RSS Feed

სიძნელეები

სულ რამდენიმე დღეა საქმეს შევუდექით და ჯერ ალბათ ადრეა, რომ სიძლენეებზე და პრობლემებზე ავლაპარაკდე, მაგრამ უცებ დავდექი ფაქტის წინ, რომ ცოტა იყო ისეთი, ვინც წერას დაიწყებდა და ცოტა არ იყოს, შევშფოთდი. მე და მარიამის გარდა არავინ გამოჩნდა ბლოგზე მუშაობის მსურველი და შეგვეშინდა, აქაურობა ორი დაქალის საჭორაო ფრონტს არ დამსგავსებოდა. სინამდვილეში ვაცნობიერებ, რომ რამდენიმე დღეში ინფორმაციის გავრცელება და როგორც მწერლის, ისე მკითხველის მოზიდვა შეუძლებელია, მაგრამ მამა ლუკას ბმულის შემდეგ იმდენი ვიზიტორი გვყავდა, პასუხისმგებლობის გრძნობა ერთი ათად გაიზარდა. ისიც ვიფიქრე, ხომ არ ვიჩქარეთქო    აქაურობის გამომზეურება, მაგრამ არ ველოდი ამხელა რეზონანსს. მეგონა ისევ ჩემი ძალებით, როგორც ადრე ნელა ავკრებდით რეიტინგს და ამასობაში ხელს გავიწაფავდით. დამავიწყდა ამჯერად რამხელა ძალა დგას ჩვენს უკან. როგორც ყოველთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი გამომრჩა.  საღამოსთვის უკვე დავიწყე  მიმოწერა რამდნეიმე ავტორთან და იმედია, ყველაფერი გამოვა.

მოძღვრის სიტყვებს მეტი გულისყურით უნდა მოვეკიდო და არ  დამავიწყდეს,  ვისი სახელით ვმოქმედებ ახლა. იმდენად გავითქვიფე მატერიალურ სამყაროში, სულიერი ღირებულებები გვერდზე დამრჩა. არადა საქმეს, რომელსაც ახლა შევეჭიდეთ სულის და გულის ჩადება სჭირდება უეჭველად. დასაწყისისთვის ერთ პროექტზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და მერე დანარჩენებს მივხედავთ…. ავირიე მოკლედ))) დანებებას რასაკვირველია არ ვაპირებ))) გიპოვით, სად გამექცევით ))))

ნინია)

11.01.12

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: