვის ტალღებში გაიფანტებით

ამ აღელვებულ ტალღების ხმაში,

მესმის ჩურჩული დაბრუნდით სახლში

ცრემლი მადგება ორივე თვალზე,

ისევ ვქვითინებ სამრეკლოს ზარზე

ჩემო სამშობლო რატომ გშორდები?

ვიცი დაგპირდი და ვერ მოვედი,

ვიცი სიყვარულს გეფიცებოდი

მე ხომ ძალიან მენატრებოდი…

ვერ ვასრულებდი ჩემს დანაპირებს,

ვერ მოვდიოდი შენამდე მაინც

და აღელვებულ ტალღების ხმაში,

ისმის ჩურჩული დაბრუნდით სახლში

აქ ხომ სხვაგვარად დაჰქრის ტყის სიო,

აქ ხომ სხვაგვარად სუნთქავენ ხენი,

აქ ნაკადული გესაუბრება…

მოდი გაშალე ლამაზად ფრთები,

მოდი იმღერე შენც ხის რტოებთან

და სამოთხისკენ აიღე გეზი

აქ, საქართველო გეპატიჟება

სხვაგან კი არსად, არავინ გელის!

მარიამ კობერიძე

Advertisements

2 responses »

  1. მეამაყები მაარ

    პასუხი
  2. მე კი თქვენ….

    მარიამი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: