RSS Feed

პირველი ნაბიჯები

ეკლესიაში სამშობლოს სიყვარულმა მიმიყვანა და დავდექი ფაქტის წინ, რომ მისი სიყვარულის და სამსახურისთვის იქ დარჩენა აუცილებელი იყო. ბავშვობაში მეგონა, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი რელიგია იყო. მოგვანებით ჩავთვალე, რომ ეს ერთადერთი ჭეშმარიტი რწმენაა და ყველა დანარჩენი რელიგიის მიმდევარი იდიოტია. გავიზარდე და გავაცნობიერე, რომ ყველას აქვს უფლება თვითონ აირჩიოს, რისი სწამდეს. მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ მიუხედავად უამრავი კითხვისა რომელიც დღემდე მაქვს, ვყოფილვიყავი მართმლადიდებელი ჩემი ნამდვილი არჩევანი იყო.

მაშინაც კი, როცა ჩემი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს გავდიოდი, ღმერთის არსებობაში ეჭვი არ შემპარვია. მიუხედავად ამისა, ერთხელ ეკლესიამდე ძლივს მისული 15 წუთში გამოვიქეცი იქედან. ამის მერე მცდელობა აღარ ყოფილა. საქართველოშიც არ ვესწრებოდი ხშირად წირვა-ლოცვებს, მაგრამ მივდიოდი ტაძარში, როცა ნაკლები ხალხი მეგულებოდა და ვლოცულობდი გულით, ცრემლებით და ბოლომდე გახსნილი სულით. მიხაროდა იქ მისვლა, ჩემი სული ისვენებდა უფლის სახლის კედლებში…

ქაშვეთი და მეტეხი მიყვარდა განსაკუთრებით. მცხეთაში მივდიოდი ხშირად სალოცავად. მამა გაბრიელის საფლავზე და წმინდა ნინოს პატარა ეკლესიაში ვტოვებდი ჩემს ეჭვებს, დარდს და მომქონდა სიმშვიდე და იმედი. დღემდე მიყვარს მამა გაბრიელი… მას განსაკუთრებული  დამოკიდებულება აქვს ღვთისმშობლის მიმართ,  მე კი გამუდმებით ვგრძნობ უბიწო ქალწულს. ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა რწმენა ძალიან ბუნდოვანი რამ იყო ჩემთვის და დედა ქრისტეს ცხოვრებას დასურათებულ წიგნში თითის გაყოლებით მაკითხებდა. პრინციპში, ცხოვრების იმ ეტაპზე ბევრი რამ უფრო ცხადი იყო, ვიდრე დღეს. ვიცოდი, რომ ქრისტემ წყალზე გაიარა და ეს იყო უტყუარი ფაქტი ჩემთვის. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა…. ყველაზე დიდი სიმართლე, რისიც მჯეროდა ადამიანის სულის სილამაზე იყო. მერე დავინახე სრულიად საპირისპირო და შინაგანი ნგრევაც დაიწყო. ყველაფერი დაინგრა, მაგრამ ღმერთი დარჩა …და ჩემზე განაწყენებული ღვთისმშობლის თვალები, რომლებიც ძალიან გავდა დედაჩემისას. აქამდე მეშინია ამ თვალებთან შეხვედრის. დედის კი არა, ღვთისმშობლის… ყოველ ნაბიჯზე მაფრთხილებდა და ცდილობდა დავეცავი, მაგრამ მე ჯიუტად მჯეროდა ადამიანის სულის კეთილშობილების. შევწყვიტე მისი მოსმენა და საკუთარ გულს ვენდე. ამიტომ ნაღალატევი აღარ მივდიოდი ტაძარში. ჩავთვალე, რომ იქ აღარ იყო ჩემი ადგილი. იმ ერთხელ მისულმაც მრევლის ზედმეტი ყურადღება ვიგრძენი და სიცარიელეს დართულმა დისკომფორტმა მაიძულა, გავქცეოდი იქაურობას.

დიდი დეპრესიის შემდეგ ღმერთი სადღაც ჩემს შიგნით დავმალე და იქამდეც არაფიშირებულ დამოკიდეულობას ახლა მთლად გრიფიტსაიდუმლო დავადე). ამის გამო რამდენიმემ სახეში მომახალა, რომ ათეისტი ვარ. ჩემი პასუხი ყოველ ჯერზე ირონიული და დამცინავი იყო. ყოველთვის მაღიზიანებდნენ ადამიანები, რომლებიც ღმერთს ყოველ მეორე სიტყვაზე ახსენებენ, ხაზს უსვამენ, რა კარგი მართლმადიდებლები არიან და ასე შემდეგ. რწმენა მეტისმეტად ინტიმური რამაა ჩემთვის. ჩემია, ჩემს შიგნითაა და არავისთვის ვთვლი საჭიროდ მის გაზიარებას. ესაა მხოლოდ, აღარ ,,ვაწუხებ,, ყოველ წვრილმანზე, მხოლოდ ძვირფასი ადამიანებისთვის ვლოცულობ… როგორ აგიხსნათ, სხვაც ბევრია ჩემზე ღირსეული, ვინც უფრო იმსახურებს მის შემწეობას. ვიცი, რომ სწორედ მას ვუყვარვარ ნამდვილი სიყვარულით და ამის წყალობით ვარ ჯერ კიდევ ცოცხალი, რომ მოვინანიო ჩემი ცოდვები და განწმენდილი წარვსდგე მის წინაშე.

როგორ უნდა მოვინანიო ცალკე თემაა. მახსოვს მონასტერში ყოველ ღამით პატიებას ვთხოვდით ერთმანეთს. მის არსს ახლაც ვერ ვწვდები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო დამდაბლების და მონანიების ძალიან ლამაზი რიტუალი. პირველ ღამეს როცა დედა წინამძღვარმა მიტევება მთხოვა, ზედმეტი ემოციისგან კინაღამ გადავეხვიე და მხარზე ხელიც დავუტყაპუნე სიტყვებით ,,როგორ გეკადრებათ დედაო, თქვენგან რა უნდა მწყენოდათქო,, გონზე არ ვიყავი, რა იყო სწორი და რა შეცდომა. პირველი დღეები საშინლად ვიყავი დაძაბული. იმდენად მეშინოდა სისულელის დაბერტყების, საერთოდ დამავიწყდა ლაპარაკი. ლოცვას და მორჩილებას მივეძღვენი და ნელნელა სიმშვიდეც მოვიდა. მაშინ მეტალიკას და ირაკლი ჩარკვიანის მოსმენის ნება რომ მოეცათ, ალბათ არც წამოვიდოდი იქედან))) წამოსვლის წინ მონაზონმა, რომელთანაც საერთო სისხლს ვიყოფ, მითხრა: სანამ ჯვრის ტარებას არ დავიწყებდი და პირველ აღსარებას არ ჩავაბარებდი, არც კი დამერეკა მისთვის. მას შემდეგ ხუთ წელზე მეტი გავიდა… ჯერ კიდევ მენატრება მისი ტკბილი და მელოდიური ხმა…

ნინია

Advertisements

5 responses »

  1. აზრის გამოსახატავად, მინდა მოვიშველიო “ბლოგზე” გამოქვეყნებული ერთ-ერთი თემის სათაური (დედა აზრი) რომელსაც ქვია: “მორჩილებით დაწყებული საქმე აუცილებლად გამოვა” ამით ის მინდა ვთქვა, რომ მთავარი ყველგან და ყოველთვის მორჩილების აღსრულებაა და დარწმუნებული ვარ რომ ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებლად გაიგებ, მის ტკბილ და მელოდიურ ხმას…

    მარიამი

    პასუხი
  2. minda gisurvo carmatebebi,magram im labirintshi ar agmochnde,ertxel,me ,rom damemarta,…daaxloebit ertnairi shexedulebebi da damokiddebuleba gagvachnia martlmadideblobis mimart,bevri dro gavida mas shemdeg,rac soflis eklesiashi dachoqili skolis moscavleebi meufe tadeozs shihsit da imedit shevkurebdit,mashin martla megona,rom chvens sikvaruls da rcmenas verasodes veravin sheexebodada verc veravin shegvacvlevinebda,—-mashin chven shekvarebulebi gverqva,kvela chumad shemogvkurebda radgan xechakidulebi da usazgvrod bednierebi locvas vismendot da sikvarulis sasiamovno jruanteli gvivlida tanshi……mas shemdeg didi dro gavida ,dzalian didi dro,ra sheicvala? titqmis araferi garda samkaros movlenebisa,garda borotebis gazlierebisa,labirintebshi siarulisa.da dges me isev shevedi eklesiashi,asobit kilometrit dashorebuli chems samshoblos,chems sikvaruls,da dges pirvelad vtqvi–agsareba—me bevred bednieri var ,bevred bednieri…

    პასუხი
  3. ძალიან გულთან მომივიდა თქვენი კომენტარი და ისე ვერ ავუვლიდი გვერდს, რომ ყველას არ ვუსურვო ის ბედნიერება, რომელიც აღსარების შემდგომ იბადება და მკვიდრდება ადამიანის სულსა თუ გულში…

    მარიამი

    პასუხი
  4. ქვეყნად ერთადერთი ჭეშმარიტება არსებობს….ღმერთი. და მისგან ჩვენთვის ბოძებული წმიდა წერილი.სწორედ წმიდა წერილიდან გვიცხადდება ჭეშმარიტება..
    ღმერთი არის სიყვარული….და ეს მან დაამტკიცა საქმით, როდესაც ადამიანური ხორცი შეიმოსა და ჩვენთვის, რომ ცოდვები ეპატიებია არ მოერიდა ტანჯვა-წამებას და ჯვარზე სიკვდილს….
    ეხლაც მზადაა უფალი თვითეული ადამიანისთვის, რომ თავიდან გაეკრას ჯვარზე და დაითმინოს ტანჯვა -წამება…
    სამწუხაროდ ამის დანახვა გვიჭირს ჩვენ ცოდვილ ადამიანებს…..
    არადა ეს ხომ მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტებაა….ამ ქვეყნად…
    დავინახეთ??? მაშინ ვიჩქაროთ…
    ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ??? მაშ ვთხოვოთ უფალს, სულიერ თვალთა ახილვა…
    ღმერთი არის სიყვარული.!!!…

    პასუხი
  5. Aravis da arafers ar dzaludzs iseti dzalumi siyvaruli, rogoritac ufals vuyvarvart chven!!! Veravin da veraferi ver mogvanichebs egzom bednierebas ,rogorsac Ufali gvadzlevs “mis gzaze shemdgart”!!!! Ar arsebobs bedniereba,tundac miaxlovebuli,rodesac vgrdznobt,rom is chvenshia,gvfarvelobs,zrunavs,chvens saketebels aketebs,gamudmebit tvalsaciershi vyavart “amogebulni”,dznelbedobis jams xelshi ayvanils dagvatarebs,rom ” NUSADA CARSCE QVASA FERXI SHENI”, yvelafers gVadzlevs,rac gvinatria…sanacvlod ki,mxolod erti ram surs “CXONEBA CHVENI”!!!! Gana sheidzleba mastan ertoba ar vedziot???? Mxolod am yvelafris gulamde chatana,gadacyvetilebis migeba da nabijis gadadgmaa sachiro… shemdgom yvelafers tavad gaaketebs…
    Veraferi sheedreba qveynad Gvtis siyvaruls…sxva yovelive amaoebaa…
    Miveshurot chvens zeciur mamas!!!!!!!
    UFALI XOM ERTADERTI,DAUSABAMO DA CHESHMARITI SIYVARULIA!!!!!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: