RSS Feed

შური არის წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა (სულხან-საბა ორბელიანი)

 ,,შური სიხენეშისა დააბნელებს გულსა კაცისასა,,

ღმერთი არის ყოველივე სიკეთის წყარო. მისგან არის შექმნილი ყოველივე, რაც კი არსებობს. “ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა“(იოან.1,3) ეშმაკი არაფერს ქმნის,მისი მოქმედება პარაზიტულია,მას მხოლოდ შეუძლია დამახინჯება, დანგრევა, სწორი მიმართულების შეცვლა, ანუ ყველანაირი ბოროტება.

ბოროტება,ღვთის მიერ შქმნილ ძალთგან განსხვავებით, დამოუკიდებელი მყოფობა არ ახასიათებს. ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია. ბოროტება არის თავისუფალი ნების მქონე არსებათა მიდრეკა ღვთის საპირისპიროდ. ანუ ადამიანის ნების გარეშე ეშმაკს ვერ ძალუძს, თავისი საქმეები ბოროტებად აქციოს. ასევეა შურიც. იგი მაშინ ხდება ბოროტება,როცა ხდება მისი დამახინჯება ადამიანის მიერ ეშმაკთან ალიანსში თავდაპირველი წრფელი იდეიდან. ეს წრფელი საწყისია საღმრთო შური. სიცრუისა და ჭეშმარიტების გარჩევა მათი შედეგებით ხდება. “… ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს“. (მათ. 7,17)

განსხვავებას  საღმრთო შურისა და სიხენეშის შურს შორის წმ. პავლე მოციქული ასე გამოხატავს: “ღვთის გულისათვის დანაღვლიანება წარმოშობს სინანულს სახსნელად, და არ გახდება სანანებელი, ხოლო წუთისოფლის ნაღველი სიკვდილს წარმოშობს.” ( 2 კორ.7,10) შურის მიზეზი, სათავე არცოდნაა. არცოდნის სათავე-ურწმუნოება. ურწმუნუება კი იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. !როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როდესაც ერთიმეორისგან იღებთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთისგან არ ეძებთ? (იოან.5,44) ურწმუნო ადამიანის შემთხვევაში “ჭკუიანობა” და მზაკვრობა (შური) ერთიდაიგივე რამ არის. სხვის მაცქერალს თავისი აღარ მოსწონს. არავის შეუძლია, შურდეს და თან მადლიერი იყოს.  “კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო” (ფსალმ.48). შურს ისევე როგორც სხვა მანკიერებებს, სიკვდილისკენ მივყავართ, რამეთუ სულიერი დაავადება წარმოსობს ფიზიკურ სიკვდილსაც. სწორედ ცოდვით შემოვიდა და გაბატონდა ადამიანთა მოდგმაში სიკვდილი. შემთხვევით არ არის, წმინდა მამები ადამიანის სულის მგრძნობელობით ნაწილს, მის ცენტრს-გულს უწოდებენ. ალბათ იმიტომაც, რომ სულიერი დაავადება სხეულში გამოვლინებას პირველად გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებებში ჰპოვებს (ჰიპერტონია, იშემია, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ.) როგორც წმ.იოანე ოქროპირი ბრძანებს: ყველა დაავადების თავი და თავი იმაშია, რომ ჩვენ ხშირად ნაკლებადმნიშვნელოვანს მივიჩნევთ უპირველესად, და მთავარს კი მეორეხარისხოვნად. ჩვენს ცხოვრებაში პრობლემები იწყება მაშინ , როცა ფასეულობების თანრიგში ადგილების აღრევა ხდება. “ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი, და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ” (მათ.6,33) არცთუ იშვიათად გვეჩვენება, რომ “ამ ყველაფერს”დევნით და შემატებით მოვიპოვებთ ჭეშმარიტ  სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ რათქმაუნდა ეს ფუჭი დროის კარგვაა.

შურს წარმოშობს ზედაპირული, ზერელე აზროვნება და მისგან გამომდინარე ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. სოლომონ ბრძენი ამბობს:  “აი, რას მივხვდი, თქვა ეკლესიასტემ: თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო“. (თ.7).  კარგად რომ ჩაუფიქრდეთ მიხვდებით, რომ ყოველი ადამიანის მდგომარეობა ჩვენში გულმოწყალებას და შეცოდებას უნდა აღძრავდეს და არა – შურს, რამეთუ ჩვენ თვითონ ამდენი ცოდვების პატრონს არაფერი გვაქვს შესაშური, და ასევე არის სხვაც. შური ბადებს გათიშულობას, ჩაკეტილობას. ჯობს, ერთმანეთის ტვირთი ვიტვირთოთ და ასე სიყვარულით აღვასრულოთ ღვთის ნება, რადგან წინააღმდეგშემთხვევაში, ცოდვებთან მარტოდ დარჩენილებს ეს ცხოვრება აქვე , ამ წუთისოფელში გადაგვექცევა ჯოჯოხეთად. სწორედ შურის გამო გაიმეტეს სასიკვდილოდ და ჯვარზე გააკრეს ადამიანებმა მაცხოვარი. მაშინ გაცხადდა მათი გულის ზრახვანი, როდესაც შურით გონებადანელებულებმა იყვირეს: “…ეგ არა, ბარაბა! ბარაბა კი ავაზაკი იყო”(იოან.18,40) როგორ ნაცნობია მსგავსი მიდგომა დღევანდელ რეალობაში: ოღონდ ეგ არა და ვინც გინდა სხვა…

მხოლოდ ღმერთკაცს შეეძლო იმ უდიდესი შეურაწყოფისა და ტანჯვის მერე ეთქვა: “შეუნდე მამაო, რამეთუ არ იციან რასა იქმან“.(ლუკ.3,34) ამ სიტყვების უკან რომ მხოლოდ სიყვარული იყო  და არანაირი ამპარტავნება, ეს ჩანს იქიდანაც, როცა მაცხოვარი ამბობს: !მწყურის! (იოან.19,28) ანუ წყალს ითხოვს მისდამი სიძულვილით აღსავსე ხალხისგან. კიდევ აძლევს შანსს, გონს მოვიდნენ, რომ საბოლოოდ არ დაიღუპონ, რომ გულმოწყალებამ გაათბოს მათი გულები, გამთბარმა გულმა კი გონება გაუნათოს… და მრავალს შემდგომში გაუნათა კიდეც.

ამის ბოლომდე გათავისება ჩვეულებრივი ადამიანისთვის რათქმაუნდა მიუწვდომელია, მაგრამ ზნეობრივი ცხოვრების პირობებში რაც მეტად გავიაზრებთ და ჩავუღრმავდებით, მით მეტად ვიქნებით ახლოს ქრისტესთან. ყველა ქრისტიანის მოვალეობაა, იყოს “მცირე ქრისტე” რომ ჩვენში თავისულად მოქმედებდეს უფალი, რომ ჩვენ ვიყოთ მისი ნების, სურვილის გამტარებელი დედამიწაზე. მაშინ ჩვენს გულში ვეღარ მოიკიდებს ფეხს შური და მოგვეცემა ძალა გულწრფელად, სიყვარულით,ჭესმარიტად, ყოველგვარი ადამიანური სიამაყის გარეშე მივუტევოთ ჩვენს მიმართ შურით განწყობილ ადამიანებს, რადგან მათ არ იციან, რომ ჩვენ შესაშური არაფერი გვაბადია, რამეთუ ჩვენი საბოლოო მიზანი ამ წუთისოფლის გარეთ მყოფობს.

დიმიტრი მოლიაძე

05.10.09

 

Advertisements

2 responses »

  1. ეჰ როგორი დამღუპველია შური…..თუკი შურმა ებრაელი ღვთივრჩეული ერი ღმერთის ჯვარცმამდე მიიყვანა,რას გვიზავს ჩვენ????
    ჩვენ რას გვიზავს?????????????

    პასუხი
  2. Gaixare Dimitri,dzalian kargi nashromia…Shuri marad moushushebeli temaa kacobriobis istoriashi,is xom satavea im dausrulebeli tanjva -camebisa,romlis gamoisobitac borotis tanaziarni vxdebit!!!!!! Namdvilad kargi scavlebaa!!!!!!!!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: