RSS Feed

სავარჯიშო

დილა დაუგეგმავად დავიწყე. უფრო სწორედ, დილა კი არა უკვე შუადღე იყო. ერთი ის ვიცოდი რომ არსად გასვლას არ ვაპირებდი… თუმცა მოვლენები ტელეფონის ერთმა ზარმა შეცვალა და სახლიდან მაინც გავედი. შინ დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის დავბრუნდი. შევუდექი პატარ-პატარა სამუშაოებს და  ფიქრს ჩვენს ბლოგსა და მის განვითარებაზე. ვფიქრობდი რამდენად წარმატებული იქნებოდა ჩვენი წამოწყება. ინტერნეტში შევედი ნინიასთან მინდოდა საუბარი და რაღაცეების შეთანხმება. შემოსული არ დამხვდა და ვერ მოვახერხე, მხოლოდ წერილი დავუტოვე “ნინ რომ შემოხვალ მომწერე, რაღაც უნდა გითხრა” მის მოლოდინში სხვა სამუშაოებს გადავავლე თვალი, მოგვიანებით ისიც შემოვიდა და მომდის წერილი  “გააჩნია რა, ცუდი თუ კარგი” (და გაღიმებულ სმაილს აგზავნის)

დაიწყო ჩვენი საუბარი…. თავიდან მშვიდად, მოკითხვით და ერთმანეთთან სიახლეების გაზიარებით, შემდეგ საუბარი ბლოგზე წავიდა. ვბჭობდით ძალიან ბევრ თემაზე, ემოციებს ისე შევყევით ორივეს სახეზე სასიამოვნო დაძაბულობა აღგვებეჭდა. არ ვიცი მკითხველი სასიამოვნო დაძაბულობას როგორ გაიგებს, მაგრამ იმას რასაც ამ მომენტში ჩვენ ორნი განვიცდიდით სხვაგვარად ვერ აღვწერ.

დიახ, სწორედაც რომ ბლოგის მორიგ თემაზე ვსაუბრობდით… ნინია მეუბნებოდა თავისუფალი ხარ დაწერე იმაზე რაზეც გინდაო…. მე უკვე დაწერილ  ხან ერთ თემას ვუკითხავდი, ხან მეორეს და  ვუმტკიცებდი, რომ მათგან რომელიმე ამოგვერჩია. ის მაინც არ მნებდებოდა და უნდოდა ახლად შემექმნა რაიმე. საბოლოოდ საუბარი იქამდე მიიყვანა რომ მის შედეგს ეხლა კითხულობთ… საუბარი ისეთივე სიმშვიდით შევწყვიტეთ როგორც დაწყებისას იყო. ალბათ ეს სიმშვიდე საუბრის შეწყვეტის ობიექტმა გამოიწვია: მოძღვარმა, რომელსაც ნინიამ  მოვლენების სვლა გააცნო  საკითხთან დაკავშირებით.  დარწმუნებული ვარ, მათი საუბრის თემაც ბლოგის განვითარება და წარმატება იყო. გასაკვირიც არ არის ჩვენ ხომ საერთო რამ გვაერთიანებს… მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ფიზიკურად ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ,  ვიცით ჩვენი საერთო საქმე, რომ აქ ყველა ერთნი ვართ მიუხედავად ასაკის, შეხედულების თუ გამოცდილების სხვადასხვაობისა.

დიახ, სწორედ ასე იყო…

საუბარი შევწყვიტეთ, მაგრამ ფიქრი რის გამოც ეს საუბარი დავიწყეთ არ შეგვიწყვიტავს…

 

ბარსელონა

მარიამ კობერიძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: