RSS Feed

სამშობლოს

უსმინე, მღერიან სვანები ლილეოს,

მთებს ასდით სურნელი გაშლილი ყვავილის,

ამ ქვეყნად კაცობა თუ გამოილიოს,

არწივი შეშინდეს ჭილყვავის ჩხავილით.

აქ მთებში ეძები ბიჭები საჯიშე,

ხეობებს ანიშნე სამშობლოს ტკივილი,

მავანი ჩვენ სვანეთს ვერ გადააჯიშებს,

არ ესმის ცხენისწყალს ეშმაკის ჩივილი.

სიცოცხლის ხმაური აქ ისევ ხმაურობს,

დამტვერილ სატვინეს ენგური გარეცხავს,

აქ ჭიაკოკონობ და აულმაულობ

არააქვს მნიშვნელი თუ რომელ მხარეს ხარ.

ზემო თუ ქვემოში, სეტში ან საყდარში

ერთი გვაქვს ოცნება, საერთო მიზანი:

გიჩრდილოთ დარში და გაგაშროთ ავდარში,

ჭირშიაც, ლხინშიაც მოყვარედ გვიცანი.

ღმერთისგან საჩუქრად, უმაღლეს მისიად

გვერგუნა ზურგიდან დაგიცვათ, დაგფაროთ.

შენ იღონდ დაგჭირდეს, ეს ხორცი მისია

რომ შენი გულისთვის მიწაში ჩავყაროთ.

შენ ოღონდ დაგჭირდეს,

ჩვენ ფერხულს დავუვლით,

მტერს გულში ელვად და

ტყვიებად გავუვლით.

 

 

შენ ოღონდ დაგჭირდეს,

შენ ოღონდ დაგჭირდეს,

შენ ოღონდ დაგჭირდეს.

ლიპო ლიპარტელიანი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: