RSS Feed

წარსულის მოგონება…

ღამე საოცრებაა, ვარსკვლავებით მოჭედილი თვალუწვდენელი ცა… უყურებ, უყურებ და ფიქრობ რომ ყველაფერს აქვს დასასრული მაგრამ მას არა, არც მის სილამაზეს და არც ვარსკვლავების განუწყვეტლივ შესრულებულ ცეკვებს, ერთმანეთს თანმიმდევრობით რომ ენაცვლებიან და უწყვეტ სილამაზეს ქმნიან… საოცრებაა მათ ტყვედ ყოფნა და თუ რომელიმემ ისე შეგიყვარა როგორც შენ, ჩათვალე რომ საუკუნო საუფლო მოიპოვე სილამაზის უწყვეტ განსასვენებელში…

ეხლა ვტკბები მათი ყურებით… მთვარე ხან ერთი გვერდიდან მაკვირდება ხან მეორედან, შეჩერდა და თვალებში დამიწყო ყურება, ისე მიყურებს უკვე შემრცხვა და თავი ჩავხარე, კალამს და ფურცელს ვეძებდი რადგან თავის ჩასახრელად რაიმე მიზეზი მქონოდა, ის მიმიხვდა   ეშმაკობას და გაეღიმა… საოცრებაა, ნამდვილი საოცრება…  რაღაცას მანიშნებს თვალებით, როგორ? ა ,  შეხვედრას მინიშნავს … ხვალ ღამით,  ვაიმე გული უკვე უჩუმრად გამპარვია და ისე ჩაურბენია მთელი დაღართი, ვერც კი მივხვდი მის გარეშე დარჩენას, მთვარე პასუხს ელის და ჩემს მოლოდინში ნელ-ნელა ეფარება თვალს, მოვალ! შევკივლე მე… და ისიც მიეფარა. მასთან ხვალ მაქვს შეხვედრა , ჩემი მღელვარება პიკს აღწევს მე ხომ უსიტყვოდ ვყვაროვდი მას…. როგორ საუკუნედ მეჩვენება ეს წუთები, დრო მიიზლაზნება კუს ნაბიჯებით ნეტავ მალე დაღამდებოდეს და ერთხელ კიდევ შემეძლოს მისი სილამაზის ხილვა.

აი , უკვე მოსაღამოვდა მე ნაადრევად მივედი ადგილზე და თავჩაქინდრული მორცხვად ველი მის გამოჩენას, ის არ ჩანს… უკვე ნერვებმა ამიტანა , ფიქრების კორიანტელი დამტრიალებს თავს და ერთმანეთს ცვლიან გამოუსადეგარი ფიქრები…

მუსიკის ხმა მესმის, ეს ხომ… ეს, დიახ ეს “მთვარის სონატაა” ბეთხოვენის “მთვარის სონატა”, მაგრამ მთვარე? მთვარე სადაა? ნუთუ ჩემზე ლამაზს გადააწყდა და მე, მე დამივიწყა? დიახ ასე იქნება ნამდვილად ასე, მაგრამ მუსიკა ? ეს რას უნდა ნიშნავდეს? ფიქრი დამთავრებული არ მქონდა სიცივემ ამიტანა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მოულოდნელად ჩემს ირგვლივ ყველაფერი განათდა და სიცივე, სითბომ შეცვალა გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი რომ მთვარეს ნაზად ვყავდი მიხუტებული მუსიკის ფონზე… თავი ზღაპარში მეგონა , დროის შეგრძნებაც დავკარგე და მინდოდა გაჩერებულიყო დრო, ისეთი ბედნიერი ვიყავი, იმ წამის გაგრძელებისთვის ჩემი ხელით მოვკლავდი ქარაფშუტა დროს…

იმ დღის შემდეგ, ყოველ ღამით ვუცდი მას…

(ეს პატარა ჩანახატი 2010 წელს არის დაწერილი, ჩემს დღიურს ვათვარიელებდი და აღმოვაჩინე, ვიფიქრე თქვენც დაგაინტერესდებოდათ )

 

ბარსელონა

მარიამ კობერიძე

Advertisements

4 responses »

  1. შენსავით ლამაზი ჩანახატია მარიამ **** ))))

    პასუხი
  2. ძალიან ძველიაა… მაგრამ ვიფიქრე რომ… კარგი იქნებოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა…. შენ თვითონ ლამაზუნაა

    პასუხი
  3. მერამდენეჯერ ვკითხულობ და სულ უფრო და უფრო მომწონს მაარ ….გენაცვალე ,ჩემი ნიჭიერი ხარ :**** :))

    პასუხი
  4. .გახსოვს ალბათ, ეს ძალიან ძველია….რამდენჯერ გიკითხავდით ხოლმეე :)))

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: