RSS Feed

ან მარტოობამ, ან მე უნდა მოვიკლათ თავი

მინდა დავწერო რაღაც ისეთი,

რომ მარტოობამ ჩემს თითებზე თავი მოიკლას,

არ მაწვალებდნენ მოგონებები,

ქარს არ მოჰქონდეს მიწის სუნი ასე შორიდან.

რომ მიმატოვონ გაზაფხულებმა და

დამივიწყონ ყვავილებმა ატმის და ტყემლის,

რომ მარტის თვეში არ მიხმობდნენ ტყეში იები,

აღარ მტკიოდეს დაკაწრული ხელები ეკლით.

მინდა დაკარგოს მონატრებამ ჩემი გზა-კვალი,

კალმის ბურთულას დაეკიდოს მწველი დარდები

და დარჩეს რვეულს უჯრებიანს დღეის სახსოვრად,

გაკრული ხელით გაბნეული ჩემი ნაშთები.

რომ არ ვიფიქრო მე სულ სხვაგვარ თვითმკვლელობაზე,

უნდა მოიკლას მარტოობამ ჩემს თვალწინ თავი,

ვეღარ ვხედავდე ჩემს თვალებში უშბას და თეთნულდს,

ამოვიშანთო ვენებიდან ანი და ბანი.

რომ არ ვიცოდე არსებობა ქვეყნად თბილისის,

რისთვის უჭირავს ქართლის დედას თასი და ხმალი,

რატომ ახურავს ქალაქს თავზე ციხის ნანგრევი,

ნახვას მეტეხის რომ არ ედოს სიცოცხლის ფასი…

აღარ მახსოვდეს, რასაც ნიშნავს ბედნიერება,

რომ არ დამაკლდეს მშობლიური წვიმა და ქარი,

მინდა დავჩეხო მოგონება ათას ნაწილად,

ან მარტოობამ, ან მე უნდა მოვიკლათ თავი…

ნინია გალფხანი

09.11.2010

Advertisements

One response »

  1. მარტოობამ რაც უნდა ჰქმნას….ოღონდ შენ არა……

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: